მსახიობი გიორგი ნაკაშიძე დღეს გაათავისუფლეს. წინასწარი დაკავების იზოლატორის დატოვების შესახებ ინფორმაცია მსახიობმა "რუსთავი 2-თან" საუბარში დაადასტურა, თუმცა, გიორგი ნაკაშიძე გუშინ მომხდარი ინციდენტის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.
როგორც ცნობილია, გვიან ღამით პოლიციელებთან მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ნაკაშიძე წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ საარბრიუკენის მოედანზე მოხდა. როგორც ცნობილია, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ნაკაშიძე პოლიციელებთან მივიდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.