პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქაშუეთის ტაძარში ბექა მარგიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
ქაშუეთის ტაძარში ბექა მარგიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

ქა­შუ­ე­თის ტა­ძარ­ში მოკ­ლუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი ბექა მარ­გიშ­ვი­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დი მიმ­დი­ნა­რე­ობს. რო­გორც "ინ­ტეპ­რეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი იუ­წყე­ბა, ბექა მარ­გიშ­ვი­ლის ცხე­და­რი ტა­ძარ­ში რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ, სა­პა­ტიო ყა­რა­ულ­მა მი­ას­ვე­ნა.

და­ღუ­პუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის პა­ტივ­სა­ცე­მად ეკ­ლე­სი­ას­თან და მის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი არი­ან პო­ლი­ცია და სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი. გა­და­კე­ტი­ლია რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი. ქა­შუ­ეთ­ში ელო­დე­ბი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს. აქ უკვე იმ­ყო­ფე­ბო­და თბი­ლი­სის მერი და­ვით ნარ­მა­ნია, "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" წევ­რე­ბი - ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვი­ლი და ვიქ­ტორ დო­ლი­ძე.

შსს-ს ისან-სამ­გო­რის სამ­მარ­თვე­ლოს მე-8 გან­ყო­ფი­ლე­ბის უბ­ნის ინ­სპექ­ტორ-გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ბექა მარ­გიშ­ვი­ლი და დე­ტექ­ტი­ვის თა­ნა­შემ­წე - გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ვა­ლე­რი­ან გრძე­ლიშ­ვი­ლი 4 აპ­რილს, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში, თბი­ლის­ში, ვარ­კე­თი­ლის მეტ­როს­თან, ჯა­ვა­ხე­თის ქუ­ჩა­ზე, სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­დნენ, რა დრო­საც მათ გა­და­მოწ­მე­ბის მიზ­ნით შალ­ვა აბუ­ლა­ძე შე­ა­ჩე­რეს. შალ­ვა აბუ­ლა­ძემ მო­უ­ლოდ­ნე­ლად პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მი­სა­მარ­თით ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ცე­ცხლი გახ­სნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. სრო­ლის შე­დე­გად ორი­ვე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი და­იჭ­რა. მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად ბექა მარ­გიშ­ვი­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა. ვა­ლე­რი­ან გრძე­ლიშ­ვილს სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა პირ­ველ კლი­ნი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში უტარ­დე­ბა. მიმ­დი­ნა­რე­ობს ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი შალ­ვა აბუ­ლა­ძის და­კა­ვე­ბის მიზ­ნით. გა­მო­ძი­ე­ბას ქა­ლაქ თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რა აწარ­მო­ებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ქაშუეთის ტაძარში ბექა მარგიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

ქაშუეთის ტაძარში ბექა მარგიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

ქაშუეთის ტაძარში მოკლული პოლიციელი ბექა მარგიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. როგორც "ინტეპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ბექა მარგიშვილის ცხედარი ტაძარში რამდენიმე წუთის წინ, საპატიო ყარაულმა მიასვენა.

დაღუპული პოლიციელის პატივსაცემად ეკლესიასთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან პოლიცია და სამხედრო მოსამსახურეები. გადაკეტილია რუსთაველის გამზირი. ქაშუეთში ელოდებიან ხელისუფლების წარმომადგენლებს. აქ უკვე იმყოფებოდა თბილისის მერი დავით ნარმანია, "თავისუფალი დემოკრატების" წევრები - ალექსი პეტრიაშვილი და ვიქტორ დოლიძე.

შსს-ს ისან-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი და დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელი ვალერიან გრძელიშვილი 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით შალვა აბულაძე შეაჩერეს. შალვა აბულაძემ მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება. მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები შალვა აბულაძის დაკავების მიზნით. გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია