Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რიჩარდ ნორლანდი - აშშ უერთდება ყველა ქართველს, რომელიც პატივს მიაგებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას
რიჩარდ ნორლანდი - აშშ უერთდება ყველა ქართველს, რომელიც პატივს მიაგებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი უერ­თდე­ბა ყვე­ლა ქარ­თველს, რო­მე­ლიც დღეს პა­ტივს მი­ა­გებს 9 აპ­რილს და­ღუ­პუ­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის ხსოვ­ნას , - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ელჩმა რი­ჩარდ ნორ­ლან­დმა გა­ნუ­ცხა­და, რო­მელ­მაც 1989 წლის 9 აპ­რილს და­ღუ­პულ­თა ხსოვ­ნის­თვის პა­ტი­ვის მი­სა­გე­ბად რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე მე­მო­რი­ა­ლი გვირ­გვი­ნით შე­ამ­კო. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გვახ­სოვ­დეს, რომ დე­მონ­სტრან­ტე­ბის მხრი­დან მსხვერ­პლი არ იყო ტყუ­ი­ლად გა­ღე­ბუ­ლი ვი­ნა­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო დღეს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქვე­ყა­ნაა.

"აშშ უერ­თდე­ბა ყვე­ლა ქარ­თველს, რო­მე­ლიც დღეს პა­ტივს მი­ა­გებს იმ მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის ხსოვ­ნას, რომ­ლებ­მაც თავი შეს­წი­რეს სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნას. ეს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ძალ­ზედ ტრა­გი­კუ­ლი დღე იყო. მე მა­შინ ვმუ­შა­ობ­დი მოს­კოვ­ში, აშშ-ის სა­ელ­ჩო­ში და კარ­გად მახ­სოვს ეს სამ­წუ­ხა­რო დღე. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გვახ­სოვ­დეს, რომ მათი მსხვერ­პლი არ იყო ტყუ­ი­ლად გა­ღე­ბუ­ლი – ისი­ნი შე­ე­წირ­ნენ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს იდე­ას, დღეს კი ჩვენ ვხე­დავთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, მტკი­ცე და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნაა. დღე­ვან­დე­ლი დღე აერ­თი­ა­ნებს ყვე­ლა ადა­მი­ანს და ის კი­დევ ერთხელ შეგ­ვახ­სე­ნებს თუ რა დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა ერ­თი­ა­ნო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის იდე­ის გარ­შე­მო", - გა­ნა­ცხა­და რი­ჩარდ ნორ­ლან­დმა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom

რიჩარდ ნორლანდი - აშშ უერთდება ყველა ქართველს, რომელიც პატივს მიაგებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას

რიჩარდ ნორლანდი - აშშ უერთდება ყველა ქართველს, რომელიც პატივს მიაგებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას

ამერიკის შეერთებული შტატები უერთდება ყველა ქართველს, რომელიც დღეს პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპული მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა განუცხადა, რომელმაც 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად რუსთაველის გამზირზე მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკო. მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ დემონსტრანტების მხრიდან მსხვერპლი არ იყო ტყუილად გაღებული ვინაიდან საქართველო დღეს დამოუკიდებელი ქვეყანაა.

"აშშ უერთდება ყველა ქართველს, რომელიც დღეს პატივს მიაგებს იმ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნას. ეს, რასაკვირველია, ძალზედ ტრაგიკული დღე იყო. მე მაშინ ვმუშაობდი მოსკოვში, აშშ-ის საელჩოში და კარგად მახსოვს ეს სამწუხარო დღე. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მათი მსხვერპლი არ იყო ტყუილად გაღებული – ისინი შეეწირნენ დამოუკიდებელი საქართველოს იდეას, დღეს კი ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო დამოუკიდებელი, მტკიცე და წარმატებული ქვეყანაა. დღევანდელი დღე აერთიანებს ყველა ადამიანს და ის კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება ერთიანობას საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის იდეის გარშემო", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია