ჭუბერთან, მდინარე ენგურმა ავარიის დროს, 2 წლის წინ დაკარგული ტყუპისცალი გოგონას ცხედარი გამორიყა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დადასტურებულია, რომ ცხედარი დაკარგული გოგონასია.
ავარია სვანეთში, კერძოდ სოფელ ჭუბერში 2013 წლის ივლისში მოხდა. რუსეთიდან დაბრუნებული ოჯახი ავტომობილით მგზავრობდა, რა დროსაც ავტომანქანა მდინარე ენგურში გადავარდა.
ოჯახის წევრებთან ერთად, ავტომობილში 24 წლის დები - თათია და ნათია სახოკიები ისხდნენ, რომლებიც რუსეთიდან ბაბუის დასაკრძალად ჩამოვიდნენ. სენაკში, ბაბუის დაკრძალვის შემდეგ, სვანეთში მიემგზავრებოდნენ, რა დროსაც ავარია მოხდა და ავტომობილი ენგურში გადავარდა.
იხილეთ ასევე: ენგურში დაკარგულები - რისთვის ჩამოვიდნენ ტყუპი გოგონები საქართველოში