"მთის ბულბულად" წოდებული თეონა ქუმსიაშვილის და მისი ოჯახის წევრების ტრაგიკულმა სიკვდილმა რამდენიმე წლის წინ მთელი საქართველო შეძრა: 2010 წლის 22 ივლისს თეონა და მისი ოჯახის წევრები მთიელთა დღესასწაულიდან, ათენგენობიდან ბრუნდებოდნენ. მუცოსთან ახლოს, სოფელ ხონეში, მანქანა მდინარეში გადავარდა. ამ ტრაგედიამ შვიდი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის იყვნენ თეონა და მისი ორი ჩვილი - ჯარჯი და დემეტრე. თეონას მეუღლემ, პოეტმა გელა დაიაურმა პირად ტრაგედიაზე წლების შემდეგ "ნანუკას შოუში" ისაუბრა...