მსოფლიო
კონფლიქტები
სამართალი

25

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:27-ზე, მთვარე ლომშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. სასურველია ეს დღე ნაცნობ გარემოში გაატაროთ. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
პოლიტიკა
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გრანდ ჰოტელის" საიდუმლოება - მისტიკური მკვლელობა თბილისში
"გრანდ ჰოტელის" საიდუმლოება - მისტიკური მკვლელობა თბილისში

"სიყ­ვა­რუ­ლის ქალღმერ­თი" - ასე უწო­დ­ებ­დნენ ნორ­ვე­გი­ელ მწე­რალს, პი­ა­ნი­სტს, მთარ­გმნელ­სა და Belle Epoque-ის ("მშვე­ნი­ე­რი ეპო­ქა" -1890-1914 წლე­ბის ევ­რო­პის ის­ტო­რი­ის აღმნიშ­ვნე­ლი პი­რო­ბი­თი ტერ­მი­ნი) მხატ­ვრე­ბი­სა და მწერ­ლე­ბის მუ­ზას, დაგ­ნი იულს, რომ­ლის სა­ხე­ლის ექომ XIX სა­უ­კუ­ნის ევ­რო­პას გა­და­უ­ა­რა და თბი­ლის­ში­ მი­წყდა, - დაგ­ნი 1901 წლის 5 ივ­ნისს სას­ტუმ­რო "გრანდ ჰო­ტელ­ში" მოკ­ლეს, ცხე­და­რი კი რა­ტომ­ღაც არა მშობ­ლი­ურ მი­წას, არა­მედ კუ­კი­ის სა­საფ­ლა­ოს მი­ა­ბა­რეს.

დაგ­ნი ნორ­ვე­გი­ის ერთ პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში,­ უმ­დიდ­რეს ოჯახ­ში და­ი­ბა­და, სა­ი­და­ნაც მშობ­ლებ­მა 1898 წელს ბერ­ლინ­ში მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად გაგ­ზავ­ნეს. აქ შეხ­ვდა ედ­ვარდ მუნკს -მსოფ­ლი­ო­ში სა­ხელ­გან­თქმულ მხატ­ვარს. მუნ­კი კაფე "შავ გოჭ­ში" იჯდა და სვამ­და, როცა კარი წი­თურ­თმი­ან­მა ქალ­მა შე­ა­ღო, იქა­უ­რო­ბა მო­ათ­ვა­ლი­ე­რა და პირ­და­პირ მის­კენ გას­წია. მა­გი­დას მი­უჯ­და, მუნ­კის ღვი­ნით სავ­სე ჭი­ქას ხელი დას­ტა­ცა და ერთი ამო­სუნ­თქვით გა­მო­ცა­ლა. ამ სა­ღა­მოს დაგ­ნი, რო­მელ­საც თავ­და­ვი­წყე­ბით უყ­ვარ­და სმა, დროს ტა­რე­ბა და ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­რი ჩაც­მა, "ბო­ჰე­მის­ დე­დოფ­ლად" და მხატ­ვრის მუ­ზად იქცა.

მას შემ­დეგ ქა­ლა­ქის წვი­მი­ან ქუ­ჩებ­ში ხში­რად ნა­ხუ­ლობ­დნენ გა­ლუმ­პულ დაგ­ნი­სა და ედ­ვარდს. ამ­ბო­ბენ, რომ დაგ­ნი მხატ­ვრის შავ­ბნელ ცხოვ­რე­ბა­ში ერ­თა­დერ­თი გა­მო­ნა­თე­ბა იყო. ამი­ტო­მაც გა­ბა­ტონ­და მის მის­ტი­კურ ტი­ლო­ებ­ზე დაგ­ნის მო­მა­ჯა­დო­ე­ბე­ლი სახე და შე­დევ­რე­ბა­დაც იქცა.

ბო­ჰე­მუ­რი ცხოვ­რე­ბის მოყ­ვა­რულ დაგ­ნის­ მხატ­ვა­რი ორ წე­ლი­წად­ში მოჰ­ბე­ზრდა. ამ­ჯე­რად მისი რჩე­უ­ლი შვე­დი მწე­რა­ლი,­ დრა­მა­ტურ­გი ავ­გუსტ სტრინ­დბე­რგი­ იყო. მას ქალ­მა თავ­გზა აუბ­ნია და მერე ცო­ლო­ბა­ზე­ უარი სტკი­ცა. უა­რის მი­ზე­ზი ცნო­ბი­ლი პო­ლო­ნე­ლი მწე­რა­ლი სტა­ნის­ლავ პში­ბი­შევ­სკი იყო, რო­მელ­მაც სტრინ­დბერ­გი გა­აც­ნო. ქა­ლით­ გა­გი­ჟე­ბა ამ­ჯე­რად პში­ბი­შევ­სკის გა­და­ე­დო­. დაგ­ნის ახა­ლი საყ­ვა­რე­ლი ხელ­მოკ­ლე, მაგ­რამ ტრა­დი­ცი­უ­ლი ოჯა­ხის შვი­ლი იყო (შვი­დი და-ძმა ჰყავ­და), თუმ­ცა, ტრა­დი­ცი­უ­ლო­ბას ხელი არ შე­უშ­ლია, დაგ­ნის გამო ოჯა­ხი მი­ე­ტო­ვე­ბი­ნა, 1892 წელს ცო­ლად შე­ერ­თო და მას­თან ერ­თად ბო­ჰემ­ურ ცხოვ­რე­ბა­ში გა­დაშ­ვე­ბუ­ლი­ყო - ცხოვ­რებ­აში, რომ­ლის ფსკე­რზე დაგ­ნის ყვე­ლა მამა­კაცი, ბო­ლოს და ბო­ლოს, მა­ინც ტო­ვებ­და. ასე მი­ა­ტო­ვა პში­ბი­შევ­სკი­მაც, თუმ­ცა, მა­ნამ­დე ისიც სრულ სიგი­ჟეს მი­ე­ცა -დაგ­ნის გამო ედ­ვარდ მუნ­კი გა­მო­იწ­ვია დუ­ელ­ში, ტყვია მარ­ჯვე­ნა ხელ­ში ეს­რო­ლა და დამ­ცი­ნა­ვად ჩა­უ­ქირ­ქი­ლა: "აბა, ახლა ხატე, თუ ბიჭი ხარ!". მხატ­ვარ­მა სა­მუ­და­მოდ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ხე­ლით ხატ­ვა მა­ინც გა­აგ­რძე­ლა, პში­ბი­შევ­სკიმ კი, რო­მელ­საც მოგ­ვი­ა­ნე­ბით დაგ­ნის­თან ორი შვი­ლი (ვაჟი და გო­გო­ნა) შე­ე­ძი­ნა, მე­გო­ბა­რი მწერ­ლის ცოლ­თან გა­ა­ბა­ რო­მა­ნი, - სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუ­თხე­დი ხომ ამ ეპო­ქის სიმ­ბო­ლო იყო!

შე­საძ­ლოა, სწო­რედ ამ უკა­ნას­კნე­ლი რო­მა­ნის გამო არ გა­მოჰ­ყვა მწე­რა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ცოლ­სა და 5 წლის ვა­ჟიშ­ვილს. არა­და, მის­მა ახალ­გაზ­რდა მე­გო­ბარ­მა, ვლა­დის­ლავ ემე­რიკ­მა, თბი­ლის­ში ცოლ-ქმა­რი ერ­თად და­პა­ტი­ჟა. პში­ბი­შევ­სკიმ ცოლი და­ა­ი­მე­და, შენ ვაჟი წა­იყ­ვა­ნე, მე კი გო­გო­ნას­თან ერ­თად მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩა­მო­ვა­ლო. დაგ­ნი ამ დროს 33 წლის იყო, ემე­რი­კი - 25-ის. ამ უკა­ნას­კნე­ლის მამა ჭი­ა­თუ­რის მარ­გა­ნე­ცი­სა და ბა­ქოს ნავ­თო­ბის სა­ბა­დო­ე­ბის მფლო­ბე­ლი იყო და მდი­და­რი მრეწ­ვე­ლის შვი­ლის­თვის თბი­ლი­სი რო­მან­ტი­კა­სა და ფუ­ფუ­ნე­ბას­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. თუმ­ცა, არ­სე­ბობ­და სხვა, კი­დევ უფრო ღრმა მი­ზე­ზიც, რო­მე­ლიც დაგ­ნის ქმარ­მაც იცო­და, - მას ხომ ხში­რად შე­უ­ნიშ­ნავს მისი ცო­ლის­კენ მი­მარ­თუ­ლი ახალ­გაზ­რდა მე­გობ­რის აღტა­ცე­ბუ­ლი მზე­რა!

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება წლიურ ჭრილში გაძვირდა, ხოლო კვარტალურად ფასები შემცირებულია

"გრანდ ჰოტელის" საიდუმლოება - მისტიკური მკვლელობა თბილისში

"გრანდ ჰოტელის" საიდუმლოება - მისტიკური მკვლელობა თბილისში

"სიყვარულის ქალღმერთი" - ასე უწო­დ­ებდნენ ნორვეგიელ მწერალს, პიანი­სტს, მთარგმნელსა და Belle Epoque-ის ("მშვენიერი ეპოქა" -1890-1914 წლების ევროპის ისტორიის აღმნიშვნელი პირობითი ტერმინი) მხატვრებისა და მწერლების მუზას, დაგნი იულს, რომლის სახელის ექომ XIX საუკუნის ევროპას გადაუარა და თბილისში­ მიწყდა, - დაგნი 1901 წლის 5 ივნისს სასტუმრო "გრანდ ჰოტელში" მოკლეს, ცხედარი კი რატომღაც არა მშობლიურ მიწას, არამედ კუკიის სასაფლაოს მიაბარეს.

დაგნი ნორვეგიის ერთ პატარა ქალაქში,­ უმდიდრეს ოჯახში დაიბადა, საიდანაც მშობლებმა 1898 წელს ბერლინში მუსიკალური განათლების მისაღებად გაგზავნეს. აქ შეხვდა ედვარდ მუნკს -მსოფლიოში სახელგანთქმულ მხატვარს. მუნკი კაფე "შავ გოჭში" იჯდა და სვამდა, როცა კარი წითურთმიანმა ქალმა შეაღო, იქაურობა მოათვალიერა და პირდაპირ მისკენ გასწია. მაგიდას მიუჯდა, მუნკის ღვინით სავსე ჭიქას ხელი დასტაცა და ერთი ამოსუნთქვით გამოცალა. ამ საღამოს დაგნი, რომელსაც თავდავიწყებით უყვარდა სმა, დროს ტარება და ექსტრავაგანტური ჩაცმა, "ბოჰემის­ დედოფლად" და მხატვრის მუზად იქცა.

მას შემდეგ ქალაქის წვიმიან ქუჩებში ხშირად ნახულობდნენ გალუმპულ დაგნისა და ედვარდს. ამბობენ, რომ დაგნი მხატვრის შავბნელ ცხოვრებაში ერთადერთი გამონათება იყო. ამიტომაც გაბატონდა მის მისტიკურ ტილოებზე დაგნის მომაჯადოებელი სახე და შედევრებადაც იქცა.

ბოჰემური ცხოვრების მოყვარულ დაგნის­ მხატვარი ორ წელიწადში მოჰბე­ზრდა. ამჯერად მისი რჩეული შვედი მწერალი,­ დრა­მატურგი ავგუსტ სტრინდბე­რგი­ იყო. მას ქალმა თავგზა აუბნია და მერე ცოლობაზე­ უარი სტკიცა. უარის მიზეზი ცნობილი პოლონელი მწერალი სტანისლავ პშიბიშევსკი იყო, რომელმაც სტრინდბერგი გააცნო. ქალით­ გაგიჟება ამჯერად პშიბიშევსკის გადაედო­. დაგნის ახალი საყვარელი ხელმოკლე, მაგრამ ტრადიციული ოჯახის შვილი იყო (შვიდი და-ძმა ჰყავდა), თუმცა, ტრადიციულობას ხელი არ შეუშლია, დაგნის გამო ოჯახი მიეტოვებინა, 1892 წელს ცოლად შეერთო და მასთან ერთად ბოჰემ­ურ ცხოვრებაში გადაშვებულიყო - ცხოვრებ­აში, რომლის ფსკე­რზე დაგნის ყველა მამა­კაცი, ბოლოს და ბოლოს, მაინც ტოვებდა. ასე მიატოვა პშიბი­შევსკიმაც, თუმცა, მანამდე ისიც სრულ სიგი­ჟეს მიეცა -დაგნის გამო ედვარდ მუნკი გამოიწვია დუელში, ტყვია მარჯვენა ხელში ესროლა და დამცინავად ჩაუქირქილა: "აბა, ახლა ხატე, თუ ბიჭი ხარ!". მხატვარმა სამუდამოდ დაზიანებული ხელით ხატვა მაინც გააგრძელა, პშიბიშევსკიმ კი, რომელსაც მოგვიანებით დაგნისთან ორი შვილი (ვაჟი და გოგონა) შეეძინა, მეგობარი მწერლის ცოლთან გააბა­ რომანი, - სასიყვარულო სამკუთხედი ხომ ამ ეპოქის სიმბოლო იყო!

შესაძლოა, სწორედ ამ უკანასკნელი რომანის გამო არ გამოჰყვა მწერალი საქართველოში ცოლსა და 5 წლის ვაჟიშვილს. არადა, მისმა ახალგაზრდა მეგობარმა, ვლადისლავ ემერიკმა, თბილისში ცოლ-ქმარი ერთად დაპატიჟა. პშიბიშევსკიმ ცოლი დააიმედა, შენ ვაჟი წაიყვანე, მე კი გოგონასთან ერთად მოგვიანებით ჩამოვალო. დაგნი ამ დროს 33 წლის იყო, ემერიკი - 25-ის. ამ უკანასკნელის მამა ჭიათურის მარგანეცისა და ბაქოს ნავთობის საბადოების მფლობელი იყო და მდიდარი მრეწველის შვილისთვის თბილისი რომანტიკასა და ფუფუნებასთან იყო დაკავშირებული. თუმცა, არსებობდა სხვა, კიდევ უფრო ღრმა მიზეზიც, რომელიც დაგნის ქმარმაც იცოდა, - მას ხომ ხშირად შეუნიშნავს მისი ცოლისკენ მიმართული ახალგაზრდა მეგობრის აღტა­ცებული მზერა!

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ