პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველას ბიზნესის ისეთი ნიჭი აღმოაჩნდა, რომ "ბრისტოლზე" ნაკლებს აღარაფერს კადრულობენ" - პაატა ქურდაძე უდესიანსა და ყოფილ ჩინოვნიკებზე
"ყველას ბიზნესის ისეთი ნიჭი აღმოაჩნდა, რომ "ბრისტოლზე" ნაკლებს აღარაფერს კადრულობენ" - პაატა ქურდაძე უდესიანსა და ყოფილ ჩინოვნიკებზე

საფ­რან­გეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი მწე­რა­ლი და დო­კუ­მენ­ტა­ლის­ტი პა­ა­ტა ქურ­და­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გია უდე­სი­ან­თან "რუს­თა­ვი 2"-ის მიერ პა­რიზ­ში ჩა­წე­რილ ინ­ტერ­ვი­უს ეხ­მა­უ­რე­ბა:

"დღეს დი­ლით უჩ­ვე­უ­ლოდ ადრე გა­მეღ­ვი­ძა. სა­ნამ ავ­დგე­ბო­დი, ლეპ­ტოპ­ში "რუს­თა­ვი 2"-ის უდე­სი­ან­თან პა­რიზ­ში ჩა­წე­რილ ინ­ტერ­ვი­უს ვუ­ყუ­რე - სას­ტუმ­რო "ბრის­ტოლ­ში". უბ­რა­ლოდ აქა­უ­რი ვარ და ვი­ცა­ნი, თო­რემ "რუს­თავ­მა" ისე გა­მო­ა­ცხა­და უდე­სი­ა­ნი პა­რიზ­ში ცხოვ­რობ­სო, კაცი იფიქ­რებ­და, რომ ბრის­ტო­ლი სენტ-ონო­რეს ქუ­ჩა­ზე კია არა კუს ტბა­ზეა. ვი­წე­ქი და ვფიქ­რობ­დი, უკვე მე­რამ­დე­ნედ, ნეტა რო­გორ ხდე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყო­ფი­ლი ფუნ­ქცი­ო­ნე­რებს (კე­ზე­რაშ­ვი­ლის არ იყოს) და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბულ "დრუ­ჟე­ნი­კებს", ყვე­ლას ბიზ­ნე­სის ისე­თი ნიჭი აღ­მო­აჩ­ნდა, რომ ბრის­ტოლ­ზე ნაკ­ლებს აღა­რა­ფერს კად­რუ­ლო­ბენ-მეთ­ქი... ახ­ლა­ვე აგიხ­სნით ბრის­ტო­ლი რა სას­ტუმ­როა - "ბრის­ტო­ლი" ის სას­ტუმ­როა (პა­ლა­სი) რო­მელ­საც დიდი როკ ვარ­სკვლა­ვე­ბი სტუმ­რო­ბენ ხოლ­მე ხში­რად... მე სულ ორ­ჯერ თუ სამ­ჯერ ვარ ნამ­ყო­ფი. ერთხელ სტინ­გი და­მემ­გზავ­რა ლიფ­ტში (ჩა­წე­რა­ზე ვი­ყა­ვი მი­სუ­ლი მი­რეი მა­ტი­ეს­თან, თო­რემ ისე იქ რა მინ­დო­და).. არა, არც სტინგს ვერ­ჩი რა­მეს და არც უდე­სი­ანს.. უბ­რა­ლოდ სტინ­გი რა­ღაც უფრო ბუ­ნებ­რი­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და ინოქ­სის ლიფ­ტში...

მოკ­ლედ ასეთ რა­ღა­ცე­ებ­ზე რომ ვფიქ­რობ­დი, სწო­რედ ამ დროს, ჩემ­მა გაბ­რი­ელ­მა,რო­მე­ლიც მონ­მარტზე, აბეს­ზე ერთი ციც­ქნა ოთხში ცხოვ­რობს და ბედ­ნი­ე­რია და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მის­თვის სრუ­ლი­ად ახა­ლი შეგ­რძნე­ბით, "ფე­ის­ბუკ­ზე" პა­ტა­რა ტექ­სტი დადო - ან­ტუ­ან სენტ ეკ­ზუ­პე­რის ცნო­ბი­ლი ლოც­ვა.. არ ვიცი, რამ გა­ახ­სე­ნა ეკ­ზუ­პე­რი ამ დი­ლა­უ­თე­ნია, ლექ­ცი­ებ­ზე წას­ვლის წინ... მაგ­რამ დი­ლის ლოც­ვა­სა­ვით კი გა­მო­უ­ვი­და... მარ­ტო თა­ვის­თვის კი არა, ჩემ­თვი­საც, უდე­სი­ა­ნის­თი­საც და თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ რუს­თა­ვი ორის­თვი­საც...

მთლი­ა­ნად ვერ გა­დავ­თარ­გმნი ასე უცებ, მაგ­რამ აი ბოლო სამი სტრი­ქო­ნი:

...(უფა­ლო!) მაქ­ციე ადა­მი­ა­ნად. რო­მელ­საც შე­უძ­ლია, ბო­ლომ­დე და­ცე­მულთ შე­უ­ერ­თდეს... მო­მე­ცი არა ის, რაც მსურს, არა­მედ რაც მჭირ­დე­ბა, მას­წავ­ლე პა­ტა­რა ნა­ბი­ჯე­ბით სი­ა­რუ­ლის ხე­ლოვ­ნე­ბა!..."

რა­ღაც პა­თე­ტი­კუ­რად კი გა­მო­მი­ვი­და, მაგ­რამ მარ­თლა ასე­თი დილა მქონ­და- უდე­სი­ან­თან, გაბ­რი­ელ­თან და სენტ ეკ­ზუ­პე­რის­თან ერ­თად...".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ყველას ბიზნესის ისეთი ნიჭი აღმოაჩნდა, რომ "ბრისტოლზე" ნაკლებს აღარაფერს კადრულობენ" - პაატა ქურდაძე უდესიანსა და ყოფილ ჩინოვნიკებზე

"ყველას ბიზნესის ისეთი ნიჭი აღმოაჩნდა, რომ "ბრისტოლზე" ნაკლებს აღარაფერს კადრულობენ" - პაატა ქურდაძე უდესიანსა და ყოფილ ჩინოვნიკებზე

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი მწერალი და დოკუმენტალისტი პაატა ქურდაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე გია უდესიანთან "რუსთავი 2"-ის მიერ პარიზში ჩაწერილ ინტერვიუს ეხმაურება:

"დღეს დილით უჩვეულოდ ადრე გამეღვიძა. სანამ ავდგებოდი, ლეპტოპში "რუსთავი 2"-ის უდესიანთან პარიზში ჩაწერილ ინტერვიუს ვუყურე - სასტუმრო "ბრისტოლში". უბრალოდ აქაური ვარ და ვიცანი, თორემ "რუსთავმა" ისე გამოაცხადა უდესიანი პარიზში ცხოვრობსო, კაცი იფიქრებდა, რომ ბრისტოლი სენტ-ონორეს ქუჩაზე კია არა კუს ტბაზეა. ვიწექი და ვფიქრობდი, უკვე მერამდენედ, ნეტა როგორ ხდება, რომ საქართველოში ხელისუფლების ყოფილი ფუნქციონერებს (კეზერაშვილის არ იყოს) და მათთან დაკავშირებულ "დრუჟენიკებს", ყველას ბიზნესის ისეთი ნიჭი აღმოაჩნდა, რომ ბრისტოლზე ნაკლებს აღარაფერს კადრულობენ-მეთქი... ახლავე აგიხსნით ბრისტოლი რა სასტუმროა - "ბრისტოლი" ის სასტუმროა (პალასი) რომელსაც დიდი როკ ვარსკვლავები სტუმრობენ ხოლმე ხშირად... მე სულ ორჯერ თუ სამჯერ ვარ ნამყოფი. ერთხელ სტინგი დამემგზავრა ლიფტში (ჩაწერაზე ვიყავი მისული მირეი მატიესთან, თორემ ისე იქ რა მინდოდა).. არა, არც სტინგს ვერჩი რამეს და არც უდესიანს.. უბრალოდ სტინგი რაღაც უფრო ბუნებრივად გამოიყურებოდა ინოქსის ლიფტში...

მოკლედ ასეთ რაღაცეებზე რომ ვფიქრობდი, სწორედ ამ დროს, ჩემმა გაბრიელმა,რომელიც მონმარტზე, აბესზე ერთი ციცქნა ოთხში ცხოვრობს და ბედნიერია დამოუკიდებლობის მისთვის სრულიად ახალი შეგრძნებით, "ფეისბუკზე" პატარა ტექსტი დადო - ანტუან სენტ ეკზუპერის ცნობილი ლოცვა.. არ ვიცი, რამ გაახსენა ეკზუპერი ამ დილაუთენია, ლექციებზე წასვლის წინ... მაგრამ დილის ლოცვასავით კი გამოუვიდა... მარტო თავისთვის კი არა, ჩემთვისაც, უდესიანისთისაც და თქვენ წარმოიდგინეთ რუსთავი ორისთვისაც...

მთლიანად ვერ გადავთარგმნი ასე უცებ, მაგრამ აი ბოლო სამი სტრიქონი:

...(უფალო!) მაქციე ადამიანად. რომელსაც შეუძლია, ბოლომდე დაცემულთ შეუერთდეს... მომეცი არა ის, რაც მსურს, არამედ რაც მჭირდება, მასწავლე პატარა ნაბიჯებით სიარულის ხელოვნება!..."

რაღაც პათეტიკურად კი გამომივიდა, მაგრამ მართლა ასეთი დილა მქონდა- უდესიანთან, გაბრიელთან და სენტ ეკზუპერისთან ერთად...".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს