პოლიტიკა

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ნარმანია - "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაუქმების შემთხვევაში მუნიციპალიტეტს მინიმუმ 25 მილიონის გადახდა მოუწევს
დავით ნარმანია - "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაუქმების შემთხვევაში მუნიციპალიტეტს მინიმუმ 25 მილიონის გადახდა მოუწევს

კომ­პა­ნია "სითი პარკთან" ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­უქ­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს მი­ნი­მუმ 25 მი­ლი­ო­ნის გა­დახ­და მო­უ­წევს, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ დღეს თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც 8 თვის მუ­შა­ო­ბის ან­გა­რი­შით წარ­სდგა.

და­ვით ნარ­მა­ნია ამ წუ­თებ­ში თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტე­ბის შე­კი­თხვებს პა­სუ­ხობს. დე­პუ­ტა­ტე­ბის ერთ-ერთი კი­თხვა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო კომ­პა­ნია "სითი პარკთან", კერ­ძოდ, ამ კომ­პა­ნი­ას­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­უქ­მე­ბის სა­კი­თხთან.

რო­გორც და­ვით ნარ­მა­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, კომ­პა­ნი­ა­ში დას­რულ­და ფი­ნან­სუ­რი ანა­ლი­ზი, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­დახ­რი­ლია ერთი კომ­პა­ნი­ის მხა­რეს. ნარ­მა­ნი­ას­თვის გა­ურ­კვე­ვე­ლია, რა­ტომ შე­უქ­მნეს თა­ვის დრო­ზე ამ კომ­პა­ნი­ას ასე­თი სა­სათ­ბუ­რე პი­რო­ბე­ბი. "ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა რომ მოვ­შა­ლოთ, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს მი­ნი­მუმ 25 მი­ლი­ო­ნის გა­დახ­და მო­უ­წევს", - აღ­ნიშ­ნა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, კომ­პა­ნი­ის მი­მართ მათი მხრი­დან კვლავ რჩე­ბა რამ­დე­ნი­მე პი­რო­ბა. ერთ-ერთი არის ის, რომ არას­წო­რად პარ­კი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში პირ­თა და­ჯა­რი­მე­ბა მოხ­დეს ად­გილ­ზე და არ მოხ­დეს ავ­ტო­მან­ქა­ნის გა­დაყ­ვა­ნა სად­გომ­ზე. ასე­ვე, აღ­დგეს შე­მო­სავ­ლე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბის სქე­მა, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გა­უქ­მდა და თბი­ლი­სის მე­რი­ამ კომ­პა­ნი­ი­დან ეს შე­მო­სავ­ლე­ბი და­კარ­გა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

დავით ნარმანია - "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაუქმების შემთხვევაში მუნიციპალიტეტს მინიმუმ 25 მილიონის გადახდა მოუწევს

დავით ნარმანია - "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაუქმების შემთხვევაში მუნიციპალიტეტს მინიმუმ 25 მილიონის გადახდა მოუწევს

კომპანია "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაუქმების შემთხვევაში თბილისის მუნიციპალიტეტს მინიმუმ 25 მილიონის გადახდა მოუწევს, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს თბილისის საკრებულოში სხდომაზე განაცხადა, სადაც 8 თვის მუშაობის ანგარიშით წარსდგა.

დავით ნარმანია ამ წუთებში თბილისის საკრებულოს დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. დეპუტატების ერთ-ერთი კითხვა დაკავშირებული იყო კომპანია "სითი პარკთან", კერძოდ, ამ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმების საკითხთან.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, კომპანიაში დასრულდა ფინანსური ანალიზი, ხელშეკრულება გადახრილია ერთი კომპანიის მხარეს. ნარმანიასთვის გაურკვეველია, რატომ შეუქმნეს თავის დროზე ამ კომპანიას ასეთი სასათბურე პირობები. "ხელშეკრულება რომ მოვშალოთ, მუნიციპალიტეტს მინიმუმ 25 მილიონის გადახდა მოუწევს", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, კომპანიის მიმართ მათი მხრიდან კვლავ რჩება რამდენიმე პირობა. ერთ-ერთი არის ის, რომ არასწორად პარკირების შემთხვევაში პირთა დაჯარიმება მოხდეს ადგილზე და არ მოხდეს ავტომანქანის გადაყვანა სადგომზე. ასევე, აღდგეს შემოსავლების განაწილების სქემა, რომელიც თავის დროზე თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით გაუქმდა და თბილისის მერიამ კომპანიიდან ეს შემოსავლები დაკარგა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია