შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები კვლავ ინტენსიურად მიმდინარეობს. Ambebi.ge-მ პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული აბულაძის შესახებ, პირადი საქმის მიხედვით, ზოგიერთი საინტერესო ცნობა მოიპოვა.
აბულაძე შალვა ფრონდოზის ძე, 1977 წლის 29 ნოემბერს დაიბადა.
გასამართლებულ იქნა 2007 წლის 16 ივლისს ბორჯომის რაიონული სასამართლოს მიერ და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით.
ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 25 მარტის დადგენილებით, "ამნისტიის შესახებ" საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის II მუხლის I ნაწილის შესაბამისად შეუმცირდა სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 19 წლისა და 06 თვის ვადით. სულ მოაკლდა 06 თვე.
(260 მუხლის I ნაწილით განსაზღვრული სასჯელი 01 წელი გაუნახევრდა და განესაზღვრა 06 თვე, განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი).
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 ნოემბრის დადგენილებით, "ამნისტიის შესახებ" საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონის თანახმად შეუმცირდა სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა15 წლის, 11 თვისა და 07 დღის ვადით. სულ მოაკლდა 03 წელი, 06 თვე და 23 დღე.
(გაუნახევრდა 260 მუხლის I ნაწილით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი).
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით "ამნისტიის შესახებ" 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლის, 05 თვისა და 07 დღის ვადით. სულ მოაკლდა 01 წელი და 06 თვე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 07 მარტის განჩინებით შეუმცირდა სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 წლის ვადით. სულ მოაკლდა 06 წელი, 05 თვე და 07 დღე.
(ცვლილება შევიდა 31.01.2013 წ. განჩინებაში და შ. აბულაძე "ამნისტიის შესახებ" 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად გათავისუფლდა 236 I და II ნაწილებით დანიშნული სასჯელებისაგან, მე-8 მუხლის თანახმად გათავისუფლდა 260 მუხლის I ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან, მე-7 მუხლის თანახმად კი 19-109 მუხლით დანიშნული სასჯელი 16 წელი გაუნახევრდა).
2013 წლის 23 ნოემბერს, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის N05/13/კ-425 გადაწყვეტილებით, გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისაგან პირობით ვადამდე 08 თვით და 12 დღით ადრე.
AMBEBI.GE