მინდია ჯანელიძე ადასტურებს, რომ ირაკლი ალასანიას საფრანგეთში "პროცედურების გასარკვევად" დაურეკა

მინდია ჯანელიძე ადასტურებს, რომ ირაკლი ალასანიას საფრანგეთში "პროცედურების გასარკვევად" დაურეკა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, მინდია ჯანელიძის თქმით, საფრანგეთში ვიზიტისას მან ნამდვილად დაურეკა მაშინდელ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას.

"რაც შეეხება იმას, დავურეკე თუ არა თავდაცვის მინისტრს, კი, დავურეკე. იყო განცხადება იმის თაობაზე, თითქოს მე შევცვალე ჩემი პოზიცია. არსად არ მითქვამს, რომ არ დამირეკავს. დავურეკე, რომ გარკვეულიყო რაღაც პროცედურები. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოეწერა, არანაირად არ ითვალისწინებდა ხელშეკრულების გაფორმებას. რაც შეეხება იმას, რომ მემორანდუმს ვადა ამოეწურა, ხელშეკრულება კი გაფორმებული არ არის, ამაზე მოდით, ნდობის ჯგუფში ვილაპარაკოთ. მემორანდუმი თავისთავად არ ითვალისწინებდა ხელშეკრულების გაფორმებას", - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

რაც შეეხება იმას, დაარღვია თუ არა ირაკლი ალასანიამ რაიმე საიდუმლო საკითხზე საუბრით რაიმე კანონი, მინდია ჯანელიძე აცხადებს, რომ ის არ არის პროკურორი და სამართლებრივ შეფასებას ვერ გააკეთებს. ამ შემთხვევაში არც სხვა ქვეყნის მაგალითები გამოდგება, ვინაიდან ყველა ქვეყანას თავისი კანონმდებლობა აქვს.

"არსად მითქვამს, რომ კანონი დაარღვია და დანაშაული ჩაიდინა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ დაარღვიო კანონი, შეიძლება ზიანი მიაყენო ქვეყნის ინტერესებს და ჩემი რჩევა იქნება ამ ფორმატში ნაკლებად ვისაუბროთ ამ საკითხზე", - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

თავდაცვის მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ თავდაცვითუნარიანობის ამაღლების საკითხზე, რომელიც საფრანგეთში ირაკლი ალასანიას ვიზიტის ფარგლებში იყო განხილული, პარლამენტში ნდობის ჯგუფის ფორმატში ისაუბრეს და არა - კომიტეტის სხდომაზე.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."