პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აღდგომა დასავლურ საზოგადოებასა და პოპ-კულტურაში: რელიგია, როგორც კომერცია
აღდგომა დასავლურ საზოგადოებასა და პოპ-კულტურაში: რელიგია, როგორც კომერცია

სა­ქარ­თვე­ლო­ში აღ­დგო­მა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლია, რო­მელ­საც წინ უძღვის მარ­ხვა, სა­ეკ­ლე­სიო მზა­დე­ბა, ზი­ა­რე­ბა, ვნე­ბის კვი­რა და ა.შ. ჩვენ­თან და ძი­რი­თა­დად აღ­მო­სავ­ლურ კულ­ტუ­რებ­ში აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულს ასე აღ­ვნიშ­ნავთ: კვერ­ცხე­ბი იღე­ბე­ბა წით­ლად, მე­ო­რე დღეს ოჯა­ხე­ბი გა­დი­ან გარ­დაც­ვლი­ლი ახ­ლობ­ლე­ბის საფ­ლა­ვებ­ზე...

Ambebi.ge-ს ამ სტა­ტი­ა­ში შე­ვეც­დე­ბით, მი­მო­ვი­ხი­ლოთ აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლი და­სავ­ლურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, პოპ-კულ­ტუ­რა­ში, ძი­რი­თა­დად კი თე­ატ­რში, მუ­სი­კა­ში, კი­ნო­სა და მულ­ტიპ­ლი­კა­ცი­ა­ში, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ხში­რად პრო­დუქ­ტის შექ­მნი­სას ავ­ტო­რე­ბი რე­ლი­გი­ურ ფაქ­ტორ­ზე წინ კო­მერ­ცი­ულ ინ­ტე­რე­სებს აყე­ნე­ბენ...

ამე­რი­კა­ში და და­სავ­ლურ ქვეყ­ნებ­ში აღ­დგო­მა, რე­ლი­გი­უ­რის გარ­და, სა­ყო­ველ­თაო მხი­ა­რუ­ლე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი­ცაა, რო­მელ­საც ბავ­შვე­ბი შო­ბის მსგავ­სად ელი­ან. თუ ჩვენ გვაქვს წი­თე­ლი კვერ­ცხი და პას­კა, ამე­რი­კა­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, კა­ნა­და­ში, ახალ ზე­ლან­დი­ა­სა და ავ­სტრა­ლი­ა­ში აღ­დგო­მის აღმნიშ­ვნე­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ფე­რა­დი, ორ­ნა­მენ­ტე­ბით და ნა­ხა­ტე­ბით გა­ფორ­მე­ბუ­ლი კვერ­ცხი და სა­აღ­დგო­მო კურ­დღე­ლი. სა­აღ­დგო­მო კურ­დღე­ლი სან­ტა კლა­უ­სის მას­შტა­ბის ფი­გუ­რაა, რო­მელ­საც იმ ბავ­შვე­ბის­თვის, ვინც კარ­გად იქ­ცე­ოდ­ნენ, სა­აღ­დგო­მო კვერ­ცხე­ბი და ტკბი­ლე­უ­ლი მო­აქვს. მშობ­ლე­ბი შვი­ლებს სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებ­ში უმა­ლა­ვენ სა­აღ­დგო­მო კვერ­ცხებს და აძ­ლე­ვენ მი­ნიშ­ნე­ბას, თუ სად შე­იძ­ლე­ბო­და და­ე­ტო­ვე­ბი­ნა სა­აღ­დგო­მო კურ­დღელს სა­ჩუქ­რე­ბი.

იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ზო­გა­დად დღე­სას­წა­უ­ლე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი რე­ლი­გი­უ­რი ხა­სი­ა­თის მქო­ნე დღე­სას­წა­უ­ლე­ბის კო­მერ­ცი­ა­ლი­ზა­ცია მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით წარ­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, ხში­რია მა­გა­ლი­თე­ბი, რო­დეს­დაც პოპ კულ­ტუ­რა­ში თავს იჩენს აღ­დგო­მის მო­ტი­ვებ­ზე შექ­მნი­ლი ფილ­მე­ბი. ამ მხრივ კი­ნე­მა­ტოგ­რაფ­ში არ­სე­ბობს რო­გორც ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის­თვის, ისე და­სავ­ლუ­რის­თვის ახ­ლო­ბე­ლი პრო­დუქ­ცია. პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ეს არის ახა­ლი აღ­თქმის ადაპ­ტა­ცი­ე­ბი, მე­ო­რე­ში კი სა­ო­ჯა­ხო ფილ­მე­ბი, სა­დაც მოქ­მე­დე­ბა აღ­დგო­მის კვი­რას მიმ­დი­ნა­რე­ობს, ან ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მე­ბი, რომ­ლებ­შიც მთა­ვარ მოქ­მე­დი გმი­რად სა­აღ­დგო­მო კუ­დღე­ლი გვევ­ლი­ნე­ბა.

მა­გა­ლი­თად ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მი "ჰოპ" გვიყ­ვე­ბა ის­ტო­რი­ას სა­აღ­დგო­მო კურ­დღლის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ ემ­ზა­დე­ბა ის ყო­ველ­წლი­უ­რად დღე­სას­წა­უ­ლის­თვის, რო­გო­რია პრო­ლე­ტა­რი­ა­ტის ყოფა კურ­დღლე­ბის ნო­მენკლა­ტუ­რა­ში და რო­გორ უნდა ამ რუ­ტი­ნის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა ახალ­გაზ­რდა ბოც­ვერს. ამის სა­პი­რის­პი­როდ, მულ­ტფილმში "მცვე­ლე­ბის აღ­ზე­ვე­ბა" სა­აღ­დგო­მო კურ­დღე­ლი უკვე მებ­რძო­ლი გმი­რია, რო­მე­ლიც დე­და­მი­წას ბო­რო­ტე­ბის­გან იცავს. ერთი სი­ტყვით, ხდე­ბა მხი­ა­რუ­ლი აღ­დგო­მის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, რო­მელ­საც რე­ლი­გი­უ­რი მო­ტი­ვე­ბი უკა­ნა პლან­ზე გა­და­აქვს და წინ გა­სარ­თობ მე­დი­უმს აყე­ნებს.

ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი სივ­რცის­თვის უფრო ახ­ლოს დგას ფილ­მე­ბი კონ­კრე­ტუ­ლად აღ­დგო­მის, რო­გორც ბიბ­ლი­უ­რი ის­ტო­რი­ის ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ. 90-ია­ნებ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო ფრან­კო ძე­ფი­რე­ლის 8 სა­ა­თი­ა­ნი სა­ტე­ლე­ვი­ზიო მინი სე­რი­ა­ლი "იესო ნა­ზა­რე­ვე­ლი", რო­მე­ლიც კა­ნო­ნი­კუ­რი ტექ­სტის კვალ­დაკ­ვალ ყვე­ბო­და ქრის­ტეს ის­ტო­რი­ას მისი შო­ბი­დან ჯვარ­ცმამ­დე და აღ­დგო­მამ­დე. ასე­თი სა­ხის სუ­რა­თე­ბი რე­ლი­გი­ურ გრძნო­ბებს მა­ა­მებ­ლუ­რად ეფი­ნე­ბა და თით­ქოს ფაქ­ტობ­რივ მა­სა­ლას აძ­ლევს მორ­წმუ­ნეს სა­კუ­თა­რი აღმსა­რებ­ლო­ბის შე­სა­ხებ.

ყვე­ლა­ზე სკან­და­ლუ­რი და გან­ხილ­ვა­დი ფილ­მი აღ­დგო­მის და ზო­გა­დად, ბიბ­ლი­უ­რი თე­მა­ტი­კის შე­სა­ხებ მარ­ტინ სკორ­სე­ზეს "ქრის­ტეს უკა­ნას­კნე­ლი ცდუ­ნე­ბა" აღ­მოჩ­ნდა. მას­ში არის სიზ­მრის სცე­ნა, რო­მელ­შიც ქრის­ტეს ჯვარ­ზე გაკ­ვრას პა­ტა­რა გო­გო­ნა (რო­მე­ლიც სა­ბო­ლო­ოდ ეშ­მა­კი აღ­მოჩ­ნდე­ბა) გა­და­ა­ფიქ­რე­ბი­ნებს. მას აც­დუ­ნებს "ადა­მი­ა­ნუ­რი" ცხოვ­რე­ბა. ნა­ზა­რე­ვე­ლი ცო­ლად მო­იყ­ვანს მა­რია მაგ­და­ლი­ნელს, რო­მელ­თა­ნაც ქმნის ოჯახს. შემ­დეგ მაგ­და­ლი­ნე­ლი კვდე­ბა, იესო ახალ ცოლს ირ­თავს, მო­წა­ფე­ე­ბი მი­ა­ტო­ვე­ბენ და სა­ბო­ლო­ოდ, მო­ხუ­ცე­ბუ­ლი, სა­წოლ­ში სი­ბე­რის­გან სიკ­ვდი­ლის პი­რას მყო­ფი, იუ­დას დახ­მა­რე­ბით გა­ა­ნა­ლი­ზებს, რა­ტომ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი მისი ჯვარ­ცმა. ეს არის ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა კი­ნე­მა­ტოგ­რაფ­ში და ზო­გა­დად, პოპ კულ­ტუ­რულ მე­დი­უმ­ში, რო­დე­საც ქრის­ტეს სიკ­ვდი­ლი არა რო­გორც ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა, არა­მედ რო­გორც ტრი­უმ­ფი, ისეა აღ­წე­რი­ლი.

ცხა­დია, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია თე­მის მი­მო­ხილ­ვა როკ ოპე­რის, "იესო ქრის­ტე სუ­პერ­ვარ­სკვლა­ვის" გა­რე­შე, რო­მე­ლიც სა­ხა­რე­ბის სი­უ­ჟეტს ეფუძ­ნე­ბა, თუმ­ცა ძი­რი­თა­დად იე­სო­სა და იუდა ის­კა­რი­ო­ტე­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზეა. როკ ოპე­რა ენ­დრიუ ლოიდ უე­ბე­რის მუ­სი­კი­სა და ტიმ რა­ი­სის ტექ­სტე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბაა და მან მსოფ­ლიო აღი­ა­რე­ბა არა მხო­ლოდ ეკ­რან­ზე, არა­მედ მსოფ­ლი­ოს უამ­რა­ვი თე­ატ­რის სცე­ნა­ზეც მო­ი­პო­ვა. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ 70-იანი 80-იანი წლე­ბის ამ უკ­ვდავ ნა­მუ­შე­ვარს უარი უთხრა საბ­ჭო­თა კავ­შირ­მა, სა­დაც არა­თუ ჩვე­ნე­ბა, მისი ხსე­ნე­ბაც კი აკ­რძა­ლუ­ლი იყო.

დიდი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გა­მო­იწ­ვია 2004 წელს მელ გიბ­სო­ნის ფილმმა "ქრის­ტეს ვნე­ბა­ნი", რო­მე­ლიც არ­მა­ი­ა­ნულ, ლა­თი­ნურ და ივ­რით­ზე იყო მთლი­ა­ნად გა­და­ღე­ბუ­ლი და მხო­ლოდ სუბტიტ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­ეძ­ლო მა­ყუ­რე­ბელს დი­ა­ლო­გე­ბის ამო­კი­თხვა. მა­ყუ­რებ­ლის დიდი ნა­წი­ლის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია იმან, რომ ფილ­მი ქრის­ტეს ცხოვ­რე­ბის უკა­ნას­კნე­ლი 12 სა­ა­თის შე­სა­ხებ ყვე­ბო­და, ანუ კონ­კრე­ტუ­ლად მისი გა­ყიდ­ვის, წა­მე­ბის და ჯვარ­ცმის ირ­გვლივ ავი­თა­რებ­და ის­ტო­რი­ას. მას­ში არ იყო არც წყლის ღვი­ნოდ ქცე­ვა, არც სნე­უ­ლე­ბის გან­კურ­ნე­ბა, არც ცად ამაღ­ლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მრევ­ლის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი გახ­და ისე­თი მა­ცხოვ­რის ხილ­ვა, რო­მელ­საც მხო­ლოდ აწა­მებ­დნენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ფილ­მის შე­მო­სა­ვალ­მა 611,899,420 აშშ დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა და "ქრის­ტეს ვნე­ბა­ნი" გახ­და ყვე­ლა­ზე მა­ღალ­შე­მო­სავ­ლი­ა­ნი ფილ­მი იმ ფილმთა კა­ტე­გო­რი­ა­ში, რომ­ლის ყუ­რე­ბა მხო­ლოდ 18 წლის ზე­მოთ პირ­თათ­ვის არის დაშ­ვე­ბუ­ლი.

სან­დრო ტუ­ღუ­ში

AMBEBI.GE

აღდგომა დასავლურ საზოგადოებასა და პოპ-კულტურაში: რელიგია, როგორც კომერცია

აღდგომა დასავლურ საზოგადოებასა და პოპ-კულტურაში: რელიგია, როგორც კომერცია

საქართველოში აღდგომა უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელსაც წინ უძღვის მარხვა, საეკლესიო მზადება, ზიარება, ვნების კვირა და ა.შ. ჩვენთან და ძირითადად აღმოსავლურ კულტურებში აღდგომის დღესასწაულს ასე აღვნიშნავთ: კვერცხები იღებება წითლად, მეორე დღეს ოჯახები გადიან გარდაცვლილი ახლობლების საფლავებზე...

Ambebi.ge-ს ამ სტატიაში შევეცდებით, მიმოვიხილოთ აღდგომის დღესასწაული დასავლურ საზოგადოებაში, პოპ-კულტურაში, ძირითადად კი თეატრში, მუსიკაში, კინოსა და მულტიპლიკაციაში, სადაც შეიძლება ითქვას, რომ ხშირად პროდუქტის შექმნისას ავტორები რელიგიურ ფაქტორზე წინ კომერციულ ინტერესებს აყენებენ...

ამერიკაში და დასავლურ ქვეყნებში აღდგომა, რელიგიურის გარდა, საყოველთაო მხიარულების დღესასწაულიცაა, რომელსაც ბავშვები შობის მსგავსად ელიან. თუ ჩვენ გვაქვს წითელი კვერცხი და პასკა, ამერიკაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში აღდგომის აღმნიშვნელად გამოიყენება ფერადი, ორნამენტებით და ნახატებით გაფორმებული კვერცხი და სააღდგომო კურდღელი. სააღდგომო კურდღელი სანტა კლაუსის მასშტაბის ფიგურაა, რომელსაც იმ ბავშვებისთვის, ვინც კარგად იქცეოდნენ, სააღდგომო კვერცხები და ტკბილეული მოაქვს. მშობლები შვილებს სხვადასხვა ადგილებში უმალავენ სააღდგომო კვერცხებს და აძლევენ მინიშნებას, თუ სად შეიძლებოდა დაეტოვებინა სააღდგომო კურდღელს საჩუქრები.

იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად დღესასწაულების, განსაკუთრებით კი რელიგიური ხასიათის მქონე დღესასწაულების კომერციალიზაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმატებით მიმდინარეობს, ხშირია მაგალითები, როდესდაც პოპ კულტურაში თავს იჩენს აღდგომის მოტივებზე შექმნილი ფილმები. ამ მხრივ კინემატოგრაფში არსებობს როგორც ქართული კულტურისთვის, ისე დასავლურისთვის ახლობელი პროდუქცია. პირველ შემთხვევაში, ეს არის ახალი აღთქმის ადაპტაციები, მეორეში კი საოჯახო ფილმები, სადაც მოქმედება აღდგომის კვირას მიმდინარეობს, ან ანიმაციური ფილმები, რომლებშიც მთავარ მოქმედი გმირად სააღდგომო კუდღელი გვევლინება.

მაგალითად ანიმაციური ფილმი "ჰოპ" გვიყვება ისტორიას სააღდგომო კურდღლის შესახებ, თუ როგორ ემზადება ის ყოველწლიურად დღესასწაულისთვის, როგორია პროლეტარიატის ყოფა კურდღლების ნომენკლატურაში და როგორ უნდა ამ რუტინისგან თავის დაღწევა ახალგაზრდა ბოცვერს. ამის საპირისპიროდ, მულტფილმში "მცველების აღზევება" სააღდგომო კურდღელი უკვე მებრძოლი გმირია, რომელიც დედამიწას ბოროტებისგან იცავს. ერთი სიტყვით, ხდება მხიარული აღდგომის პოპულარიზაცია, რომელსაც რელიგიური მოტივები უკანა პლანზე გადააქვს და წინ გასართობ მედიუმს აყენებს.

ქართული კულტურული სივრცისთვის უფრო ახლოს დგას ფილმები კონკრეტულად აღდგომის, როგორც ბიბლიური ისტორიის ეკრანიზაციის შესახებ. 90-იანებში პოპულარული იყო ფრანკო ძეფირელის 8 საათიანი სატელევიზიო მინი სერიალი "იესო ნაზარეველი", რომელიც კანონიკური ტექსტის კვალდაკვალ ყვებოდა ქრისტეს ისტორიას მისი შობიდან ჯვარცმამდე და აღდგომამდე. ასეთი სახის სურათები რელიგიურ გრძნობებს მაამებლურად ეფინება და თითქოს ფაქტობრივ მასალას აძლევს მორწმუნეს საკუთარი აღმსარებლობის შესახებ.

ყველაზე სკანდალური და განხილვადი ფილმი აღდგომის და ზოგადად, ბიბლიური თემატიკის შესახებ მარტინ სკორსეზეს "ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება" აღმოჩნდა. მასში არის სიზმრის სცენა, რომელშიც ქრისტეს ჯვარზე გაკვრას პატარა გოგონა (რომელიც საბოლოოდ ეშმაკი აღმოჩნდება) გადააფიქრებინებს. მას აცდუნებს "ადამიანური" ცხოვრება. ნაზარეველი ცოლად მოიყვანს მარია მაგდალინელს, რომელთანაც ქმნის ოჯახს. შემდეგ მაგდალინელი კვდება, იესო ახალ ცოლს ირთავს, მოწაფეები მიატოვებენ და საბოლოოდ, მოხუცებული, საწოლში სიბერისგან სიკვდილის პირას მყოფი, იუდას დახმარებით გაანალიზებს, რატომ არის აუცილებელი მისი ჯვარცმა. ეს არის ერთადერთი შემთხვევა კინემატოგრაფში და ზოგადად, პოპ კულტურულ მედიუმში, როდესაც ქრისტეს სიკვდილი არა როგორც ტრაგიკული შემთხვევა, არამედ როგორც ტრიუმფი, ისეა აღწერილი.

ცხადია, წარმოუდგენელია თემის მიმოხილვა როკ ოპერის, "იესო ქრისტე სუპერვარსკვლავის" გარეშე, რომელიც სახარების სიუჟეტს ეფუძნება, თუმცა ძირითადად იესოსა და იუდა ისკარიოტელის ურთიერთობაზეა. როკ ოპერა ენდრიუ ლოიდ უებერის მუსიკისა და ტიმ რაისის ტექსტების ერთობლიობაა და მან მსოფლიო აღიარება არა მხოლოდ ეკრანზე, არამედ მსოფლიოს უამრავი თეატრის სცენაზეც მოიპოვა. უნდა აღინიშნოს, რომ 70-იანი 80-იანი წლების ამ უკვდავ ნამუშევარს უარი უთხრა საბჭოთა კავშირმა, სადაც არათუ ჩვენება, მისი ხსენებაც კი აკრძალული იყო.

დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია 2004 წელს მელ გიბსონის ფილმმა "ქრისტეს ვნებანი", რომელიც არმაიანულ, ლათინურ და ივრითზე იყო მთლიანად გადაღებული და მხოლოდ სუბტიტრების საშუალებით შეეძლო მაყურებელს დიალოგების ამოკითხვა. მაყურებლის დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ ფილმი ქრისტეს ცხოვრების უკანასკნელი 12 საათის შესახებ ყვებოდა, ანუ კონკრეტულად მისი გაყიდვის, წამების და ჯვარცმის ირგვლივ ავითარებდა ისტორიას. მასში არ იყო არც წყლის ღვინოდ ქცევა, არც სნეულების განკურნება, არც ცად ამაღლება. შესაბამისად, მრევლისთვის მიუღებელი გახდა ისეთი მაცხოვრის ხილვა, რომელსაც მხოლოდ აწამებდნენ. აღსანიშნავია, რომ ფილმის შემოსავალმა 611,899,420 აშშ დოლარი შეადგინა და "ქრისტეს ვნებანი" გახდა ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი იმ ფილმთა კატეგორიაში, რომლის ყურება მხოლოდ 18 წლის ზემოთ პირთათვის არის დაშვებული.

სანდრო ტუღუში

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია