მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქრთამი თუ ვალი? - ვინ დადიოდა ფარული კამერით გამგეობაში
ქრთამი თუ ვალი? - ვინ დადიოდა ფარული კამერით გამგეობაში

გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი გი­ორ­გი (გორ­და) შერ­მა­დი­ნი 2015 წლის 4 აპ­რილს რეს­ტო­რან "სპორ­ტკა­ფე­ში" და­ა­კა­ვეს. ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, გორ­და შერ­მა­დინ­მა ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ის მფლო­ბელს ქრთა­მის სა­ხით 500 ლარი გა­მო­არ­თვა. გორ­და შერ­მა­დინს წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­დეს. მას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კომ­პა­ნია "ბა­ბას" მფლო­ბელ ივა­ნე კე­რე­სე­ლი­ძეს გორ­და შერ­მა­დი­ნის მა­მის, ბი­ჭი­კო შერ­მა­დი­ნის ვალი ჰქონ­და.

"ჩვენ ასე ვი­ცო­დით, რომ გორ­და შერ­მა­დინ­მა მა­მის ვალი გა­მო­არ­თვა კე­რე­სე­ლი­ძეს, მაგ­რამ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მან წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბა აღი­ა­რა" - ამ­ბობს ერთ-ერთი პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­კი­თხის გან­ხილ­ვას ეს­წრე­ბო­და.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, გორ­და შერ­მა­დი­ნი ივა­ნე კე­რე­სე­ლი­ძეს და­პირ­და, რომ 500 ლა­რის სა­ნაც­ვლოდ გო­რის მე­რი­ი­დან მის­თვის გან­კუთ­ვნილ თან­ხას გა­და­ა­რი­ცხვი­ნებ­და. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სამ­სა­ხურ­ში აცხა­დე­ბენ, რომ შპს "ბაბა"-ს ხელ­მძღვა­ნე­ლი პრო­ექ­ტე­ბის შედ­გე­ნა­ში არ­ქი­ტექ­ტორ ბი­ჭი­კო შერ­მა­დინს იყე­ნებ­და, რო­მე­ლიც ერთ-ერთ საპ­რო­ექ­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მუ­შა­ობს და გორ­და შერ­მა­დი­ნის მა­მაა.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­რი­ი­დან თან­ხე­ბის გა­და­რი­ცხვას, გო­რის მე­რი­ის იუ­რი­დი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი თე­მურ მან­ვე­ლიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ გორ­და შერ­მა­დი­ნი მე­რი­ა­ში არ მუ­შა­ობ­და და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რა­ტომ და­პირ­და ის კე­რე­სე­ლი­ძეს საქ­მის მოგ­ვა­რე­ბას. თა­ნაც მა­შინ, რო­დე­საც თან­ხა "ბა­ბას" ან­გა­რიშ­ზე უკვე გა­და­რი­ცხუ­ლი იყო.

გო­რის მე­რი­ის სა­ფი­ნან­სო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი დალი ტლა­შა­ძე დო­კუ­მენ­ტე­ბით ამ­ტკი­ცებს, რომ შპს "ბა­ბას" ან­გა­რიშ­ზე მე­რი­ას 4 აპ­რი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბით არა­ვი­თა­რი ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ გა­აჩ­ნდა.

რო­გორც დალი ტლა­შა­ძემ გა­არ­კვია, გორ­და შერ­მა­დი­ნის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში მას­თან ფა­რუ­ლად ჩა­წე­რი­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბიც ფი­გუ­რი­რებს. კერ­ძოდ, ვი­დე­ო­ფირ­ში ივა­ნე კე­რე­სე­ლი­ძე დალი ტლა­შა­ძეს სთხოვ­და, რომ თან­ხა წი­ნას­წარ ჩა­ე­რი­ცხა მე­რი­ას, ხოლო ამის შემ­დეგ პირ­გა­სამ­ტეხ­ლოს სა­ხით და­კის­რე­ბუ­ლი ჯა­რი­მის გა­დახ­დას კომ­პა­ნია შეძ­ლებ­და.

"მოკ­ლედ, ამ კაც­მა მი­თხრა, რომ ფული სა­ერ­თოდ არ ჰქონ­დათ ან­გა­რიშ­ზე და ითხოვ­და, თან­ხა ან წი­ნას­წარ გა­დაგ­ვე­რი­ცხა, ან კი­დევ იმ­დე­ნი გა­დაგ­ვე­რი­ცხა, რომ ჯა­რი­მის თან­ხა გა­მოგ­ვექ­ვი­თა. მე ამ წი­ნა­და­დე­ბა­ზე უარი ვუ­თხა­რი. თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე დღე­ში წარ­მო­ად­გი­ნა ჯა­რი­მის გა­დახ­დის ქვი­თა­რი და ამის შემ­დეგ ავუ­ნა­ზღა­უ­რეთ თან­ხა", - აცხა­დებს მე­რი­ის სა­ფი­ნან­სო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი.

იხი­ლეთ ვრცლად

შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ქრთამი თუ ვალი? - ვინ დადიოდა ფარული კამერით გამგეობაში

ქრთამი თუ ვალი? - ვინ დადიოდა ფარული კამერით გამგეობაში

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელი გიორგი (გორდა) შერმადინი 2015 წლის 4 აპრილს რესტორან "სპორტკაფეში" დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გორდა შერმადინმა ერთ-ერთი კომპანიის მფლობელს ქრთამის სახით 500 ლარი გამოართვა. გორდა შერმადინს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მასთან დაახლოებული პირების ინფორმაციით, კომპანია "ბაბას" მფლობელ ივანე კერესელიძეს გორდა შერმადინის მამის, ბიჭიკო შერმადინის ვალი ჰქონდა.

"ჩვენ ასე ვიცოდით, რომ გორდა შერმადინმა მამის ვალი გამოართვა კერესელიძეს, მაგრამ სასამართლო პროცესზე მან წაყენებული ბრალდება აღიარა" - ამბობს ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვას ესწრებოდა.

ოფიციალური ვერსიით, გორდა შერმადინი ივანე კერესელიძეს დაპირდა, რომ 500 ლარის სანაცვლოდ გორის მერიიდან მისთვის განკუთვნილ თანხას გადაარიცხვინებდა. მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, რომ შპს "ბაბა"-ს ხელმძღვანელი პროექტების შედგენაში არქიტექტორ ბიჭიკო შერმადინს იყენებდა, რომელიც ერთ-ერთ საპროექტო ორგანიზაციაში მუშაობს და გორდა შერმადინის მამაა.

რაც შეეხება მერიიდან თანხების გადარიცხვას, გორის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი თემურ მანველიშვილი ამბობს, რომ გორდა შერმადინი მერიაში არ მუშაობდა და წარმოუდგენელია, რატომ დაპირდა ის კერესელიძეს საქმის მოგვარებას. თანაც მაშინ, როდესაც თანხა "ბაბას" ანგარიშზე უკვე გადარიცხული იყო.

გორის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი დალი ტლაშაძე დოკუმენტებით ამტკიცებს, რომ შპს "ბაბას" ანგარიშზე მერიას 4 აპრილის მდგომარეობით არავითარი ფინანსური ვალდებულება არ გააჩნდა.

როგორც დალი ტლაშაძემ გაარკვია, გორდა შერმადინის სისხლის სამართლის საქმეში მასთან ფარულად ჩაწერილი ვიდეოკადრებიც ფიგურირებს. კერძოდ, ვიდეოფირში ივანე კერესელიძე დალი ტლაშაძეს სთხოვდა, რომ თანხა წინასწარ ჩაერიცხა მერიას, ხოლო ამის შემდეგ პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული ჯარიმის გადახდას კომპანია შეძლებდა.

"მოკლედ, ამ კაცმა მითხრა, რომ ფული საერთოდ არ ჰქონდათ ანგარიშზე და ითხოვდა, თანხა ან წინასწარ გადაგვერიცხა, ან კიდევ იმდენი გადაგვერიცხა, რომ ჯარიმის თანხა გამოგვექვითა. მე ამ წინადადებაზე უარი ვუთხარი. თუმცა რამდენიმე დღეში წარმოადგინა ჯარიმის გადახდის ქვითარი და ამის შემდეგ ავუნაზღაურეთ თანხა", - აცხადებს მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ