თბილისში, ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩაზე სატვირთო ავტომობილი მოხუც ქალს დაეჯახა. შემთხვევა დღეს მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ტრაილერმა მოხუც ქალს ფეხზე გადაურა.
დაშავებული ფეხის მძიმე დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს.
შემთხვევის ამსახველი ფოტოები სოციალური ქსელით გავრცელდა.