ახალქალაქში, სოფელ გოგაშენში, ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გენადი იაკობაძეს, ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გენადი იაკობაძე დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით და ასევე, 109-ე მუხლის 1გ, 2ბ და 3 ა ნაწილებით ცნეს.
გარდაცვლილის ახლობლები იაკობაძესთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვდნენ. ადვოკატი განაჩენს ასაჩივრებს, სასამართლოს კი პროცესუალურ დარღვევებში ადანაშაულებს.
იხილეთ ვრცლად