პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
მსოფლიო
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს თანაინვესტირების ფონდი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
საქართველოს თანაინვესტირების ფონდი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონდში, მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით ფონ­დის მიერ სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის თა­ო­ბა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის უსა­ფუძ­ვლოს უწო­დე­ბენ. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

"ბოლო დროს მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის მიერ

სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის თა­ო­ბა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის

სა­ფუძ­ველ­ზე, ფონ­დის ერთ-ერ­თმა მთა­ვარ­მა ინ­ვეს­ტორ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა შე­ნიშ­ვნა მის­ცა ფონ­დის მმარ­თვე­ლი კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მე­ბით სარ­გებ­ლო­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მას­თან შე­უ­თან­ხმებ­ლად მი­ღე­ბის გამო. ამას­თან, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით და­ფა­როს სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის "აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში" ფარ­გლებ­ში ფონ­დის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ყვე­ლა შე­ღა­ვა­თი. შე­ღა­ვა­თე­ბის და­ფარ­ვა მხო­ლოდ მისი კა­პი­ტა­ლით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ეს თან­ხე­ბი არ და­აწ­ვე­ბა ტვირ­თად ფონ­დის სხვა ინ­ვეს­ტო­რებს და პარტნი­ორ კომ­პა­ნი­ებს. ფონ­დის მმარ­თვე­ლი კომ­პა­ნია არ იზი­ა­რებს ხსე­ნე­ბულ შე­ნიშ­ვნას, რად­გან მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, მან­და­ტის შე­სა­ბა­მი­სად, ავ­ტო­ნო­მი­უ­რად იღებს ბიზ­ნეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ

ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და არ აქვს ფონ­დის ინ­ვეს­ტო­რებ­თან მათი შე­თან­ხმე­ბის

ვალ­დე­ბუ­ლე­ბა; ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დი, ისე­ვე რო­გორც

სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით მოღ­ვა­წე სხვა 100-ზე მეტი კომ­პა­ნია სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა­ში "აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში" კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან სრუ­ლი შე­სა­ბა­მი­სო­ბით მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ჩვენ ვთვლით, რომ სწო­რედ ხსე­ნე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მე­ბი ხელს უწყო­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ცი­ის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბის ამაღ­ლე­ბას, რათა მან მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­უ­წი­ოს კონ­კუ­რენ­ცია მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან შე­მო­სულ სუბ­სი­დი­რე­ბულ იმ­პორ­ტს.

რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დი

და­არ­სე­ბის დღი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვა­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე

აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს. ჩვე­ნი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი იყო და რჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში

მაქ­სი­მა­ლუ­რად კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და­არ­სე­ბა,

რომ­ლებ­მაც ფონ­დის პრო­ექ­ტე­ბი­დან გას­ვლის შემ­დე­გაც უნდა შეძ­ლონ წარ­მა­ტე­ბუ­ლად

ოპე­რი­რე­ბა. მმარ­თვე­ლი კომ­პა­ნი­ის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სწო­რედ

აღ­ნიშ­ნულ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს თანაინვესტირების ფონდში, მედიის საშუალებით ფონდის მიერ სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის უსაფუძვლოს უწოდებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით თანაინვესტირების ფონდი განცხადებას ავრცელებს.

"ბოლო დროს მედიის საშუალებით საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიერ

სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის

საფუძველზე, ფონდის ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა ბიძინა ივანიშვილმა შენიშვნა მისცა ფონდის მმართველი კომპანიის ხელმძღვანელობას აღნიშნული პროგრამებით სარგებლობის შესახებ გადაწყვეტილების მასთან შეუთანხმებლად მიღების გამო. ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, საკუთარი სახსრებით დაფაროს სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ფონდის მიერ მიღებული ყველა შეღავათი. შეღავათების დაფარვა მხოლოდ მისი კაპიტალით განხორციელდება, შესაბამისად, ეს თანხები არ დააწვება ტვირთად ფონდის სხვა ინვესტორებს და პარტნიორ კომპანიებს. ფონდის მმართველი კომპანია არ იზიარებს ხსენებულ შენიშვნას, რადგან მისი ხელმძღვანელობა, მანდატის შესაბამისად, ავტონომიურად იღებს ბიზნესთან დაკავშირებულ

ყველა გადაწყვეტილებას და არ აქვს ფონდის ინვესტორებთან მათი შეთანხმების

ვალდებულება; ამასთან, საქართველოს თანაინვესტირების ფონდი, ისევე როგორც

საქართველოს მასშტაბით მოღვაწე სხვა 100-ზე მეტი კომპანია სახელმწიფო პროგრამაში "აწარმოე საქართველოში" კანონმდებლობასთან სრული შესაბამისობით მონაწილეობდა. ჩვენ ვთვლით, რომ სწორედ ხსენებული სახელმწიფო პროგრამები ხელს უწყობენ საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, რათა მან მაქსიმალურად გაუწიოს კონკურენცია მეზობელი ქვეყნებიდან შემოსულ სუბსიდირებულ იმპორტს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს თანაინვესტირების ფონდი

დაარსების დღიდან საქართველოში ინვესტიციების მოზიდვასა და განხორციელებაზე

აქტიურად მუშაობს. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იყო და რჩება საქართველოში

მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი და წარმატებული ორგანიზაციების დაარსება,

რომლებმაც ფონდის პროექტებიდან გასვლის შემდეგაც უნდა შეძლონ წარმატებულად

ოპერირება. მმართველი კომპანიის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება სწორედ

აღნიშნულ მიზანს ემსახურება", - აღნიშნულია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია