პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე და სალომეს არ გვითქვამს, რომ ჩვენი ურთიერთობა დასრულდა"
"მე და სალომეს არ გვითქვამს, რომ ჩვენი ურთიერთობა დასრულდა"

"წინ შე­მოქ­მე­დე­ბი­თად ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და დატ­ვირ­თუ­ლი პე­რი­ო­დი მაქვს", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე.

ის ერ­თდრო­უ­ლად 3 ფილმში გა­და­სა­ღე­ბად ემ­ზა­დე­ბა. რა ხდე­ბა მას და სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ას შო­რის, რო­მე­ლი თვი­სე­ბა არ მოს­წონს ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­კუ­თარ თავ­ში და ვის მი­მარ­თავს, როცა რთუ­ლი პე­რი­ო­დი აქვს? - ამ ყვე­ლა­ფერს მის მიერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი­დან შე­ი­ტყობთ.

- და­ვი­ბა­დე...

- ...1988 წლის 26 ივ­ნი­სი.

- ბავ­შვო­ბა­ში მინ­დო­და გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი...

- ...ფეხ­ბურ­თე­ლი, მაგ­რამ ფეხ­ზე ტრავ­მა მი­ვი­ღე და სურ­ვი­ლი სურ­ვი­ლად დარ­ჩა.

- ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ...

- ...ყო­ვე­ლი დი­ლის გა­თე­ნე­ბა მი­ხა­რია. ჯან­მრთე­ლი ვარ, ჩემი ახ­ლობ­ლე­ბიც კარ­გად არი­ან.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც ჩემ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს...

- ...ეს მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბაა.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც არ მომ­წონს და ვცდი­ლობ, გა­მო­ვას­წო­რო...

- ...არა­ერ­თი მავ­ნე ჩვე­ვა მაქვს, თუნ­დაც - სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა. რამ­დე­ნი ხა­ნია, ვცდი­ლობ, თავი და­ვა­ნე­ბო, მაგ­რამ ვერ ვა­ხერ­ხებ.

- ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია...

- ...ადა­მი­ა­ნის და­ჩაგ­ვრა და ზე­მო­დან, მე­დი­დუ­რად ყუ­რე­ბა. ამა­ში სა­კუ­თა­რი თავი რამ­დენ­ჯერ­მე გა­მო­მი­ჭე­რია, მაგ­რამ იმ წუთ­ში­ვე აზ­რზე მოვ­სულ­ვარ.

- არ მჩვე­ვია...

- ...ტყუ­ი­ლი, უსა­მარ­თლოდ მოქ­ცე­ვა. ცნო­ბი­სათ­ვის, უსა­მარ­თლო­ბა­ში მხო­ლოდ კა­ნო­ნებს არ ვგუ­ლის­ხმობ, მო­რა­ლი და ეთი­კა არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

- პირ­ვე­ლად თავი წარ­მა­ტე­ბუ­ლად ვიგ­რძე­ნი...

- ...ჩემს, რო­გორც მსა­ხი­ო­ბის წარ­მა­ტე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი ნა­ად­რე­ვია. ის, რომ ხალ­ხი მცნობ­და, პირ­ვე­ლად სე­რი­ალ­ში - "გო­გო­ნა გა­რე­უბ­ნი­დან" თა­მა­შის პე­რი­ოდ­ში ვიგ­რძე­ნი. ლე­ვან ხო­მე­რი­კის როლ­მა პო­პუ­ლა­რო­ბა მო­მი­ტა­ნა. ეს ერ­თდრო­უ­ლად, უც­ნა­უ­რი და ძალ­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო გან­ცდა იყო. თით­ქოს და­მა­კომ­პლექ­სა კი­დეც, მაგ­რამ თავ­ში არ ამ­ვარ­დნია. მე­დი­დუ­რო­ბის გამო სხვას დავ­ცი­ნი და თა­ვად ამას რო­გორ გა­ვა­კე­თებ?!

- ჩემს გა­რეგ­ნო­ბა­ში შევ­ცვლი­დი....

GზაPრესს- ...ჩა­მოთ­ვლა სა­ი­დან და­ვი­წყო, არ ვიცი... შევ­ცვლი­დი ჩემს 2-მეტ­რი­ან და გა­ბუშ­ტულ ცხვირს (იცი­ნის). სი­მაღ­ლე­შიც გა­ვიზ­რდე­ბო­დი 3-4 სან­ტი­მეტ­რით. ძა­ლი­ან არ მომ­წონს ჩემი წვე­რი, რად­გან სა­ო­ცა­რი ფერი აქვს - "რი­ჟაც" არ არის, რა­ღაც­ნა­ი­რი წი­თე­ლია. სხვა ფე­რის რომ იყოს, წვერ­მოშ­ვე­ბუ­ლი ვივ­ლი­დი თუ არა, მა­ინც ვერ გე­ტყვით. ახ­ლა­ხან გა­ვი­გე სი­ტყვა "ლამ­ბერ­სექ­სუ­ა­ლი". ადა­მი­ა­ნებს წვე­რის გა­პარსვა ეზა­რე­ბათ და "აპ­რა­ვე­ბენ", - ლამ­ბერ­სექ­სუ­ა­ლი ვარო. ბავ­შვუ­რი სახე მაქვს და წვე­რი ცოტა არ იყოს, ასაკს მმა­ტებს.

- ყო­ველ­თვის მაქვს სურ­ვი­ლი...

- ...გავ­ცდე ქა­ლაქს და ბუ­ნე­ბა­ში გა­ვი­დე. ამას ხში­რად ვერ ვა­ხერ­ხებ.

- ქა­ლაქ­გა­რეთ ჩემი საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლე­ბი...

- ...ბევ­რგან არის. სარფში ამო­ჩე­მე­ბუ­ლი მაქვს ერთი მთა, სა­დაც მე­გობ­რებ­თან ერ­თად ხში­რად ავ­დი­ვარ და კარ­ვებ­ში ვცხოვ­რობთ. ეს მთა სა­ქარ­თვე­ლო-თურ­ქე­თის სა­ზღვარ­ზეა. მე­ო­რე ამო­ჩე­მე­ბუ­ლი ად­გი­ლი მაქვს კო­ჯორ­ში: სა­საფ­ლა­ო­ებს რომ გა­ივ­ლი, იქ ერთი ღრმა ხე­ვია, და­სა­ბა­ნა­კებ­ლად ძა­ლი­ან კარ­გი ად­გი­ლია, მის­ტი­კუ­რი და იდუ­მა­ლი. გარ­და ამი­სა, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ლა­გო­დე­ხის ნაკ­რძალ­ში რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლი, სა­ი­და­ნაც ულა­მა­ზე­სი ხე­დე­ბი იშ­ლე­ბა. მის­ტი­კურ ად­გი­ლებ­ზე, იდუ­მა­ლე­ბა­ზე ვგიჟ­დე­ბი.

- ყო­ველ­თვის მრცხვე­ნია, როცა...

- ...ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლას ვხვდე­ბი და ზედ­მეტ ყუ­რა­დღე­ბას მაქ­ცე­ვენ. მგო­ნი, ამის კომ­პლექ­სიც მაქვს.

- ვნა­ნობ, რომ...

- ...შე­საძ­ლოა, ბევრ რა­მეს ვნა­ნობ­დე, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მე­ტად ვნა­ნობ იმას, რომ ბე­ბი­ას და ბა­ბუ­ას, რომ­ლე­ბიც დღეს ცო­ცხლე­ბი აღარ არი­ან, თა­ვის დრო­ზე უფრო მეტი ყუ­რა­დღე­ბა ვერ მი­ვაქ­ციე.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"მე და სალომეს არ გვითქვამს, რომ ჩვენი ურთიერთობა დასრულდა"

"მე და სალომეს არ გვითქვამს, რომ ჩვენი ურთიერთობა დასრულდა"

"წინ შემოქმედებითად ძალიან საინტერესო და დატვირთული პერიოდი მაქვს", - ამბობს მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე.

ის ერთდროულად 3 ფილმში გადასაღებად ემზადება. რა ხდება მას და სალომე ჭაჭუას შორის, რომელი თვისება არ მოსწონს ყველაზე მეტად საკუთარ თავში და ვის მიმართავს, როცა რთული პერიოდი აქვს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დავიბადე...

- ...1988 წლის 26 ივნისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ფეხბურთელი, მაგრამ ფეხზე ტრავმა მივიღე და სურვილი სურვილად დარჩა.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ყოველი დილის გათენება მიხარია. ჯანმრთელი ვარ, ჩემი ახლობლებიც კარგად არიან.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ეს მიზანდასახულობაა.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...არაერთი მავნე ჩვევა მაქვს, თუნდაც - სიგარეტის მოწევა. რამდენი ხანია, ვცდილობ, თავი დავანებო, მაგრამ ვერ ვახერხებ.

- ჩემთვის მიუღებელია...

- ...ადამიანის დაჩაგვრა და ზემოდან, მედიდურად ყურება. ამაში საკუთარი თავი რამდენჯერმე გამომიჭერია, მაგრამ იმ წუთშივე აზრზე მოვსულვარ.

- არ მჩვევია...

- ...ტყუილი, უსამართლოდ მოქცევა. ცნობისათვის, უსამართლობაში მხოლოდ კანონებს არ ვგულისხმობ, მორალი და ეთიკა არანაკლებ მნიშვნელოვანია.

- პირველად თავი წარმატებულად ვიგრძენი...

- ...ჩემს, როგორც მსახიობის წარმატებაზე ლაპარაკი ნაადრევია. ის, რომ ხალხი მცნობდა, პირველად სერიალში - "გოგონა გარეუბნიდან" თამაშის პერიოდში ვიგრძენი. ლევან ხომერიკის როლმა პოპულარობა მომიტანა. ეს ერთდროულად, უცნაური და ძალზე სასიამოვნო განცდა იყო. თითქოს დამაკომპლექსა კიდეც, მაგრამ თავში არ ამვარდნია. მედიდურობის გამო სხვას დავცინი და თავად ამას როგორ გავაკეთებ?!

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი....

GზაPრესს- ...ჩამოთვლა საიდან დავიწყო, არ ვიცი... შევცვლიდი ჩემს 2-მეტრიან და გაბუშტულ ცხვირს (იცინის). სიმაღლეშიც გავიზრდებოდი 3-4 სანტიმეტრით. ძალიან არ მომწონს ჩემი წვერი, რადგან საოცარი ფერი აქვს - "რიჟაც" არ არის, რაღაცნაირი წითელია. სხვა ფერის რომ იყოს, წვერმოშვებული ვივლიდი თუ არა, მაინც ვერ გეტყვით. ახლახან გავიგე სიტყვა "ლამბერსექსუალი". ადამიანებს წვერის გაპარსვა ეზარებათ და "აპრავებენ", - ლამბერსექსუალი ვარო. ბავშვური სახე მაქვს და წვერი ცოტა არ იყოს, ასაკს მმატებს.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...გავცდე ქალაქს და ბუნებაში გავიდე. ამას ხშირად ვერ ვახერხებ.

- ქალაქგარეთ ჩემი საყვარელი ადგილები...

- ...ბევრგან არის. სარფში ამოჩემებული მაქვს ერთი მთა, სადაც მეგობრებთან ერთად ხშირად ავდივარ და კარვებში ვცხოვრობთ. ეს მთა საქართველო-თურქეთის საზღვარზეა. მეორე ამოჩემებული ადგილი მაქვს კოჯორში: სასაფლაოებს რომ გაივლი, იქ ერთი ღრმა ხევია, დასაბანაკებლად ძალიან კარგი ადგილია, მისტიკური და იდუმალი. გარდა ამისა, ძალიან მიყვარს ლაგოდეხის ნაკრძალში რამდენიმე ადგილი, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება. მისტიკურ ადგილებზე, იდუმალებაზე ვგიჟდები.

- ყოველთვის მრცხვენია, როცა...

- ...ხალხმრავალ ადგილას ვხვდები და ზედმეტ ყურადღებას მაქცევენ. მგონი, ამის კომპლექსიც მაქვს.

- ვნანობ, რომ...

- ...შესაძლოა, ბევრ რამეს ვნანობდე, მაგრამ ყველაზე მეტად ვნანობ იმას, რომ ბებიას და ბაბუას, რომლებიც დღეს ცოცხლები აღარ არიან, თავის დროზე უფრო მეტი ყურადღება ვერ მივაქციე.

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება