პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ორი კონკურსანტი მემუქრება, საშინელება მომელის" - რა ვერ მოხვდა "X ფაქტორის" პირველ გადაცემაში და ვინ ემუქრება გიორგი გაბუნიას
"ორი კონკურსანტი მემუქრება, საშინელება მომელის" - რა ვერ მოხვდა "X ფაქტორის" პირველ გადაცემაში და ვინ ემუქრება გიორგი გაბუნიას

"რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში "X ფაქ­ტო­რის" მე­ო­რე სე­ზო­ნის პრე­მი­ე­რა შედ­გა და შოუმ წარ­მო­უდ­გენ­ლად დიდი რე­ი­ტინ­გიც მო­ი­პო­ვა. მა­ყუ­რე­ბელ­მა ახა­ლი ნი­ჭი­ე­რი და სა­ინ­ტე­რე­სო კონ­კურ­სან­ტე­ბი გა­იც­ნო, რომ­ლე­ბიც პრო­ექ­ტში გა­მარ­ჯვე­ბის­თვის იბ­რძო­ლე­ბენ. Ambebi.ge და­ინ­ტე­რეს­და, რა ვერ მოხ­ვდა ეთერ­ში და პრო­ექ­ტის მენ­ტო­რებს და­უ­კავ­შირ­და.

ანრი ჯო­ხა­ძემ ჟი­უ­რის ამ­პლუ­ა­ში სა­კუ­თა­რი თავი პირ­ვე­ლად სწო­რედ "იქს ფაქ­ტო­რის" ამ სე­ზონ­ზე მო­სინ­ჯა.

- კმა­ყო­ფი­ლი ვარ პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მით, დი­ნა­მი­უ­რი იყო, ბევ­რი იუ­მო­რი, ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იყო ნაჩ­ვე­ნე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­ე­წო­ნა. იმ რე­ი­ტინ­გე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­მე­ლიც გა­და­ცე­მას ჰქონ­და, თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ამ სე­ზონ­მა უფრო გა­ა­მარ­თლა.

- ხომ არ ნა­ნობ შენს მიერ ნათ­ქვამ "კის" ან "არას"?

- ვნა­ნობ - არა, უბ­რა­ლოდ, ვცფიქ­რობ "კი" რამ მათ­ქმე­ვი­ნა. ის გოგო, რომ ტი­რო­და, წი­თე­ლი "ბლუ­ზკა" რომ ეცვა, მის­თვის "კი" რამ მათ­ქმე­ვი­ნა. ჰუ­მა­ნუ­რო­ბის პონ­ტში ვუ­თხა­რი "კი", მაგ­რამ ბო­ლოს 4 მენ­ტო­რი როცა ჯდე­ბა, სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი­დან სა­უ­კე­თე­სოს არ­ჩე­ვენ. ემო­ცი­ის გამო შე­იძ­ლე­ბა უთხრა "კი", მაგ­რამ ზუს­ტად იცი, ფი­ნალ­ში ვერ მოხ­ვდე­ბა. მგო­ნი ეს იყო ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა.

- ხომ არ მი­იჩ­ნევ, რომ ძა­ლი­ან მკაც­რი ხარ?

- მკაც­რი უნდა ვიყო, არ უნდა ვიყო?! მე ვარ ჟი­უ­რი, რო­მე­ლიც იუ­მორ­ში გე­ტყვის იმ სა­ში­ნე­ლე­ბას, რაც გჭირს სიმ­ღე­რა­ში. მა­ნამ­დე უფრო ცუდ კო­მენ­ტა­რებს ვკი­თხუ­ლობ­დი ჩემს ენა­ზე და გუ­შინ­დე­ლი ღა­მის მერე შე­იც­ვა­ლა ყვე­ლა­ფე­რი. შევ­ხე­დოთ მე­ო­რე მხრი­დან: რა უზ­ნე­ოა ადა­მი­ა­ნი ში­ნა­გა­ნად, რო­მელ­საც ნიჭი არ აქვს და მო­დის მუ­სი­კა­ლურ ტა­ძარ­ში და თა­ვის უმ­სგავ­სო, უნი­ჭო გა­მოს­ვლას მი­კა­ნო­ნებს და მტე­ნის, რომ ეს არის კარ­გი. ამ დროს მე რა უნდა ვუ­პა­სუ­ხო? ვუ­თხრა კარ­გი ადა­მი­ა­ნი ხარ, მაგ­რამ ვერ მღე­რით­ქო? მთე­ლი ქვეყ­ნის შე­უ­რა­ცხყო­ფაა, სცე­ნა­ზე რომ დგა­ხარ უნი­ჭო ნამ­ღე­რით. სხვა­ნა­ი­რად რო­გორ გავ­ცე პა­სუ­ხი? იუ­მორ­შიც არ ვუ­თხრა, რომ უბე­დუ­რე­ბა იყო?

- რა დარ­ჩა კადრს მიღ­მა?

- ეს სხვა­დას­ხვა ჩა­წე­რე­ბი­დან არის აწყო­ბი­ლი და ასე ვერ ვი­ტყვი. ბევ­რი რა­ღაც ვერ მოხ­ვდა ეთერ­ში (იცი­ნის). თუნ­დაც ის, რო­გორ მი­ვირ­თმევ დე­სერ­ტად ჩემს გა­ბუს (გუ­ლის­ხმობს გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას). ბევ­რი სა­სა­ცი­ლო რა­ღა­ცაა, ქვე­ყა­ნა ამ შიმ­ში­ლო­ბის ხა­ნა­ში და დუ­ხ­ჭირ პე­რი­ოდ­ში მაგ­რად გა­ერ­თო­ბა. მდგო­მა­რე­ო­ბას რა­ღა­ცით მა­ინც გა­ვა­ფე­რა­დებთ და გა­ვა­ლა­მა­ზებთ. მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გა­ერ­თო­ბა. მთა­ვა­რია, კარგ ხა­სი­ათ­ზე იყო, თან ნი­ჭი­ერ ადა­მი­ა­ნებს აღ­მო­ვა­ჩენთ.

გი­ორ­გი გა­ბუ­ნია:

- დარ­ბაზ­ში როცა ხარ სხვა­ნა­ი­რად აღიქ­ვამ ყვე­ლა­ფერს და ტე­ლე­ვი­ზი­ით სხვა­ნა­ი­რად ჩანს. ჩვენ დღე­ში 40 ადა­მი­ანს ვუს­მენ­დით და არ მახ­სოვს, ვის რა ვუ­თხა­რი. სხვა­თა­შო­რის, ყველ­გან გა­მარ­თლდა ჩემი "არა" და "კი". ჩემ­მა თავ­მა არ გა­მიწ­ბი­ლა იმე­დე­ბი. ერ­თად ვუ­ყუ­რებ­დით მე და ანრი. რამ­დენ­ჯე­რაც ერთი-ორ გო­გოს უთხრა კი, ვი­საც მე "არას" ვე­უბ­ნე­ბო­დი, მუჯ­ლუ­გუნს ვურ­ტყამ­დი (იცი­ნის). გა­და­ცე­მის ბო­ლოს ვნა­ხე ანონ­სი და გა­ვი­გე, რომ მე­ო­რე გა­და­ცე­მა­ში სა­ში­ნე­ლე­ბა მო­მე­ლის. მე­მუქ­რე­ბა ორი კონ­კურ­სან­ტი და არ მახ­სოვს, რა ვუ­თხა­რი. ინ­ტე­რე­სით ვე­ლო­დე­ბი, ჩემ­თვი­საც სი­ურპრი­ზი იყო ეს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

"ორი კონკურსანტი მემუქრება, საშინელება მომელის" - რა ვერ მოხვდა "X ფაქტორის" პირველ გადაცემაში და ვინ ემუქრება გიორგი გაბუნიას

"ორი კონკურსანტი მემუქრება, საშინელება მომელის" - რა ვერ მოხვდა "X ფაქტორის" პირველ გადაცემაში და ვინ ემუქრება გიორგი გაბუნიას

"რუსთავი 2"-ის ეთერში "X ფაქტორის" მეორე სეზონის პრემიერა შედგა და შოუმ წარმოუდგენლად დიდი რეიტინგიც მოიპოვა. მაყურებელმა ახალი ნიჭიერი და საინტერესო კონკურსანტები გაიცნო, რომლებიც პროექტში გამარჯვებისთვის იბრძოლებენ. Ambebi.ge დაინტერესდა, რა ვერ მოხვდა ეთერში და პროექტის მენტორებს დაუკავშირდა.

ანრი ჯოხაძემ ჟიურის ამპლუაში საკუთარი თავი პირველად სწორედ "იქს ფაქტორის" ამ სეზონზე მოსინჯა.

- კმაყოფილი ვარ პირველი გადაცემით, დინამიური იყო, ბევრი იუმორი, ნიჭიერი ადამიანი იყო ნაჩვენები და საზოგადოებას მოეწონა. იმ რეიტინგების გათვალისწინებით, რომელიც გადაცემას ჰქონდა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სეზონმა უფრო გაამართლა.

- ხომ არ ნანობ შენს მიერ ნათქვამ "კის" ან "არას"?

- ვნანობ - არა, უბრალოდ, ვცფიქრობ "კი" რამ მათქმევინა. ის გოგო, რომ ტიროდა, წითელი "ბლუზკა" რომ ეცვა, მისთვის "კი" რამ მათქმევინა. ჰუმანურობის პონტში ვუთხარი "კი", მაგრამ ბოლოს 4 მენტორი როცა ჯდება, საუკეთესოებიდან საუკეთესოს არჩევენ. ემოციის გამო შეიძლება უთხრა "კი", მაგრამ ზუსტად იცი, ფინალში ვერ მოხვდება. მგონი ეს იყო ერთადერთი შემთხვევა.

- ხომ არ მიიჩნევ, რომ ძალიან მკაცრი ხარ?

- მკაცრი უნდა ვიყო, არ უნდა ვიყო?! მე ვარ ჟიური, რომელიც იუმორში გეტყვის იმ საშინელებას, რაც გჭირს სიმღერაში. მანამდე უფრო ცუდ კომენტარებს ვკითხულობდი ჩემს ენაზე და გუშინდელი ღამის მერე შეიცვალა ყველაფერი. შევხედოთ მეორე მხრიდან: რა უზნეოა ადამიანი შინაგანად, რომელსაც ნიჭი არ აქვს და მოდის მუსიკალურ ტაძარში და თავის უმსგავსო, უნიჭო გამოსვლას მიკანონებს და მტენის, რომ ეს არის კარგი. ამ დროს მე რა უნდა ვუპასუხო? ვუთხრა კარგი ადამიანი ხარ, მაგრამ ვერ მღერითქო? მთელი ქვეყნის შეურაცხყოფაა, სცენაზე რომ დგახარ უნიჭო ნამღერით. სხვანაირად როგორ გავცე პასუხი? იუმორშიც არ ვუთხრა, რომ უბედურება იყო?

- რა დარჩა კადრს მიღმა?

- ეს სხვადასხვა ჩაწერებიდან არის აწყობილი და ასე ვერ ვიტყვი. ბევრი რაღაც ვერ მოხვდა ეთერში (იცინის). თუნდაც ის, როგორ მივირთმევ დესერტად ჩემს გაბუს (გულისხმობს გიორგი გაბუნიას). ბევრი სასაცილო რაღაცაა, ქვეყანა ამ შიმშილობის ხანაში და დუხჭირ პერიოდში მაგრად გაერთობა. მდგომარეობას რაღაცით მაინც გავაფერადებთ და გავალამაზებთ. მთელი საქართველო გაერთობა. მთავარია, კარგ ხასიათზე იყო, თან ნიჭიერ ადამიანებს აღმოვაჩენთ.

გიორგი გაბუნია:

- დარბაზში როცა ხარ სხვანაირად აღიქვამ ყველაფერს და ტელევიზიით სხვანაირად ჩანს. ჩვენ დღეში 40 ადამიანს ვუსმენდით და არ მახსოვს, ვის რა ვუთხარი. სხვათაშორის, ყველგან გამართლდა ჩემი "არა" და "კი". ჩემმა თავმა არ გამიწბილა იმედები. ერთად ვუყურებდით მე და ანრი. რამდენჯერაც ერთი-ორ გოგოს უთხრა კი, ვისაც მე "არას" ვეუბნებოდი, მუჯლუგუნს ვურტყამდი (იცინის). გადაცემის ბოლოს ვნახე ანონსი და გავიგე, რომ მეორე გადაცემაში საშინელება მომელის. მემუქრება ორი კონკურსანტი და არ მახსოვს, რა ვუთხარი. ინტერესით ველოდები, ჩემთვისაც სიურპრიზი იყო ეს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები