მსოფლიო
საზოგადოება

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მარგველაშვილმა მოკლული პოლიციელის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა
გიორგი მარგველაშვილმა მოკლული პოლიციელის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა, ვა­ზი­სუბ­ნის და­სახ­ლე­ბა­ში, მოკ­ლუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის, ბექა მარ­გიშ­ვი­ლის ოჯახს პი­რა­დად მი­უ­სამ­ძიმ­რა. პრე­ზი­დენტს ახ­ლდნენ ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი ირი­ნე იმერ­ლიშ­ვი­ლი, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სი და­ვით პა­ტა­რა­ია და მრჩე­ვე­ლი სა­გა­რეო სა­კი­თხებ­ში თენ­გიზ ფხა­ლა­ძე.

რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, მან მი­უ­სამ­ძიმ­რა ბექა მარ­გიშ­ვი­ლის ოჯახს. "ვუ­სამ­ძიმ­რებ მის ახ­ლობ­ლებს, ყვე­ლა პო­ლი­ცი­ელს, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, იმი­ტომ, რომ ჩვენ დავ­კარ­გეთ ჩვე­ნი დამ­ცვე­ლი. პო­ლი­ცია ჩვენ გვი­ცავს. მას სჭირ­დე­ბა მეტი მხარ­და­ჭე­რა, პა­ტი­ვის­ცე­მა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა იმის­თვის, რომ ვი­ცხოვ­როთ და­ცულ სა­ხელ­მწი­ფო­ში", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

შსს-ს ისან-სამ­გო­რის სამ­მარ­თვე­ლოს მე-8 გან­ყო­ფი­ლე­ბის უბ­ნის ინ­სპექ­ტორ-გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ბექა მარ­გიშ­ვი­ლი და დე­ტექ­ტი­ვის თა­ნა­შემ­წე - გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ვა­ლე­რი­ან გრძე­ლიშ­ვი­ლი 4 აპ­რილს, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში, თბი­ლის­ში, ვარ­კე­თი­ლის მეტ­როს­თან, ჯა­ვა­ხე­თის ქუ­ჩა­ზე, სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­დნენ, რა დრო­საც მათ გა­და­მოწ­მე­ბის მიზ­ნით შალ­ვა აბუ­ლა­ძე შე­ა­ჩე­რეს. შალ­ვა აბუ­ლა­ძემ მო­უ­ლოდ­ნე­ლად პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მი­სა­მარ­თით ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ცე­ცხლი გახ­სნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. სრო­ლის შე­დე­გად ორი­ვე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი და­იჭ­რა. მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად ბექა მარ­გიშ­ვი­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა. ვა­ლე­რი­ან გრძე­ლიშ­ვილს სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა პირ­ველ კლი­ნი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში უტარ­დე­ბა. მიმ­დი­ნა­რე­ობს ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი შალ­ვა აბუ­ლა­ძის და­კა­ვე­ბის მიზ­ნით. გა­მო­ძი­ე­ბას ქა­ლაქ თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რა აწარ­მო­ებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

გიორგი მარგველაშვილმა მოკლული პოლიციელის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა

გიორგი მარგველაშვილმა მოკლული პოლიციელის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ვაზისუბნის დასახლებაში, მოკლული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა. პრეზიდენტს ახლდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და მრჩეველი საგარეო საკითხებში თენგიზ ფხალაძე.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, მან მიუსამძიმრა ბექა მარგიშვილის ოჯახს. "ვუსამძიმრებ მის ახლობლებს, ყველა პოლიციელს, საქართველოს მოქალაქეებს, იმიტომ, რომ ჩვენ დავკარგეთ ჩვენი დამცველი. პოლიცია ჩვენ გვიცავს. მას სჭირდება მეტი მხარდაჭერა, პატივისცემა და თანამშრომლობა იმისთვის, რომ ვიცხოვროთ დაცულ სახელმწიფოში", - განაცხადა პრეზიდენტმა.

შსს-ს ისან-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი და დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელი ვალერიან გრძელიშვილი 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით შალვა აბულაძე შეაჩერეს. შალვა აბულაძემ მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება. მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები შალვა აბულაძის დაკავების მიზნით. გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია