"ინსტაგრამის" გვერდზე საკუთარი ბავშვობის ფოტოების დადება ისეთივე მოდური აქტივობა გახდა, როგორც სელფის გადაღება და ცნობილი ადამიანები, მათ შორის მსოფლიოში ცნობილი მოდელები ამ ტრენდს აყვნენ. დღეს ისინი აღფრთოვანებას იწვევენ და ჟურნალების გარეკანებზე საკუთარ იდეალურ ფორმებს მაცდურად გვიჩვენებენ. ოდესღაც კი ჩვეულებრივი გოგონები იყვნენ ფუმფულა ლოყებით, მრგვალი ფორმებით და თავზე წაკრული სასაცილო ბაფთებით. ფოტოგალერეაში იხილავთ მსოფლიოს წამყვანი სუპერმოდელების ბავშვობის და ამჟამინდელ ფოტოებს.