Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მინდია ჯანელიძის მეუღლის საოცარი ამბავი: ღვთისმშობლის ხატის სასწაულმოქმედი ძალის ისტორია მინისტრის ოჯახში
მინდია ჯანელიძის მეუღლის საოცარი ამბავი: ღვთისმშობლის ხატის სასწაულმოქმედი ძალის ისტორია მინისტრის ოჯახში

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, მინ­დია ჯა­ნე­ლი­ძის მე­უღ­ლე ეკა ჯა­ნე­ლი­ძე სა­ო­ცარ ის­ტო­რი­ას ყვე­ბა. ეკა ჯა­ნე­ლი­ძის თქმით, მან ვე­ნა­ში სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით ის ხატი შე­ი­ძი­ნა, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე სიზ­მარ­ში ნახა. "იმ ღა­მეს ვნა­ხე სიზ­მა­რი, ხელ­ში მე­ჭი­რა ღვთის­მშობ­ლის ხატი და მე­უბ­ნე­ბო­და, წა­მიყ­ვა­ნე შენ­თან სახ­ლში, არ გე­ცო­დე­ბი, ნახე, სულ სვე­ლი ვარო", - ასე აღ­წერს სიზ­მრად ნა­ნახს მი­ნის­ტრის მე­უღ­ლე და შემ­დეგ დაწ­ვრი­ლე­ბით სა­უბ­რობს იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ მოხ­ვდა ხატი მის ოჯახ­ში და რა სას­წა­უ­ლი მოჰ­ყვა მის გა­მო­ჩე­ნას.

Fb.com/ ეკა ჯა­ნე­ლი­ძე:

მინ­და ერთი ის­ტო­რია მო­გიყ­ვეთ, რო­მე­ლიც მე გა­დამ­ხდა.

2014 წლის მა­ის­ში ჩემ დე­დამ­თილს და­უს­ვეს ძა­ლი­ან ცუდი დი­აგ­ნო­ზი, ხო­ჩკი­ნის ლიმ­ფო­მა. ვე­ნა­ში გაგ­ზავ­ნი­ლი ანა­ლი­ზე­ბი­ა­თაც იგი­ვე და­დას­ტურ­და. უბ­რა­ლოდ, სტა­დია ვერ გან­სა­ზღვრეს, რად­გან მა­სა­ლა, რაც უნდა აე­ღოთ და­სა­თე­სათ, ისეთ ად­გი­ლებ­ში იყო, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ გა­ა­კე­თეს.ამი­ტომ წა­ვი­დით ვე­ნა­ში პუნ­ქცი­ის გა­სა­კე­თებ­ლად,მე,დე­და­ჩე­მი და ჩემი დე­დამ­თი­ლი.

იქ ყოფ­ნას და­ემ­თხვა პეტ­რე პავ­ლო­ბა. იმ ღა­მეს ვნა­ხე სიზ­მა­რი, ხელ­ში მე­ჭი­რა ღვთის­მშობ­ლის ხატი და მე­უბ­ნე­ბო­და წა­მიყ­ვა­ნე შენ­თან სახ­ლში, არ გე­ცო­დე­ბი, ნახე, სულ სვე­ლი ვარო. დი­ლით გა­ვიღ­ვი­ძე თუ არა ,ეს სიზ­მა­რი მოვ­ყე­ვი.

კვი­რა დღე იყო ,სა­სე­ირ­ნოთ გა­ვე­დით. გზათ ნა­ყი­ნი ვი­ყი­დეთ და მოვ­ხვდით ერთ ქუ­ჩა­ზე, სა­დაც ან­ტიკ­ვა­რუ­ლი ნივ­თე­ბი იყი­დე­ბო­და.

ერთი ბრო­ში მო­მე­წო­ნა,რომ უნდა მე­ყი­და სა­ფუ­ლე აღარ დამ­ხვდა ჩან­თა­ში...რო­მელ­შიც მედო ყვე­ლა ჩემი სა­ბუ­თი და 500 ევრო.

წა­მო­ვე­დით იმ სა­ნა­ყი­ნე­ში, სა­დაც დი­ლით ვი­ყა­ვით... იქ სულ სხვა გამ­ყიდ­ვე­ლი დამ­ხვდა. რომ ვუ­თხა­რი სა­ფუ­ლე დავ­კარ­გე, აქ დამ­რჩა­თქო, იუ­ა­რა და პო­ლი­ცი­ი­თაც კი და­მე­მუქ­რა. ღმერ­თს ვე­ვედ­რე­ბო­დი არ მინ­და ის ფული რაც მქონ­და, მხო­ლოდ ჩემი სა­ბუ­თე­ბი მა­პოვ­ნი­ნეთ­ქო. შე­ვე­დი გამ­ყიდ­ველ­თან და ვთხო­ვე, მარ­ტო სა­ბუ­თე­ბი და­მიბ­რუ­ნეთ, ფული არ მინ­და­თქო. ამ კაც­მა უცებ და­წე­რა რა­ღაც და მო­მა­წო­და, წადი ამ მი­სა­მარ­თზე, ნი­კო­ლა იკი­თხე და მოგ­ცემს შენს სა­ბუ­თებ­სო. წა­ვე­დით მო­ცე­მულ მი­სა­მარ­თზე, მო­ვი­და ნი­კო­ლა და მომ­ცა ჩემი სა­ფუ­ლე და არა მარო სა­ბუ­თე­ბი, ფუ­ლიც ხელ უხ­ლე­ბე­ლი. 50 ევრო ნი­კო­ლას ვა­ჩუ­ქე. მე­გო­ბა­რი გვახ­ლდა, ვინც დაგ­ყვე­ბო­და ,მკი­თხა სად წა­ვი­დე­თო, მე ისევ იმ ბრო­შის სა­ყიდ­ლად გა­დავ­წყვჯტე წას­ვლა. ვი­ყი­დე ეს ჩემი ძა­ლი­ან მო­წო­ნე­ბუ­ლი ბრო­ში, რო­მე­ლიც სულ­რა­ღაც 5 ევრო ღირ­და( სა­ერ­თოდ არ ვხმა­ობ.. რამ მო­მა­წო­ნა არ ვიცი))

და ვხე­დავ ჩემი მე­გო­ბა­რი იქით პირ­ჯვარს იწერს, სას­წრა­ფოდ მი­ვე­დი და ვხე­დავ უჭი­რავს ხატი ხელ­ში ...ის ხატი, რო­მე­ლიც სიზ­მარ­ში ვნა­ხე და ჩემ­თან წა­მოს­ვლას მთხოვ­და... ჩემ დე­დამ­თილს ემო­ცი­ის­გან გული წა­უ­ვი­და... ძლივს ამო­ვი­ლუღ­ლუ­ღე და ფასი ვი­კი­თხე,(ძა­ლი­ან ძვირს ვე­ლო­დი)ხა­ტის ფასი 500 ევრო მი­თხრა - ის თან­ხა, რაც დავ­კარ­გე და რაც სას­წა­უ­ლად ვი­პო­ვე. ივე­რის ღვთის­მშობ­ლის ხატი 18-19 სა­უ­კუ­ნის. არა­ვინ არ იცის რო­გორ მოხ­ვდა ვე­ნა­ში, ყი­დიდ­ნენ, რო­გორც ან­ტიკ­ვარს და არა რო­გორც ივე­რის ღვთის­მშობ­ლის შე­უ­ფა­სე­ბელ ხატს!!

წა­მო­ვე­დით, წა­მო­ვაბ­რძა­ნეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში.

რე­გის­ტრა­ცი­ა­ზე არ გა­მოჩ­ნდა!!

ჩემს დე­დამ­თილს, ხო­ჩკი­ნის ლიმ­ფო­მა არ და­უდ­გინ­და! ( აბ­სო­ლი­ტუ­რად ჯან­მრთე­ლია)

ყვა­ვი­ლი, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად მო­არ­თვეს არ და­ჭკნა!

ხატ­მა ფერი იც­ვა­ლა და გაბრ­წყინ­და!

სა­ბერ­ძნე­თის ეკ­ლე­სი­ი­დან ჩა­მო­ტა­ნილ ხმელ დაფ­ნის ფო­თოლს, მი­რონ­დე­ნა და­ე­წყო!

გი­ლო­ცავთ ხა­რე­ბას!! გფა­რავ­დეთ უფა­ლი!!

ღვთის­მშობ­ლის მად­ლი არ მოშ­ლო­დეს სა­ქარ­თვე­ლოს!!!

Fb.com-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სა­ჯა­რო პოს­ტი

მინდია ჯანელიძის მეუღლის საოცარი ამბავი: ღვთისმშობლის ხატის სასწაულმოქმედი ძალის ისტორია მინისტრის ოჯახში

მინდია ჯანელიძის მეუღლის საოცარი ამბავი: ღვთისმშობლის ხატის სასწაულმოქმედი ძალის ისტორია მინისტრის ოჯახში

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, მინდია ჯანელიძის მეუღლე ეკა ჯანელიძე საოცარ ისტორიას ყვება. ეკა ჯანელიძის თქმით, მან ვენაში სრულიად შემთხვევით ის ხატი შეიძინა, რომელიც მანამდე სიზმარში ნახა. "იმ ღამეს ვნახე სიზმარი, ხელში მეჭირა ღვთისმშობლის ხატი და მეუბნებოდა, წამიყვანე შენთან სახლში, არ გეცოდები, ნახე, სულ სველი ვარო", - ასე აღწერს სიზმრად ნანახს მინისტრის მეუღლე და შემდეგ დაწვრილებით საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდა ხატი მის ოჯახში და რა სასწაული მოჰყვა მის გამოჩენას.

Fb.com/ ეკა ჯანელიძე:

მინდა ერთი ისტორია მოგიყვეთ, რომელიც მე გადამხდა.

2014 წლის მაისში ჩემ დედამთილს დაუსვეს ძალიან ცუდი დიაგნოზი, ხოჩკინის ლიმფომა. ვენაში გაგზავნილი ანალიზებიათაც იგივე დადასტურდა. უბრალოდ, სტადია ვერ განსაზღვრეს, რადგან მასალა, რაც უნდა აეღოთ დასათესათ, ისეთ ადგილებში იყო, საქართველოში ვერ გააკეთეს.ამიტომ წავიდით ვენაში პუნქციის გასაკეთებლად,მე,დედაჩემი და ჩემი დედამთილი.

იქ ყოფნას დაემთხვა პეტრე პავლობა. იმ ღამეს ვნახე სიზმარი, ხელში მეჭირა ღვთისმშობლის ხატი და მეუბნებოდა წამიყვანე შენთან სახლში, არ გეცოდები, ნახე, სულ სველი ვარო. დილით გავიღვიძე თუ არა ,ეს სიზმარი მოვყევი.

კვირა დღე იყო ,სასეირნოთ გავედით. გზათ ნაყინი ვიყიდეთ და მოვხვდით ერთ ქუჩაზე, სადაც ანტიკვარული ნივთები იყიდებოდა.

ერთი ბროში მომეწონა,რომ უნდა მეყიდა საფულე აღარ დამხვდა ჩანთაში...რომელშიც მედო ყველა ჩემი საბუთი და 500 ევრო.

წამოვედით იმ სანაყინეში, სადაც დილით ვიყავით... იქ სულ სხვა გამყიდველი დამხვდა. რომ ვუთხარი საფულე დავკარგე, აქ დამრჩათქო, იუარა და პოლიციითაც კი დამემუქრა. ღმერთს ვევედრებოდი არ მინდა ის ფული რაც მქონდა, მხოლოდ ჩემი საბუთები მაპოვნინეთქო. შევედი გამყიდველთან და ვთხოვე, მარტო საბუთები დამიბრუნეთ, ფული არ მინდათქო. ამ კაცმა უცებ დაწერა რაღაც და მომაწოდა, წადი ამ მისამართზე, ნიკოლა იკითხე და მოგცემს შენს საბუთებსო. წავედით მოცემულ მისამართზე, მოვიდა ნიკოლა და მომცა ჩემი საფულე და არა მარო საბუთები, ფულიც ხელ უხლებელი. 50 ევრო ნიკოლას ვაჩუქე. მეგობარი გვახლდა, ვინც დაგყვებოდა ,მკითხა სად წავიდეთო, მე ისევ იმ ბროშის საყიდლად გადავწყვჯტე წასვლა. ვიყიდე ეს ჩემი ძალიან მოწონებული ბროში, რომელიც სულრაღაც 5 ევრო ღირდა( საერთოდ არ ვხმაობ.. რამ მომაწონა არ ვიცი))

და ვხედავ ჩემი მეგობარი იქით პირჯვარს იწერს, სასწრაფოდ მივედი და ვხედავ უჭირავს ხატი ხელში ...ის ხატი, რომელიც სიზმარში ვნახე და ჩემთან წამოსვლას მთხოვდა... ჩემ დედამთილს ემოციისგან გული წაუვიდა... ძლივს ამოვილუღლუღე და ფასი ვიკითხე,(ძალიან ძვირს ველოდი)ხატის ფასი 500 ევრო მითხრა - ის თანხა, რაც დავკარგე და რაც სასწაულად ვიპოვე. ივერის ღვთისმშობლის ხატი 18-19 საუკუნის. არავინ არ იცის როგორ მოხვდა ვენაში, ყიდიდნენ, როგორც ანტიკვარს და არა როგორც ივერის ღვთისმშობლის შეუფასებელ ხატს!!

წამოვედით, წამოვაბრძანეთ საქართველოში.

რეგისტრაციაზე არ გამოჩნდა!!

ჩემს დედამთილს, ხოჩკინის ლიმფომა არ დაუდგინდა! ( აბსოლიტურად ჯანმრთელია)

ყვავილი, რომელიც პირველად მოართვეს არ დაჭკნა!

ხატმა ფერი იცვალა და გაბრწყინდა!

საბერძნეთის ეკლესიიდან ჩამოტანილ ხმელ დაფნის ფოთოლს, მირონდენა დაეწყო!

გილოცავთ ხარებას!! გფარავდეთ უფალი!!

ღვთისმშობლის მადლი არ მოშლოდეს საქართველოს!!!

Fb.com-ზე გამოქვეყნებული საჯარო პოსტი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია