Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს ისეთი დიდი დღესასწაულია, ჩიტი ბუდესაც კი არ აკეთებს თავისთვის" - პატრიარქი ხარების მნიშვნელობაზე
"დღეს ისეთი დიდი დღესასწაულია, ჩიტი ბუდესაც კი არ აკეთებს თავისთვის" - პატრიარქი ხარების მნიშვნელობაზე

დღეს ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი მა­ხა­რე­ბე­ლი უნდა გახ­დეს, რა­ღაც სი­კე­თე უნდა გა­ა­კე­თოს, - ამის შე­სა­ხებ დღეს, ხა­რე­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მე­ბის ყოვ­ლად­წ­მინ­და ტაძ­რის ხა­რე­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა.

უწ­მინ­დეს­მა მრევლს, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს ხა­რე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი მი­უ­ლო­ცა და დღე­ვან­დე­ლი დღის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა.

"დღეს ისე­თი დიდი დღე­სას­წა­უ­ლია, რომ ჩიტი ბუ­დე­საც კი არ აკე­თებს თა­ვის­თვის. ფრინ­ვე­ლე­ბი, ცხო­ვე­ლე­ბიც კი ადი­დე­ბენ უფალს. აი, ამ დღეს გა­მო­ე­ცხა­და ღვთის­მშო­ბელ დე­დას მთა­ვა­რან­გე­ლო­ზი გაბ­რი­ე­ლი და ახა­რა, "გი­ხა­რო­დენ მი­მად­ლე­ბუ­ლო, უფა­ლი შენ­თა­ნა", - ბრძა­ნა უწ­მინ­დეს­მა.

პატ­რი­არ­ქის თქმით, ღვთის­მშობ­ლის­თვის ყოვ­ლად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, რომ მის­გან იშ­ვე­ბო­და ძე ღმრთი­სა, რო­მე­ლიც დაჯ­დე­ბო­და "მა­რა­დი­ულ ტახტსა და­ვი­თი­სა­სა".

პატ­რი­არ­ქმა წმინ­და სა­ხა­რე­ბი­დან მთა­ვა­რან­გე­ლოზ გაბ­რი­ე­ლის ხა­რე­ბა ღვთის­მშობ­ლი­სად­მი დე­ტა­ლუ­რად გა­იხ­სე­ნა და აღ­ნიშ­ნა, რომ მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის ხა­რე­ბა შეს­რულ­და.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| დღეს ხა­რე­ბაა! - რა უნდა ვი­ცო­დეთ ამ უდი­დე­სი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლის შე­სა­ხებ

"დღეს ვრწმუნ­დე­ბით, რამ­დე­ნად დი­დია სიყ­ვა­რუ­ლი ღვთი­სა ადა­მი­ა­ნის მი­მართ, რამ­დე­ნად დი­დია უფ­ლის წყა­ლო­ბა ადა­მი­ა­ნის მი­მართ. ეს მი­ლოც­ვა "გი­ხა­რო­დენ" უძ­ვე­ლე­სი ებ­რა­უ­ლი მი­ლოც­ვა იყო. ჩვენ ერს ჰქონ­და და აქვს გა­მარ­ჯვე­ბა. სხვა­დას­ხვა ერს სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი მი­ლოც­ვა აქვს. მთა­ვა­რან­გე­ლოზ­მა გაბ­რი­ელ­მა ღვთის­მშო­ბელს უთხრა "გი­ხა­რო­დენ მი­მად­ლე­ბუ­ლო", მად­ლმო­სი­ლო. ღვთის­მშო­ბელ­მა მად­ლი მი­ი­ღო თა­ვი­სი სიწ­მინ­დით, სარ­წმუ­ნო­ე­ბით, სიყ­ვა­რუ­ლით. დღეს ჩვენ კი­დევ ერთხელ თაყ­ვანს ვცემთ ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბელ დე­დას და მთა­ვა­რან­გე­ლოზ გაბ­რი­ელს და შევ­თხოვთ მათ, ახა­რონ სა­ქარ­თვე­ლოს გამ­თლი­ა­ნე­ბა, ახა­რონ სა­ქარ­თვე­ლოს მშვი­დო­ბა და ახა­რონ სი­კე­თე", - აღ­ნიშ­ნა უწ­მინ­დეს­მა.

პატ­რი­არ­ქის თქმით, დღეს ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი უნდა გახ­დეს მა­ხა­რე­ბე­ლი, რა­ღაც სი­კე­თე უნდა გა­ა­კე­თოს ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის.

პატ­რი­არ­ქის გან­ცხა­დე­ბით, ის სი­ხა­რუ­ლი, რა­საც ისი­ნი მო­უ­ტა­ნენ მოყ­ვასს, მათ ათ­მა­გად და­უბ­რუნ­დე­ბათ.

ქა­და­გე­ბის ბო­ლოს კი­დევ ერთხელ და­ლო­ცა ერი, ოჯა­ხე­ბი. პატ­რი­არ­ქმა სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ დღე­ვან­დე­ლი დღის ნიშ­ნად, სი­ხა­რუ­ლის მი­ნი­ჭე­ბა სურს სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი­სათ­ვის. უწ­მინ­დეს­მა მღვდელ­მო­ნა­ზო­ნი იო­ა­ნე მჭედ­ლიშ­ვი­ლი არ­ქი­მან­დრი­ტის ხა­რისხში აიყ­ვა­ნა. მო­ნა­ზონ ელე­ნე ნა­ფეტ­ვა­რი­ძეს კი ოქ­როს ჯვრის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა მი­ა­ნი­ჭა.

იახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია,მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი

"დღეს ისეთი დიდი დღესასწაულია, ჩიტი ბუდესაც კი არ აკეთებს თავისთვის" - პატრიარქი ხარების მნიშვნელობაზე

"დღეს ისეთი დიდი დღესასწაულია, ჩიტი ბუდესაც კი არ აკეთებს თავისთვის" - პატრიარქი ხარების მნიშვნელობაზე

დღეს ყოველი ადამიანი მახარებელი უნდა გახდეს, რაღაც სიკეთე უნდა გააკეთოს, - ამის შესახებ დღეს, ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით სამების ყოვლადწმინდა ტაძრის ხარების ეკლესიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებისას ბრძანა.

უწმინდესმა მრევლს, სრულიად საქართველოს ხარების დღესასწაული მიულოცა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"დღეს ისეთი დიდი დღესასწაულია, რომ ჩიტი ბუდესაც კი არ აკეთებს თავისთვის. ფრინველები, ცხოველებიც კი ადიდებენ უფალს. აი, ამ დღეს გამოეცხადა ღვთისმშობელ დედას მთავარანგელოზი გაბრიელი და ახარა, "გიხაროდენ მიმადლებულო, უფალი შენთანა", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, ღვთისმშობლისთვის ყოვლად მოულოდნელი იყო, რომ მისგან იშვებოდა ძე ღმრთისა, რომელიც დაჯდებოდა "მარადიულ ტახტსა დავითისასა".

პატრიარქმა წმინდა სახარებიდან მთავარანგელოზ გაბრიელის ხარება ღვთისმშობლისადმი დეტალურად გაიხსენა და აღნიშნა, რომ მთავარანგელოზის ხარება შესრულდა.

ასევე დაგაინტერესებთ| დღეს ხარებაა! - რა უნდა ვიცოდეთ ამ უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულის შესახებ

"დღეს ვრწმუნდებით, რამდენად დიდია სიყვარული ღვთისა ადამიანის მიმართ, რამდენად დიდია უფლის წყალობა ადამიანის მიმართ. ეს მილოცვა "გიხაროდენ" უძველესი ებრაული მილოცვა იყო. ჩვენ ერს ჰქონდა და აქვს გამარჯვება. სხვადასხვა ერს სხვადასხვაგვარი მილოცვა აქვს. მთავარანგელოზმა გაბრიელმა ღვთისმშობელს უთხრა "გიხაროდენ მიმადლებულო", მადლმოსილო. ღვთისმშობელმა მადლი მიიღო თავისი სიწმინდით, სარწმუნოებით, სიყვარულით. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ თაყვანს ვცემთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას და მთავარანგელოზ გაბრიელს და შევთხოვთ მათ, ახარონ საქართველოს გამთლიანება, ახარონ საქართველოს მშვიდობა და ახარონ სიკეთე", - აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, დღეს ყოველი ადამიანი უნდა გახდეს მახარებელი, რაღაც სიკეთე უნდა გააკეთოს ადამიანებისთვის.

პატრიარქის განცხადებით, ის სიხარული, რასაც ისინი მოუტანენ მოყვასს, მათ ათმაგად დაუბრუნდებათ.

ქადაგების ბოლოს კიდევ ერთხელ დალოცა ერი, ოჯახები. პატრიარქმა საუბრისას აღნიშნა, რომ დღევანდელი დღის ნიშნად, სიხარულის მინიჭება სურს სასულიერო პირებისათვის. უწმინდესმა მღვდელმონაზონი იოანე მჭედლიშვილი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა. მონაზონ ელენე ნაფეტვარიძეს კი ოქროს ჯვრის ტარების უფლება მიანიჭა.

იახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია