"იქს-ფაქტორში" ერთ-ერთი კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ თამთა გოდუაძე გიორგი გაბუნიას კალთაში ჩაუჯდა. თუმცა წყვილმა ანრი ჯოხაძის კრიტიკული შენიშვნა დაიმსახურა. როგორც ანრიმ თამთას და გიორგის უთხრა, ისინი არ უხდებიან ერთმანეთს და თამათას თავის ადგილზე დაბრუნება ურჩია. კურიოზული სიტუაცია შეიქმნა თამთა გოდუაძის ექსტრავაგანტული კოსტუმის გამო.
"ჩემი ძუძუ რომ ერჭობა კისერში...", - სიცილით აღნიშნა თამთა გოდუაძემ.
- რატომ გააგდე ის გოგო სცენიდან, - მიმართა გიორგი გაბუნიას ანრი ჯოხაძემ
- აგრესიული ძუძუები მყავს გვერდით და იმიტომ, - უპასუხა გაბუნიამ.
ძუძუებზე ხუმრობა კონკურსანტის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც სიმღერის შესრულების დროს მკერდი ემოციურად აათამაშა.