პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოდი, ჩვენთან უფალო. პატარა ადამიანები, სიძულვილით დავიღალეთ" - დაჩი გრძელიშვილის სულისშემძვრელი პოსტი კენიაში მომხდარ ტრაგედიაზე
"მოდი, ჩვენთან უფალო. პატარა ადამიანები, სიძულვილით დავიღალეთ" - დაჩი გრძელიშვილის სულისშემძვრელი პოსტი კენიაში მომხდარ ტრაგედიაზე

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, კე­ნი­ის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ რე­გი­ონ­ში, გა­რი­სას უნი­ვერ­სი­ტეტ­ზე თავ­დას­ხმის შე­დე­გად შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პი­რებ­მა 147 ადა­მი­ა­ნი მოკ­ლეს, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა სტუ­დენ­ტი აღ­მოჩ­ნდა. ის­ლა­მის­ტუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბი, ტყვედ აყ­ვა­ნილ სტუ­დენ­ტებს ყუ­რა­ნის და­ცი­ტი­რე­ბას სთხოვ­დნენ, ხოლო მათ ვინც ბრძა­ნე­ბას ვერ ას­რუ­ლებ­და ხვრეტ­დნენ.

სის­ხლი­ან თავ­დას­ხმას "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ჟურ­ნა­ლის­ტი დაჩი გრძე­ლიშ­ვი­ლი ეხ­მა­უ­რე­ბა.

"იესო, მუ­ჰა­მედ, კრიშ­ნა, იაჰვე... არ ვიცი, კი­დევ რო­გორ გე­ძა­ხი­ან დე­და­მი­წის სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებ­ში. მაგ­რამ ის კი ვიცი, რომ ერ­თა­დერ­თი და იგი­ვე ხარ ყველ­გან - ღმერ­თი. ისიც ვიცი, რომ ჩემი თა­ნა­ა­და­მი­ა­ნე­ბი - პა­ტა­რა კა­ცე­ბი, სიყ­ვა­რულს ყვე­ლა თავ-თა­ვი­სი შერ­ქმე­უ­ლი სა­ხე­ლით გე­ფი­ცე­ბი­ან. ცდი­ლო­ბენ, და­ნარ­ჩე­ნებ­მა მხო­ლოდ მათი შერ­ქმე­უ­ლი სა­ხე­ლი და­გი­ძა­ხონ. პა­ტა­რა კა­ცე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ შენს სა­ხელს იცა­ვენ და ამ მი­ზე­ზით იმ­დენ ბო­რო­ტე­ბას ჩა­დი­ან... თა­ვის პა­ტა­რა სოფ­ლებ­ში, პა­ტა­რა ქვეყ­ნებ­ში, პა­ტა­რა დე­და­მი­წა­ზე, ვი­თომ შენ გი­ცა­ვენ - ათა­სო­ბით პა­ტა­რა და დიდი დე­და­მი­წის, მზის, მთვა­რის, სამ­ყა­რო­ე­ბის შემ­ქნელს... შენ ხომ ყველ­გან ხარ. შენ­თვის ხომ ათა­სი წელი ერთი წა­მია. მოდი, ჩვენ­თან უფა­ლო. გვი­თხა­რი პა­ტა­რა კა­ცებს, რომ ჩვე­ნი დაც­ვა არ გჭირ­დე­ბა - არც ჩვენ­გან აოხ­რე­ბუ­ლი სოფ­ლე­ბი, არც ჩვენ­გან მოკ­ლუ­ლი ბავ­შვე­ბი გჭირ­დე­ბა და არც შენი სა­ხე­ლის სა­დი­დებ­ლად, ჩვენ­გან გა­კორტნი­ლი გუ­ლე­ბი... მოდი, ჩვენ­თან უფა­ლო. ჩვენ, პა­ტა­რა ადა­მი­ა­ნე­ბი, სი­ძულ­ვი­ლით და­ვი­ღა­ლეთ", - წერს გრძე­ლიშ­ვი­ლი.

რო­გორც გა­ირ­კვა, თავ­დას­ხმა ის­ლა­მის­ტურ­მა დაჯ­გუ­ფე­ბა "ალ-შა­ბა­აბ­მა" გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ეს დაჯ­გუ­ფე­ბის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი თავ­დას­ხმა იყო.

თვითმხილ­ვე­ლე­ბის ცნო­ბით, თავ­დამ­სხმე­ლე­ბი ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით ის­როდ­ნენ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით მათ და­ტყვე­ვე­ბუ­ლე­ბი­დან ქრის­ტი­ა­ნე­ბი ცალ­კე გა­იყ­ვა­ნეს და და­ხო­ცეს.

ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბი მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­დნენ და­ტყვე­ვე­ბუ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, კე­ნი­ის პო­ლი­ცი­ამ ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რის, მო­ჰა­მედ მუ­ჰა­მა­დის სა­ნაც­ვლოდ, ჯილ­დოდ 215 ათა­სი დო­ლა­რი და­ა­წე­სა.

თა­ვად დაჯ­გუ­ფე­ბა "ალ-შა­ბა­ა­ბის" ლი­დე­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ თავ­დას­ხმის მი­ზე­ზი მათ წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში კე­ნი­ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბაა. კე­ნი­ე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი სო­მა­ლი­ში 2011 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან ის­ლა­მის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძვი­ან.

იხი­ლეთ გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

"მოდი, ჩვენთან უფალო. პატარა ადამიანები, სიძულვილით დავიღალეთ" - დაჩი გრძელიშვილის სულისშემძვრელი პოსტი კენიაში მომხდარ ტრაგედიაზე

"მოდი, ჩვენთან უფალო. პატარა ადამიანები, სიძულვილით დავიღალეთ" - დაჩი გრძელიშვილის სულისშემძვრელი პოსტი კენიაში მომხდარ ტრაგედიაზე

რამდენიმე დღის წინ, კენიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, გარისას უნივერსიტეტზე თავდასხმის შედეგად შეიარაღებულმა პირებმა 147 ადამიანი მოკლეს, რომელთა უმრავლესობა სტუდენტი აღმოჩნდა. ისლამისტური დაჯგუფების წევრები, ტყვედ აყვანილ სტუდენტებს ყურანის დაციტირებას სთხოვდნენ, ხოლო მათ ვინც ბრძანებას ვერ ასრულებდა ხვრეტდნენ.

სისხლიან თავდასხმას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი ეხმაურება.

"იესო, მუჰამედ, კრიშნა, იაჰვე... არ ვიცი, კიდევ როგორ გეძახიან დედამიწის სხვადასხვა ადგილებში. მაგრამ ის კი ვიცი, რომ ერთადერთი და იგივე ხარ ყველგან - ღმერთი. ისიც ვიცი, რომ ჩემი თანაადამიანები - პატარა კაცები, სიყვარულს ყველა თავ-თავისი შერქმეული სახელით გეფიცებიან. ცდილობენ, დანარჩენებმა მხოლოდ მათი შერქმეული სახელი დაგიძახონ. პატარა კაცები ამბობენ, რომ შენს სახელს იცავენ და ამ მიზეზით იმდენ ბოროტებას ჩადიან... თავის პატარა სოფლებში, პატარა ქვეყნებში, პატარა დედამიწაზე, ვითომ შენ გიცავენ - ათასობით პატარა და დიდი დედამიწის, მზის, მთვარის, სამყაროების შემქნელს... შენ ხომ ყველგან ხარ. შენთვის ხომ ათასი წელი ერთი წამია. მოდი, ჩვენთან უფალო. გვითხარი პატარა კაცებს, რომ ჩვენი დაცვა არ გჭირდება - არც ჩვენგან აოხრებული სოფლები, არც ჩვენგან მოკლული ბავშვები გჭირდება და არც შენი სახელის სადიდებლად, ჩვენგან გაკორტნილი გულები... მოდი, ჩვენთან უფალო. ჩვენ, პატარა ადამიანები, სიძულვილით დავიღალეთ", - წერს გრძელიშვილი.

როგორც გაირკვა, თავდასხმა ისლამისტურმა დაჯგუფება "ალ-შაბააბმა" განახორციელა. ეს დაჯგუფების ისტორიაში ყველაზე მასშტაბური თავდასხმა იყო.

თვითმხილველების ცნობით, თავდამსხმელები ყველა მიმართულებით ისროდნენ, მოგვიანებით მათ დატყვევებულებიდან ქრისტიანები ცალკე გაიყვანეს და დახოცეს.

ძალოვანი სტრუქტურები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ დატყვევებულების გათავისუფლებას.

მომხდართან დაკავშირებით, კენიის პოლიციამ ტერორისტული დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერის, მოჰამედ მუჰამადის სანაცვლოდ, ჯილდოდ 215 ათასი დოლარი დააწესა.

თავად დაჯგუფება "ალ-შაბააბის" ლიდერებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის მიზეზი მათ წინააღმდეგ ბრძოლაში კენიის მონაწილეობაა. კენიელი სამხედროები სომალიში 2011 წლის ოქტომბრიდან ისლამისტების წინააღმდეგ იბრძვიან.

იხილეთ გალერეა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს