საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ათონელის რეზიდენციაში რომელიმე სამთავრობო უწყება განთავსდება
ათონელის რეზიდენციაში რომელიმე სამთავრობო უწყება განთავსდება

თბი­ლის­ში, ათო­ნე­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე რე­ზი­დენ­ცია დაპ­რო­ექ­ტე­ბუ­ლია, რო­გორც უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის რე­ზი­დენ­ცია, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ქო­ნე­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რემ ეკა­ტე­რი­ნე სი­სა­ურ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სწო­რედ ამ მი­ზე­ზით შე­ნო­ბის შეს­ყიდ­ვით დღემ­დე არა­ვინ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა.

"საპ­რი­ვა­ტი­ზა­ციო ობი­ექ­ტე­ბის ნუს­ხა­ში, სხვა აქ­ტივ­თან ერ­თად, ასე­ვე იყო შე­ტა­ნი­ლი თბი­ლის­ში, ათო­ნე­ლის ქუ­ჩა­ზე არ­სე­ბუ­ლი რე­ზი­დენ­ცი­აც. ეს საკ­მა­ოდ სპე­ფი­ცი­კუ­რი სა­ხის შე­ნო­ბაა, რო­მე­ლიც დაპ­რო­ექ­ტე­ბუ­ლია რო­გორც უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის რე­ზი­დენ­ცია, შე­სა­ბა­მი­სად გათ­ვლი­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რი­თა და შიდა სივ­რცით. ვფიქ­რობთ, სწო­რედ ესაა მი­ზე­ზი, რომ ამ შე­ნო­ბით დღემ­დე არც ერთი პო­ტენ­ცი­უ­რი მყიდ­ვე­ლი არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა. ვი­ნა­ი­დან შე­ნო­ბის კო­მერ­ცი­უ­ლი მიზ­ნე­ბის­თვის მორ­გე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­ნო­ბის გა­ყიდ­ვა გა­ჭირ­დე­ბა და მისი გა­მო­ყე­ნე­ბა მოხ­დე­ბა რო­მე­ლი­მე სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბის მიერ ან თავ­და­პირ­ვე­ლი დაპ­რო­ექ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად", - გა­ნა­ცხა­და სი­სა­ურ­მა.

ქო­ნე­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რეს არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, რო­მე­ლი სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბა შე­იძ­ლე­ბა გან­თავ­სდეს აღ­ნიშ­ნულ შე­ნო­ბა­ში.

თა­ვად ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის მიერ ადრე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის მი­ხედ­ვით კი, ათო­ნელ­ზე მდე­ბა­რე რე­ზი­დენ­ცი­ა­ში შე­საძ­ლოა, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გა­და­ვი­დეს. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა კვი­რი­კაშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტში დარ­გობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კი­სა და სა­ფი­ნან­სო-სა­ბი­უ­ჯე­ტი კო­მი­ტე­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სხდო­მა­ზე სტუმ­რო­ბი­სას გა­ა­კე­თა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ათონელის რეზიდენციაში რომელიმე სამთავრობო უწყება განთავსდება

ათონელის რეზიდენციაში რომელიმე სამთავრობო უწყება განთავსდება

თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენცია დაპროექტებულია, როგორც უმაღლესი თანამდებობის პირის რეზიდენცია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ეკატერინე სისაურმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, სწორედ ამ მიზეზით შენობის შესყიდვით დღემდე არავინ დაინტერესებულა.

"საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში, სხვა აქტივთან ერთად, ასევე იყო შეტანილი თბილისში, ათონელის ქუჩაზე არსებული რეზიდენციაც. ეს საკმაოდ სპეფიციკური სახის შენობაა, რომელიც დაპროექტებულია როგორც უმაღლესი თანამდებობის პირის რეზიდენცია, შესაბამისად გათვლილი არქიტექტურითა და შიდა სივრცით. ვფიქრობთ, სწორედ ესაა მიზეზი, რომ ამ შენობით დღემდე არც ერთი პოტენციური მყიდველი არ დაინტერესებულა. ვინაიდან შენობის კომერციული მიზნებისთვის მორგება საკმაოდ რთული იქნებოდა. სავარაუდოდ, შენობის გაყიდვა გაჭირდება და მისი გამოყენება მოხდება რომელიმე სამთავრობო უწყების მიერ ან თავდაპირველი დაპროექტების შესაბამისად", - განაცხადა სისაურმა.

ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს არ დაუკონკრეტებია, რომელი სახელმწიფო უწყება შეიძლება განთავსდეს აღნიშნულ შენობაში.

თავად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ ადრე გაკეთებული განცხადების მიხედვით კი, ათონელზე მდებარე რეზიდენციაში შესაძლოა, საგარეო საქმეთა სამინისტრო გადავიდეს. შესაბამისი განცხადება კვირიკაშვილმა პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სტუმრობისას გააკეთა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია