მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქეთის სასამართლომ "ტვიტერისა" და "იუთუბის" ბლოკირების ბრძანება გასცა
თურქეთის სასამართლომ "ტვიტერისა" და "იუთუბის" ბლოკირების ბრძანება გასცა

თურ­ქე­თის სა­სა­მარ­თლომ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის - "ტვი­ტე­რი­სა" და "იუ­თუ­ბის" ბლო­კი­რე­ბის ბრძა­ნე­ბა გას­ცა. ამის მი­ზე­ზი "ბი­ბი­სის" ცნო­ბით, გა­სულ კვი­რას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბის მიერ ტყვედ აყ­ვა­ნი­ლი პრო­კუ­რო­რის ფო­ტო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბა გახ­და, რო­მელ­ზეც ჩან­და, თუ რო­გორ ემუქ­რე­ბოდ­ნენ ია­რა­ღით თავ­დამ­სხმე­ლე­ბი. ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის ვებგ­ვერ­დებს ბლო­კავს.

სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე თურ­ქე­თის მთავ­რო­ბამ ონ­ლა­ინ-გა­მო­ცე­მებს აუკ­რძა­ლა და­ტყვე­ვე­ბუ­ლი პრო­კუ­რო­რის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა, ვი­ნა­ი­დან ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, გა­მო­ცე­მე­ბი ამ­გვა­რად "ტე­რო­რიზ­მის პრო­პა­გან­დას" ეწე­ოდ­ნენ. გა­სულ კვი­რას თურ­ქეთ­ში მე­მარ­ცხე­ნე-რა­დი­კა­ლუ­რი მარ­ქსის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რებ­მა ის პრო­კუ­რო­რი და­ა­ტყვე­ვეს, რო­მე­ლიც 2013 წლის ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო გა­მოს­ვლე­ბის დროს და­ღუ­პუ­ლი თი­ნე­ი­ჯე­რის მკვლე­ლო­ბის საქ­მეს იძი­ებ­და. მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ოპე­რა­ცი­ას პო­ლი­ცია მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­და, თუმ­ცა ამა­ოდ. სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს თა­ვად პრო­კუ­რო­რი და კი­დევ ორი თავ­დამ­სხმე­ლი და­ი­ღუ­პა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

თურქეთის სასამართლომ "ტვიტერისა" და "იუთუბის" ბლოკირების ბრძანება გასცა

თურქეთის სასამართლომ "ტვიტერისა" და "იუთუბის" ბლოკირების ბრძანება გასცა

თურქეთის სასამართლომ სოციალური ქსელების - "ტვიტერისა" და "იუთუბის" ბლოკირების ბრძანება გასცა. ამის მიზეზი "ბიბისის" ცნობით, გასულ კვირას სოციალური ქსელებით შეიარაღებული პირების მიერ ტყვედ აყვანილი პროკურორის ფოტოების გავრცელება გახდა, რომელზეც ჩანდა, თუ როგორ ემუქრებოდნენ იარაღით თავდამსხმელები. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თურქეთის მთავრობა სოციალური მედიის ვებგვერდებს ბლოკავს.

სასამართლოს გადაწყვეტილებამდე თურქეთის მთავრობამ ონლაინ-გამოცემებს აუკრძალა დატყვევებული პროკურორის ამსახველი ფოტოების გამოქვეყნება, ვინაიდან ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, გამოცემები ამგვარად "ტერორიზმის პროპაგანდას" ეწეოდნენ. გასულ კვირას თურქეთში მემარცხენე-რადიკალური მარქსისტული დაჯგუფების წევრებმა ის პროკურორი დაატყვევეს, რომელიც 2013 წლის ანტისამთავრობო გამოსვლების დროს დაღუპული თინეიჯერის მკვლელობის საქმეს იძიებდა. მისი გათავისუფლების ოპერაციას პოლიცია მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა ამაოდ. სპეცოპერაციის დროს თავად პროკურორი და კიდევ ორი თავდამსხმელი დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა