პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მერიის მიერ დაფინანსებული კომპიუტერისა და ინგლისური ენის უფასო კურსები უქმდება
მერიის მიერ დაფინანსებული კომპიუტერისა და ინგლისური ენის უფასო კურსები უქმდება

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის და იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­სი­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სხდო­მა გა­ი­მარ­თა, სა­დაც დე­პუ­ტა­ტებ­მა დღის წეს­რი­გით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ორ სა­კი­თხზე იმ­სჯე­ლეს. საკ­რე­ბუ­ლოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სხდო­მას დე­პუ­ტა­ტე­ბის გარ­და, თბი­ლი­სის მე­რი­ის გა­ნათ­ლე­ბის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი გი­ორ­გი არე­ში­ძე ეს­წრე­ბო­და, რო­მელ­მაც დე­პუ­ტა­ტე­ბის­თვის თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის 2015 წლის ბი­უ­ჯეტ­ში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბე­ბი გა­ა­კე­თა.

გი­ორ­გი არე­ში­ძემ კო­მი­სი­ის წევ­რებს დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და. მისი გან­ცხა­დე­ბით, ცვლი­ლე­ბე­ბი 2015 წლის ბი­უ­ჯეტ­ში, ძი­რი­თა­დად მიმ­დი­ნა­რე პე­რი­ოდ­ში ფაქ­ტი­უ­რად მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი­სა და წლის ბო­ლომ­დე მო­სა­ლოდ­ნე­ლი შეს­რუ­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მისი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღე­ბის ბი­უ­ჯე­ტის ცვლი­ლე­ბას ეხე­ბა, 1 მლნ 500 000 ლა­რის ოდე­ნო­ბის თან­ხის თბი­ლი­სის მე­რი­ის კე­თილ­მო­წო­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის ბა­ლანსზე გა­და­ტა­ნას გუ­ლის­ხმობს და არა სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღე­ბის ბი­უ­ჯე­ტის შემ­ცი­რე­ბას.

კონ­კრე­ტუ­ლად კი, ამ ცვლი­ლე­ბით, თან­ხას თბი­ლი­სის მე­რი­ის კე­თილ­მო­წყო­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რი გან­კარ­გავს და აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა ისევ სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღებს მოხ­მარ­დე­ბა.

გი­ორ­გი არე­ში­ძემ, ასე­ვე ბი­უ­ჯე­ტის სხვა ცვლი­ლე­ბებ­ზეც ისა­უბ­რა. მათ შო­რის, თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ბა­ზა­ზე არ­სე­ბულ მო­ქა­ლა­ქე­თა გა­დამ­ზა­დე­ბის კურ­სებ­ზე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ბი­უ­ჯე­ტის შემ­ცი­რე­ბა­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა წინა წლებ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. კერ­ძოდ, მისი გან­ცხა­დე­ბით, ზე­მოთ­ნახ­სე­ნე­ბი კომ­პი­უ­ტე­რი­სა და ინ­გლი­სუ­რი ენის შემ­სწავ­ლე­ლი უფა­სო კურ­სე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა, რომ­ლის სერ­ვის­საც მე­რია უფა­სოდ სთა­ვა­ზობ­და მო­ქა­ლა­ქე­ებს, ძა­ლი­ან და­ბა­ლი და უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნდა.

მისი გან­მარ­ტე­ბით, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უმე­ტეს ნა­წილს, რომ­ლე­ბიც კურ­სებს არც კი ეს­წრე­ბოდ­ნენ და შე­სა­ბა­მი­სად ვერ იღებ­დნენ ცოდ­ნას, მა­ინც ენი­ჭე­ბო­დათ ცოდ­ნის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სერ­თი­ფი­კა­ტე­ბი და თან­ხა უშე­დე­გოდ იხარ­ჯე­ბო­და. შე­სა­ბა­მი­სად, მი­ღე­ბულ იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, თან­ხა, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ გა­დამ­ზა­დე­ბის კურ­სებ­ზე უნდა და­ხარ­ჯუ­ლი­ყო, კე­თილ­მო­წყო­ბი­სა და სპორ­ტულ სფე­რო­ებ­ზე გა­და­ნა­წილ­დე­ბა. კერ­ძოდ, წარ­მოდ­გე­ნი­ლი პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ევ­რო­პის ახალ­გაზ­რდუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი ფეს­ტი­ვა­ლის "თბი­ლი­სი 2015" ორ­გა­ნი­ზე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხარ­ჯე­ბის ნა­წი­ლობ­რი­ვი და­ფი­ნან­სე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან.

სხდო­მა­ზე დე­პუ­ტა­ტებ­მა ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­გან თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის­თვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის დე­ლე­გი­რე­ბის თა­ო­ბა­ზე გა­ფორ­მე­ბუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზეც იმ­სჯე­ლეს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ქა­ლაქ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს გა­დას­ცემს თბი­ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლებ­ზე სა­მუ­შა­ო­ე­ბის, მემ­კვიდ­რე­ო­ბის დამ­ცავ ზო­ნებ­ში დო­კუ­მენ­ტა­ცი­ი­სა და სამ­შე­ნებ­ლო-სარ­ე­კონ­სტრუქ­ციო პრო­ექ­ტებ­ზე მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვის, შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოს ან­გა­რი­შე­ბის წარ­მო­ე­ბი­სა და სა­ნე­ბარ­თვო კონ­ტრო­ლის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბებს.

ამა­ვე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, კონ­ტრო­ლი ამა თუ იმ გან­კარ­გუ­ლე­ბის შე­რუ­ლე­ბა­ზე, რომ­ლე­ბიც დე­და­ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ კულტრუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლებს შე­ე­ხე­ბა, თბი­ლი­სის მე­რის პირ­ველ მო­ად­გი­ლეს და­ე­ვა­ლე­ბა, ხოლო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სა­კითხს კვლავ სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

სხდო­მა­ზე დე­პუ­ტა­ტებ­მა, ასე­ვე გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს­თან და­კავ­ში­რე­ბულ ისეთ სა­კი­თხებ­ზეც იმ­სჯე­ლეს, რო­გო­რი­ცაა, თბი­ლი­სის მე­რი­ის იუ­რი­დი­უ­ლი კლი­ნი­კის, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის, ზრდას­რულ­თა გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბი­სა და თბი­ლი­სის მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდო­ბის სახ­ლის თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მმარ­თვე­ლო­ბა­ში გა­დას­ვლის შე­სა­ხებ სა­კი­თხე­ბი. დე­პუ­ტა­ტებ­მა დღის წეს­რი­გით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ყვე­ლას სა­კითხს და­დე­ბი­თი რე­კო­მენ­და­ცია მი­ეს­ცეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მერიის მიერ დაფინანსებული კომპიუტერისა და ინგლისური ენის უფასო კურსები უქმდება

მერიის მიერ დაფინანსებული კომპიუტერისა და ინგლისური ენის უფასო კურსები უქმდება

თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის და იურიდიულ საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხზე იმსჯელეს. საკრებულოს ინფორმაციით, სხდომას დეპუტატების გარდა, თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი არეშიძე ესწრებოდა, რომელმაც დეპუტატებისთვის თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა.

გიორგი არეშიძემ კომისიის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მისი განცხადებით, ცვლილებები 2015 წლის ბიუჯეტში, ძირითადად მიმდინარე პერიოდში ფაქტიურად მიღებული შემოსავლებისა და წლის ბოლომდე მოსალოდნელი შესრულების გათვალისწინებით ხორციელდება. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება, რომელიც საბავშვო ბაგა-ბაღების ბიუჯეტის ცვლილებას ეხება, 1 მლნ 500 000 ლარის ოდენობის თანხის თბილისის მერიის კეთილმოწობის საქალაქო სამსახურის ბალანსზე გადატანას გულისხმობს და არა საბავშვო ბაგა-ბაღების ბიუჯეტის შემცირებას.

კონკრეტულად კი, ამ ცვლილებით, თანხას თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური განკარგავს და აღნიშნული თანხა ისევ საბავშვო ბაგა-ბაღებს მოხმარდება.

გიორგი არეშიძემ, ასევე ბიუჯეტის სხვა ცვლილებებზეც ისაუბრა. მათ შორის, თბილისის მუნიციპალიტეტის ბაზაზე არსებულ მოქალაქეთა გადამზადების კურსებზე გათვალისწინებულ ბიუჯეტის შემცირებაზე და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება წინა წლებში მიღებული გამოცდილებითაა განპირობებული. კერძოდ, მისი განცხადებით, ზემოთნახსენები კომპიუტერისა და ინგლისური ენის შემსწავლელი უფასო კურსების ეფექტიანობა, რომლის სერვისსაც მერია უფასოდ სთავაზობდა მოქალაქეებს, ძალიან დაბალი და უშედეგო აღმოჩნდა.

მისი განმარტებით, მოქალაქეების უმეტეს ნაწილს, რომლებიც კურსებს არც კი ესწრებოდნენ და შესაბამისად ვერ იღებდნენ ცოდნას, მაინც ენიჭებოდათ ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატები და თანხა უშედეგოდ იხარჯებოდა. შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, თანხა, რომელიც აღნიშნულ გადამზადების კურსებზე უნდა დახარჯულიყო, კეთილმოწყობისა და სპორტულ სფეროებზე გადანაწილდება. კერძოდ, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია თბილისის მუნიციპალიტეტში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015" ორგანიზებასთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილობრივი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

სხდომაზე დეპუტატებმა ასევე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან თბილისის მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების თაობაზეც იმსჯელეს, რომლის მიხედვითაც, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს გადასცემს თბილისის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოების, მემკვიდრეობის დამცავ ზონებში დოკუმენტაციისა და სამშენებლო-სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვის, შესრულებული სამუშაოს ანგარიშების წარმოებისა და სანებართვო კონტროლის უფლებამოსილებებს.

ამავე ხელშეკრულების თანახმად, კონტროლი ამა თუ იმ განკარგულების შერულებაზე, რომლებიც დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებულ კულტრული მემკვიდრეობის ძეგლებს შეეხება, თბილისის მერის პირველ მოადგილეს დაევალება, ხოლო ზედამხედველობის საკითხს კვლავ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო განახორციელებს.

სხდომაზე დეპუტატებმა, ასევე განათლების სფეროსთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზეც იმსჯელეს, როგორიცაა, თბილისის მერიის იურიდიული კლინიკის, პროფესიული განათლების, ზრდასრულთა განვითარების ხელშეწყობისა და თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის თბილისის მუნიციპალიტეტის მმართველობაში გადასვლის შესახებ საკითხები. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველას საკითხს დადებითი რეკომენდაცია მიესცეს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია