პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეუღლე არ მყავს, მე და ჩემი და ვზრდით ორ გოგონას" - ქვეყნის მთავარი მოსამართლე პირადი ცხოვრების შესახებ
"მეუღლე არ მყავს, მე და ჩემი და ვზრდით ორ გოგონას" - ქვეყნის მთავარი მოსამართლე პირადი ცხოვრების შესახებ

ორი კვი­რის წინ ნინო გვე­ნე­ტა­ძე უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას შე­უდ­გა. დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კის მი­უ­ხე­და­ვად, მან გა­მო­ნა­ხა დრო და ჩვენს კი­თხვებს უპა­სუ­ხა.

- რო­გო­რია თქვე­ნი ემო­ცი­ე­ბი ახა­ლი სამ­სა­ხუ­რის და­წყე­ბი­სას?

- მე­ო­რე დღეა, რაც ახალ სამ­სა­ხურ­ში ვარ. პირ­ველ­მა დღემ ემო­ცი­უ­რად და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი გრძნო­ბით ჩა­ი­ა­რა. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის­თვის და მით უფრო, ჩემი თა­ნამ­დე­ბო­ბის ადა­მი­ა­ნის­თვის. გა­ვერ­კვიე სპე­ცი­ფი­კა­ში, თუმ­ცა მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს ჩემ­თვის უცხო არაა. 2005 წლამ­დე უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში მო­სა­მარ­თლე ვი­ყა­ვი.

- თქვენს ოჯახ­ზე გვი­ამ­ბეთ.

- ოჯახ­ში ვართ ოთხნი. მე, ჩემი და და ჩვე­ნი ორი შვი­ლი. მეც ერთი გოგო მყავს და ჩემს და­საც. ვცხოვ­რობთ დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მით, ორი­ვე და და­საქ­მე­ბუ­ლი ვართ. ჩემი შვი­ლი - თიკო, თერ­თმე­ტი წლი­საა, ჩემი დის­შვი­ლი - 15-ის. სტან­დარ­ტუ­ლი ოჯა­ხი გვაქვს. ვჩხუ­ბობთ სწავ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით ტე­ლე­ფო­ნე­ბი და კომ­პი­უ­ტე­რე­ბია და­ვის სა­გა­ნი. წიგნ­თან ყვე­ლა ნაკ­ლე­ბად ურ­თი­ერ­თობს და მათ შო­რის ჩვე­ნი ბავ­შვე­ბიც, რა­საც ძა­ლი­ან გან­ვიც­დი, მაგ­რამ ვერ გე­ტყვით, პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა მო­ვა­ხერ­ხე-მეთ­ქი. იმ­დე­ნად და­მო­კი­დე­ბუ­ლი არი­ან ტე­ლე­ფო­ნებ­ზე, რომ ამის გამო ძა­ლი­ან ხში­რად კონ­ფლიქ­ტამ­დეც მივ­დი­ვართ, მაგ­რამ გა­მო­სა­ვა­ლი ჯერ ვერ ვი­პო­ვეთ. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ცუ­დად არ სწავ­ლო­ბენ სკო­ლა­ში, მაგ­რამ რისი მო­ცე­მაც წიგნ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას შე­უძ­ლია, ამა­ში ნამ­დვი­ლად პრობ­ლე­მე­ბი გვაქვს. და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან ცეკ­ვით და კა­ლათ­ბურ­თით, რაც მათ დიდ დროს არ­თმევს. და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბის წესს მიჩ­ვე­უ­ლე­ბი არი­ან, ელე­მენ­ტა­რუ­ლად თა­ვის მი­ხედ­ვა შე­უძ­ლი­ათ, როცა უფ­რო­სე­ბი არ ვართ შინ. სახ­ლში საქ­მე­ებს მე და ჩემი და ვი­ნა­წი­ლებთ. არ გვყავს დამ­ხმა­რე და არც არას­დროს გვყო­ლია. დას­ვე­ნე­ბის დღე­ებ­ში სახ­ლის საქ­მე­ებს შე­თან­ხმე­ბუ­ლად ვუ­ძღვე­ბით. მე ჰი­გი­ე­ნის დაც­ვა მე­ვა­ლე­ბა, ჩემს დას კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა.

- სამ­ზა­რე­უ­ლო­ში რა­ტომ არ ტრი­ა­ლებთ?

- ძა­ლი­ან კარ­გად მე­ხერ­ხე­ბო­და საჭ­მე­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა, უბ­რა­ლოდ, ასე გა­და­ვი­ნა­წი­ლეთ ფუნ­ქცი­ე­ბი.

- და რას საქ­მი­ა­ნობს?

- იუ­რის­ტია. გარ­და ამი­სა, სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი­ცაა და ექ­სპერ­ტი­ზა­ში მუ­შა­ობს.

- არ გიხ­სე­ნე­ბი­ათ მე­უღ­ლე...

- არ მყავს. მე და ჩემი და ვზრდით ორ გო­გო­ნას.

- სამ­წუ­ხა­როა, რომ ასე მოხ­და...

- მგო­ნი, არც ისე. ჩვენ ამ ცხოვ­რე­ბის სტილს უკვე დიდი ხა­ნია, შე­ვე­გუ­ეთ. ასე რომ, ეს ჩემ­თვის დის­კომ­ფორ­ტი ნამ­დვი­ლად არაა.

- გვე­ტყვით, ვინ იყო თქვე­ნი მე­უღ­ლე?

- მეტ კო­მენ­ტარს ამ თე­მა­ზე არ გა­ვა­კე­თებ.

- თი­კოს რა გვა­რი აქვს?

- გვე­ნე­ტა­ძეა.

- მგო­ნია, რომ ძა­ლი­ან მკაც­რი ხართ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში.

- არა­ნა­ი­რად არ ვარ მკაც­რი. ადა­მი­ა­ნუ­რად ძა­ლი­ან ლი­ბე­რა­ლი ვარ. ეს თა­ვის ქება არაა, ნა-მდვი­ლად ასეა. მკაც­რი მხო­ლოდ იმ სა­კი­თხებ­ში ვარ, რაც საქ­მეს შე­ე­ხე­ბა.

- მინ­დო­და მეთ­ქვა, მა­მა­კა­ცებ­თან და­კავ­ში­რე­ბით იქ­ნე­ბო­დით მკაც­რი.

- არც ამ შემ­თხვე­ვა­ში ვარ მკაც­რი. ძა­ლი­ან კარ­გი სა­მე­გობ­რო მყავს და იქ ნამ­დვი­ლად არ გა­მო­ვირ­ჩე­ვი სიმ­კაც­რით.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

"მეუღლე არ მყავს, მე და ჩემი და ვზრდით ორ გოგონას" - ქვეყნის მთავარი მოსამართლე პირადი ცხოვრების შესახებ

"მეუღლე არ მყავს, მე და ჩემი და ვზრდით ორ გოგონას" - ქვეყნის მთავარი მოსამართლე პირადი ცხოვრების შესახებ

ორი კვირის წინ ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მან გამონახა დრო და ჩვენს კითხვებს უპასუხა.

- როგორია თქვენი ემოციები ახალი სამსახურის დაწყებისას?

- მეორე დღეა, რაც ახალ სამსახურში ვარ. პირველმა დღემ ემოციურად და პასუხისმგებლობის გამძაფრებული გრძნობით ჩაიარა. პასუხისმგებლობა სავალდებულოა მაღალჩინოსნებისთვის და მით უფრო, ჩემი თანამდებობის ადამიანისთვის. გავერკვიე სპეციფიკაში, თუმცა მოგეხსენებათ, ეს ჩემთვის უცხო არაა. 2005 წლამდე უზენაეს სასამართლოში მოსამართლე ვიყავი.

- თქვენს ოჯახზე გვიამბეთ.

- ოჯახში ვართ ოთხნი. მე, ჩემი და და ჩვენი ორი შვილი. მეც ერთი გოგო მყავს და ჩემს დასაც. ვცხოვრობთ დატვირთული რეჟიმით, ორივე და დასაქმებული ვართ. ჩემი შვილი - თიკო, თერთმეტი წლისაა, ჩემი დისშვილი - 15-ის. სტანდარტული ოჯახი გვაქვს. ვჩხუბობთ სწავლასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ტელეფონები და კომპიუტერებია დავის საგანი. წიგნთან ყველა ნაკლებად ურთიერთობს და მათ შორის ჩვენი ბავშვებიც, რასაც ძალიან განვიცდი, მაგრამ ვერ გეტყვით, პრობლემის გადაჭრა მოვახერხე-მეთქი. იმდენად დამოკიდებული არიან ტელეფონებზე, რომ ამის გამო ძალიან ხშირად კონფლიქტამდეც მივდივართ, მაგრამ გამოსავალი ჯერ ვერ ვიპოვეთ. შეიძლება ითქვას, ცუდად არ სწავლობენ სკოლაში, მაგრამ რისი მოცემაც წიგნთან ურთიერთობას შეუძლია, ამაში ნამდვილად პრობლემები გვაქვს. დაკავებული არიან ცეკვით და კალათბურთით, რაც მათ დიდ დროს ართმევს. დამოუკიდებლად ცხოვრების წესს მიჩვეულები არიან, ელემენტარულად თავის მიხედვა შეუძლიათ, როცა უფროსები არ ვართ შინ. სახლში საქმეებს მე და ჩემი და ვინაწილებთ. არ გვყავს დამხმარე და არც არასდროს გვყოლია. დასვენების დღეებში სახლის საქმეებს შეთანხმებულად ვუძღვებით. მე ჰიგიენის დაცვა მევალება, ჩემს დას კერძების მომზადება.

- სამზარეულოში რატომ არ ტრიალებთ?

- ძალიან კარგად მეხერხებოდა საჭმელების მომზადება, უბრალოდ, ასე გადავინაწილეთ ფუნქციები.

- და რას საქმიანობს?

- იურისტია. გარდა ამისა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელიცაა და ექსპერტიზაში მუშაობს.

- არ გიხსენებიათ მეუღლე...

- არ მყავს. მე და ჩემი და ვზრდით ორ გოგონას.

- სამწუხაროა, რომ ასე მოხდა...

- მგონი, არც ისე. ჩვენ ამ ცხოვრების სტილს უკვე დიდი ხანია, შევეგუეთ. ასე რომ, ეს ჩემთვის დისკომფორტი ნამდვილად არაა.

- გვეტყვით, ვინ იყო თქვენი მეუღლე?

- მეტ კომენტარს ამ თემაზე არ გავაკეთებ.

- თიკოს რა გვარი აქვს?

- გვენეტაძეა.

- მგონია, რომ ძალიან მკაცრი ხართ ურთიერთობებში.

- არანაირად არ ვარ მკაცრი. ადამიანურად ძალიან ლიბერალი ვარ. ეს თავის ქება არაა, ნა-მდვილად ასეა. მკაცრი მხოლოდ იმ საკითხებში ვარ, რაც საქმეს შეეხება.

- მინდოდა მეთქვა, მამაკაცებთან დაკავშირებით იქნებოდით მკაცრი.

- არც ამ შემთხვევაში ვარ მკაცრი. ძალიან კარგი სამეგობრო მყავს და იქ ნამდვილად არ გამოვირჩევი სიმკაცრით.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს