კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ია ფარულავას ბიზნესლედი ორეული - "პრინცესასავით გოგო იყო, მძღოლები ემსახურებოდნენ და მისი გაცნობა ადვილი არ იყო"
ვინ არის ია ფარულავას ბიზნესლედი ორეული - "პრინცესასავით გოგო იყო, მძღოლები ემსახურებოდნენ და მისი გაცნობა ადვილი არ იყო"

რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ, ია ფა­რუ­ლა­ვას მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ფო­ტოს დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. მსა­ხი­ობ ია ფა­რუ­ლა­ვას და ბიზ­ნეს­ლე­დის, თეო ფე­რა­ძეს ერ­თმა­ნეთს ბავ­შვო­ბი­დან ამ­სგავ­სებ­დნენ. სა­ერ­თო სა­მე­გობ­რო წრე ჰყავ­დათ, თუმ­ცა სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში ცხოვ­რე­ბის და გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, ახლო მე­გობ­რე­ბი რამ­დე­ნი­მე წლის წინ გახ­დნენ.

- ია, რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ თქვენ და თეომ ერ­თობ­ლი­ვი ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა?

- რამ­დე­ნი­მე დღის წინ ვიხ­სე­ნებ­დით ძველ ამ­ბებს, ერ­თმა­ნეთს რომ გვამ­სგავ­სებ­დნენ, ნოს­ტალ­გია შე­მოგ­ვაწ­ვა. მი­ვე­დით ლე­კოს­თან სტუ­დი­ა­ში და ჩვენ­თვის გა­და­ვი­ღეთ ეს ფო­ტო­ე­ბი. თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის გახ­სე­ნე­ბა გვინ­დო­და. ხომ იცი, ადა­მი­ანს ნოს­ტალ­გია აწუ­ხებს ასაკ­ში (იცი­ნის). პირ­ვე­ლი აპ­რი­ლის­თვის გვინ­დო­და ამ ფო­ტო­ე­ბის და­დე­ბა, მაგ­რამ არ გა­მოგ­ვი­ვი­და. თეო ჩემ­ზე პა­ტა­რაა ასა­კით, ის ყო­ველ­თვის ეშ­ლე­ბო­დათ ია ფა­რუ­ლა­ვა­ში, მა­შინ უფრო მე­ტად ვგავ­დით ერ­თმა­ნეთს.

- დიდი ხა­ნია მე­გობ­რობთ?

- 1989 წლი­დან ვიც­ნობ. სა­ერ­თო წრე­ში ვი­ყა­ვით, მაგ­რამ ახ­ლოს არ ვიც­ნობ­დი, ბოლო 4-5 წე­ლია, რაც დავ­მე­გობ­რდით. თეო მა­შინ პრინ­ცე­სა­სა­ვით გოგო იყო, მძღო­ლე­ბი ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ. მისი გაც­ნო­ბა ად­ვი­ლი არ იყო. მახ­სოვს, ერთხელ კა­ფე­ში ვი­ჯე­ქი, მო­ვი­და უც­ნო­ბი ბიჭი, გა­დამ­კოც­ნა, მო­მი­კი­თხა, თეოს ძმა, თენ­გო მო­ი­კი­თხა და თან­ხა გა­დაგ­ვი­ხა­და. ძა­ლი­ან შემ­რცხვა, ის ბიჭი ავ­სტრი­ა­ში ცხოვ­რობ­და და ამი­ტომ ვერ მიც­ნო მე. თეოს ბევ­რი სა­ხა­ლი­სო მო­მენ­ტის გახ­სე­ნე­ბა შე­უძ­ლია ამა­ზე.

თეო ფე­რა­ძე:

- მთე­ლი თი­ნე­ი­ჯე­რო­ბა იას მამ­სგავ­სებ­დნენ. ია ცნო­ბი­ლი იყო მა­შინ. როცა უცხო ადა­მი­ა­ნებს ვხვდე­ბო­დი, იხ­სე­ნებ­დნენ, ვის ვგავ­დი და ბო­ლოს ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბო­და, ია ფა­რუ­ლა­ვას გავ­ხა­რო. ერთხელ იას მე­გო­ბარ ექიმ­თან მი­ვე­დი, თბი­ლის­ში ცნო­ბი­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტია ვოვა შენ­გე­ლი­ძე. რა­ღაც­ნა­ი­რად კი მექ­ცე­ო­და, მაგ­რამ თა­ვი­დან ვე­რა­ფერს მივ­ხვდი. ან­კე­ტის შევ­სე­ბა რომ და­ვი­წყე და ჩემი სა­ხე­ლი ვუ­თხა­რი, მი­თხრა, გულ­ზე მო­მეშ­ვა, ია ფა­რუ­ლა­ვა მე­გო­ნე, ჩემი მე­გო­ბა­რია და ვფიქ­რობ­დი, ასე რა­ტომ შემ­ხვდაო.

- არას­დროს გიც­დი­ათ მი­გე­ბა­ძათ ია ფა­რუ­ლა­ვას­თვის? ის ცნო­ბი­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლად ლა­მა­ზი გოგო იყო თბი­ლის­ში...

- არ მი­ფიქ­რია არას­დროს. რა­ტომ­ღაც ერ­თნა­ი­რი სტი­ლი და სა­ხის ნაკ­ვთე­ბი გვქონ­და, ამი­ტომ გვამ­სგავ­სებ­დნენ. მსი­ა­მოვ­ნებ­და, რომ მამ­სგავ­სებ­დნენ. სა­ნამ გა­იხ­სე­ნებ­დნენ ვის ვგავ­დი, აღარ ვღ­ლი­დი ხალ­ხს და ვე­უბ­ნე­ბო­დი, ია ფა­რუ­ლა­ვას მამ­სგავ­სებთ-თქო.

- თვი­სე­ბე­ბიც ერ­თნა­ი­რი გაქვთ?

- ხა­სი­ა­თით და თვი­სე­ბე­ბით არ ვგა­ვართ ერ­თმა­ნეთს. ამი­ტო­მაც ვე­წყო­ბით, ვმე­გობ­რობთ და ვავ­სებთ ერ­თმა­ნეთს.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| მი­ლი­ო­ნერ უგუ­ლა­ვას პირ­ვე­ლი ცოლი ქმარ­ზე, მის ყო­ფილ ცო­ლებ­ზე, საყ­ვარ­ლებ­სა და ბიზ­ნეს­ზე - "პირ­ვე­ლად ვსა­უბ­რობ ამა­ზე თქვენ­თან"

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ვინ არის ია ფარულავას ბიზნესლედი ორეული - "პრინცესასავით გოგო იყო, მძღოლები ემსახურებოდნენ და მისი გაცნობა ადვილი არ იყო"

ვინ არის ია ფარულავას ბიზნესლედი ორეული - "პრინცესასავით გოგო იყო, მძღოლები ემსახურებოდნენ და მისი გაცნობა ადვილი არ იყო"

რამდენიმე საათის წინ, ია ფარულავას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მსახიობ ია ფარულავას და ბიზნესლედის, თეო ფერაძეს ერთმანეთს ბავშვობიდან ამსგავსებდნენ. საერთო სამეგობრო წრე ჰყავდათ, თუმცა სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრების და გარკვეული მიზეზების გამო, ახლო მეგობრები რამდენიმე წლის წინ გახდნენ.

- ია, რატომ გადაწყვიტეთ თქვენ და თეომ ერთობლივი ფოტოების გადაღება?

- რამდენიმე დღის წინ ვიხსენებდით ძველ ამბებს, ერთმანეთს რომ გვამსგავსებდნენ, ნოსტალგია შემოგვაწვა. მივედით ლეკოსთან სტუდიაში და ჩვენთვის გადავიღეთ ეს ფოტოები. თინეიჯერობის გახსენება გვინდოდა. ხომ იცი, ადამიანს ნოსტალგია აწუხებს ასაკში (იცინის). პირველი აპრილისთვის გვინდოდა ამ ფოტოების დადება, მაგრამ არ გამოგვივიდა. თეო ჩემზე პატარაა ასაკით, ის ყოველთვის ეშლებოდათ ია ფარულავაში, მაშინ უფრო მეტად ვგავდით ერთმანეთს.

- დიდი ხანია მეგობრობთ?

- 1989 წლიდან ვიცნობ. საერთო წრეში ვიყავით, მაგრამ ახლოს არ ვიცნობდი, ბოლო 4-5 წელია, რაც დავმეგობრდით. თეო მაშინ პრინცესასავით გოგო იყო, მძღოლები ემსახურებოდნენ. მისი გაცნობა ადვილი არ იყო. მახსოვს, ერთხელ კაფეში ვიჯექი, მოვიდა უცნობი ბიჭი, გადამკოცნა, მომიკითხა, თეოს ძმა, თენგო მოიკითხა და თანხა გადაგვიხადა. ძალიან შემრცხვა, ის ბიჭი ავსტრიაში ცხოვრობდა და ამიტომ ვერ მიცნო მე. თეოს ბევრი სახალისო მომენტის გახსენება შეუძლია ამაზე.

თეო ფერაძე:

- მთელი თინეიჯერობა იას მამსგავსებდნენ. ია ცნობილი იყო მაშინ. როცა უცხო ადამიანებს ვხვდებოდი, იხსენებდნენ, ვის ვგავდი და ბოლოს ყველა მეუბნებოდა, ია ფარულავას გავხარო. ერთხელ იას მეგობარ ექიმთან მივედი, თბილისში ცნობილი სპეციალისტია ვოვა შენგელიძე. რაღაცნაირად კი მექცეოდა, მაგრამ თავიდან ვერაფერს მივხვდი. ანკეტის შევსება რომ დავიწყე და ჩემი სახელი ვუთხარი, მითხრა, გულზე მომეშვა, ია ფარულავა მეგონე, ჩემი მეგობარია და ვფიქრობდი, ასე რატომ შემხვდაო.

- არასდროს გიცდიათ მიგებაძათ ია ფარულავასთვის? ის ცნობილი და გამორჩეულად ლამაზი გოგო იყო თბილისში...

- არ მიფიქრია არასდროს. რატომღაც ერთნაირი სტილი და სახის ნაკვთები გვქონდა, ამიტომ გვამსგავსებდნენ. მსიამოვნებდა, რომ მამსგავსებდნენ. სანამ გაიხსენებდნენ ვის ვგავდი, აღარ ვღლიდი ხალხს და ვეუბნებოდი, ია ფარულავას მამსგავსებთ-თქო.

- თვისებებიც ერთნაირი გაქვთ?

- ხასიათით და თვისებებით არ ვგავართ ერთმანეთს. ამიტომაც ვეწყობით, ვმეგობრობთ და ვავსებთ ერთმანეთს.

ასევე დაგაინტერესებთ| მილიონერ უგულავას პირველი ცოლი ქმარზე, მის ყოფილ ცოლებზე, საყვარლებსა და ბიზნესზე - "პირველად ვსაუბრობ ამაზე თქვენთან"

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია