პოლიტიკა
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მდგომარეობაშია სასიკვდილოდ დაჭრილი პოლიციელი - ფოტორეპორტაჟი საავადმყოფოდან
რა მდგომარეობაშია სასიკვდილოდ დაჭრილი პოლიციელი - ფოტორეპორტაჟი საავადმყოფოდან

დაჭ­რი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის, ვა­ლე­რი­ან გრძე­ლიშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა, თუმ­ცა გუ­შინ­დელ­თან შე­და­რე­ბით გა­უმ­ჯო­ბეს­და, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­და­უ­დე­ბე­ლი ქი­რურ­გი­ი­სა და ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ის ცენ­ტრის ექიმ­მა, პრო­ფე­სორ­მა გია აზ­მა­ი­ფა­რაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა გუ­შინ­დელ­თან შე­და­რე­ბით გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბე­ლია.

"პა­ცი­ენ­ტი უკვე გო­ნე­ბა­ზეა, სა­უ­ბა­რი შე­უძ­ლია, მაგ­რამ კვლავ მარ­თვით სუნ­თქვა­ზე არის. ქი­რურ­გი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა არის. თუ რამე გარ­თუ­ლე­ბა არ მი­ვი­ღეთ, ავად­მყო­ფი წე­სით კარ­გად უნდა იყოს. ამას დროს გვაჩ­ვე­ნებს", - გა­ნა­ცხა­და გია აზ­მა­ი­ფა­რაშ­ვილ­მა. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, პა­ცი­ენტს ჩა­უ­ტარ­და ერთი ოპე­რა­ცია, ნაწ­ლა­ვის მრავ­ლო­ბით და­ზი­ა­ნე­ბა­ზე.

"ვა­ლე­რი­ან გრძე­ლიშ­ვილს აქვს ერთი გამ­ჭო­ლი ჭრი­ლო­ბა, თუმ­ცა ეს ჭრი­ლო­ბა

ისე­თი ღრმა არის, რომ მან ნაწ­ლა­ვე­ბის მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია", - გა­ნა­ცხა­და გია აზ­მა­ი­ფა­რაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ შსს-ს ისან-სამ­გო­რის სამ­მარ­თვე­ლოს მე-8 გან­ყო­ფი­ლე­ბის უბ­ნის ინ­სპექ­ტორ-გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ბექა მარ­გიშ­ვი­ლი და დე­ტექ­ტი­ვის თა­ნა­შემ­წე - გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ვა­ლე­რი­ან გრძე­ლიშ­ვი­ლი 4 აპ­რილს, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში, თბი­ლის­ში, ვარ­კე­თი­ლის მეტ­როს­თან, ჯა­ვა­ხე­თის ქუ­ჩა­ზე, სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­დნენ, რა დრო­საც მათ გა­და­მოწ­მე­ბის მიზ­ნით შალ­ვა აბუ­ლა­ძე შე­ა­ჩე­რეს. შალ­ვა აბუ­ლა­ძემ მო­უ­ლოდ­ნე­ლად პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მი­სა­მარ­თით ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ცე­ცხლი გახ­სნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. სრო­ლის შე­დე­გად ორი­ვე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი და­იჭ­რა. მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად ბექა მარ­გიშ­ვი­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა. ვა­ლე­რი­ან გრძე­ლიშ­ვილს სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა პირ­ველ კლი­ნი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში უტარ­დე­ბა.

დაჭ­რი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი დღეს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა, ასე­ვე შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, ზაზა სოფ­რო­მა­ძემ მო­ი­ნა­ხუ­ლეს.

იხი­ლეთ გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რა მდგომარეობაშია სასიკვდილოდ დაჭრილი პოლიციელი - ფოტორეპორტაჟი საავადმყოფოდან

რა მდგომარეობაშია სასიკვდილოდ დაჭრილი პოლიციელი - ფოტორეპორტაჟი საავადმყოფოდან

დაჭრილი პოლიციელის, ვალერიან გრძელიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა გუშინდელთან შედარებით გაუმჯობესდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრის ექიმმა, პროფესორმა გია აზმაიფარაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით გაუმჯობესებელია.

"პაციენტი უკვე გონებაზეა, საუბარი შეუძლია, მაგრამ კვლავ მართვით სუნთქვაზე არის. ქირურგიული თვალსაზრისით გაუმჯობესება არის. თუ რამე გართულება არ მივიღეთ, ავადმყოფი წესით კარგად უნდა იყოს. ამას დროს გვაჩვენებს", - განაცხადა გია აზმაიფარაშვილმა. მისივე განცხადებით, პაციენტს ჩაუტარდა ერთი ოპერაცია, ნაწლავის მრავლობით დაზიანებაზე.

"ვალერიან გრძელიშვილს აქვს ერთი გამჭოლი ჭრილობა, თუმცა ეს ჭრილობა

ისეთი ღრმა არის, რომ მან ნაწლავების მრავლობითი დაზიანება გამოიწვია", - განაცხადა გია აზმაიფარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს ისან-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი და დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელი ვალერიან გრძელიშვილი 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით შალვა აბულაძე შეაჩერეს. შალვა აბულაძემ მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება.

დაჭრილი პოლიციელი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, ასევე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ მოინახულეს.

იხილეთ გალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია