საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საიდან იცნობს დიტო ჩუბინიძე პოლიციის მკვლელობაში ბრალდებულს? - პასუხები ჩუბინიძე-ჟორჟოლიანის სკანდალურ ურთიერთბრალდებებზე
საიდან იცნობს დიტო ჩუბინიძე პოლიციის მკვლელობაში ბრალდებულს? - პასუხები ჩუბინიძე-ჟორჟოლიანის სკანდალურ ურთიერთბრალდებებზე

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ შალ­ვა აბუ­ლა­ძეს ეძე­ბენ. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შალ­ვა აბუ­ლა­ძემ რამ­დე­ნი­მე თვის წინ ბორ­ჯომ­ში მოკ­ლა პო­ლი­ცი­ე­ლი, ორი დღის წინ კი თბი­ლის­ში, 28 წლის ბექა მარ­გიშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა.

გუ­შინ ტე­ლე­წამ­ყვან­მა ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა "ასა­ვალ-და­სა­ვა­ლის" ჟურ­ნა­ლის­ტის, დიტო ჩუ­ბი­ნი­ძის და შალ­ვა აბუ­ლა­ძის ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა. Ambebi.ge შე­ე­ცა­და, თა­ვად ჩუ­ბი­ნი­ძეს­თან გა­ერ­კვია, სა­ი­დან იც­ნობს შალ­ვა აბუ­ლა­ძეს.

- ეს კაცი, შალ­ვა აბუ­ლა­ძე იყო ჩემი რეს­პო­დენ­ტი, რამ­დე­ნი­მე ინ­ტერ­ვიუ მაქვს მას­თან ჩა­წე­რი­ლი გა­ზეთ "ასა­ვალ-და­სა­ვალ­ში", მათ შო­რის ბოლო ჩვე­ნი ინ­ტერ­ვიუ ჩა­ი­წე­რა ამა წლის 19/25 იან­ვრის ნო­მერ­ში, სა­დაც მან მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე და­ა­და­ნა­შა­უ­ლა მის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პო­ლი­ტი­კურ დევ­ნა­ში. მა­ნამ­დე 2014 წლის 19 ოქ­ტომ­ბერს შალ­ვა აბუ­ლა­ძემ ბორ­ჯომ­ში ჩა­ა­ტა­რა ხალ­ხმრა­ვა­ლი აქ­ცია-პერ­ფორ­მან­სი, სა­დაც მან ბორ­ჯო­მის ქარ­ხნის წინ დად­გა ე.წ. სიმ­ბო­ლუ­რი კუბო, სა­დაც მი­დი­ოდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი და მიჰ­ქნდათ ყვა­ვი­ლე­ბი. ეს ფო­ტოც იქ არის გა­და­ღე­ბუ­ლი და "ფე­ის­ბუქ­ზეც" მი­დევს. თუ ჩემი და­ნა­შა­უ­ლი ის არის, რომ რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტმა გა­ვა­შუ­ქე შალ­ვა აბუ­ლა­ძის აქ­ცია და გა­და­ვი­ღე სუ­რა­თე­ბი, ეს უკვე სი­გი­ჟის ზღვარს სცილ­დე­ბა. იმ დროს, როცა აქ­ცი­ას ატა­რებ­და, არც და­ნა­შა­ულ­ში იყო ეს კაცი მხი­ლე­ბუ­ლი და არც ძებ­ნი­ლი იყო. მერე რა მოხ­და, ამის შე­სა­ხებ რო­გორ გი­თხრათ?

- ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და თქვე­ნი კო­მენ­ტა­რი, სა­დაც წერთ, რომ შალ­ვა აბუ­ლა­ძე პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნია, თქვენ გე­კუთ­ვნით ეს სი­ტყვე­ბი?

- ეს იყო 24 თუ 25 იან­ვარს. გვი­ან ღა­მით და­მი­რე­კეს ჩემ­მა მკი­თხვე­ლებ­მა ბორ­ჯო­მი­დან და მი­თხრეს, რომ პრო­ვო­კა­ცია მო­უ­წყვეს შალ­ვა აბუ­ლა­ძეს და სპეც-და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მი ჩა­იყ­ვა­ნეს ბორ­ჯომ­ში და აბუ­ლა­ძის ლიკ­ვი­და­ცი­ის მიზ­ნით ოპე­რა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობ­სო. მე გა­ვა­კე­თე ჩემი გან­ცხა­დე­ბა "ობი­ექ­ტი­ვის" ეთერ­ში, კაც­მა არ იცის იქ რა მოხ­და, ამ კაცს სამ­შობ­ლო ძა­ლი­ან უყ­ვარს...

- სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ორი პო­ლი­ცი­ე­ლი ემსხვერ­პლა ამ ადა­მი­ანს...

- გა­სა­გე­ბია, ქედს ვიხ­რი პო­ლი­ცი­ე­ლებს წი­ნა­შე. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა კრი­მი­ნა­ლის გა­მარ­თლე­ბა. ვინ ოხე­რი ამო­ი­ღებს ხმას, ვის მო­უბ­რუნ­დე­ბა ენა, რომ ეს არის კარ­გი. კრი­მი­ნა­ლი და მკვლე­ლი უნდა იჯ­დეს ცი­ხე­ში... ბოლო ინ­ტერ­ვიუ რომ მომ­ცა, და­ახ­ლო­ე­ბით ათ დღე­ში მოხ­და ეს უბე­დუ­რე­ბა. სა­ი­დან უნდა მე­ნა­ხა, რა კავ­ში­რი უნდა მქონ­დეს შალ­ვა აბუ­ლა­ძეს­თან?

Ambebi.ge ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ანს და­უ­კავ­შირ­და.

- აქ არ არის მთა­ვა­რი, ვინ ვის­თან გა­და­ი­ღო ფოტო, ნა­ხეთ მისი ჩარ­თვა "ობი­ექ­ტივ­ზე", რო­დე­საც ის რე­კავს და ამ­ბობს, რომ ბორ­ჯო­მის პო­ლი­ცია აპი­რებს პრო­ვო­კა­ცი­ის მო­წყო­ბას და ამ დროს ხდე­ბა სა­პი­რის­პი­რო, იქეთ კლა­ვენ პო­ლი­ცი­ელს. ის ადა­მი­ა­ნი წარ­სულ­ში იგი­ვე ბრალ­დე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, 20 წელი ჰქონ­და მის­ჯი­ლი, ჯერ ბე­სე­ლი­ას ამ­ნის­ტია შე­ე­ხო და 8 წლამ­დე და­უყ­ვა­ნეს სას­ჯე­ლი, შემ­დეგ უდო შე­ე­ხო. აქ მთა­ვა­რი არის, ვის მხა­რეს დგა­ნან ისი­ნი. გუ­შინ არა­ერთ სა­ა­გენ­ტოს­თან თქვა დიტო ჩუ­ბი­ნი­ძემ, მე ვი­ცო­დი ეს ბიჭი, თურ­ქეთ­ში რომ იყო გა­და­სუ­ლიო. ახლა უკვე ხვდე­ბა, რომ დიდ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა და რა­ღა­ცე­ბი უკან მი­აქვს. თუმ­ცა სხვა­დას­ხვა ჟურ­ნა­ლის­ტის მიერ არის ჩა­წე­რი­ლი მისი კო­მენ­ტა­რე­ბი. მან იცის, ძებ­ნი­ლი სად და­დის და დღე­საც იგი­ვეს იმე­ო­რებს - დრო და­ად­გენს ყვე­ლა­ფერს. გა­მო­ვი­დეს და ღიად მოყ­ვეს, რა ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს ადა­მი­ან­თან, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ე­ლებს ხო­ცავს ქუ­ჩა­ში.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

იხი­ლეთ ვი­დეო: შალ­ვა აბუ­ლა­ძის ინ­ტერ­ვიუ და კად­რე­ბი აქ­ცი­ი­დან, რო­მე­ლიც მან ბორ­ჯომ­ში გა­მარ­თა

რუბრიკის სხვა სიახლეები

საიდან იცნობს დიტო ჩუბინიძე პოლიციის მკვლელობაში ბრალდებულს? - პასუხები ჩუბინიძე-ჟორჟოლიანის სკანდალურ ურთიერთბრალდებებზე

საიდან იცნობს დიტო ჩუბინიძე პოლიციის მკვლელობაში ბრალდებულს? - პასუხები ჩუბინიძე-ჟორჟოლიანის სკანდალურ ურთიერთბრალდებებზე

სამართალდამცავები პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს ეძებენ. მათი ინფორმაციით, შალვა აბულაძემ რამდენიმე თვის წინ ბორჯომში მოკლა პოლიციელი, ორი დღის წინ კი თბილისში, 28 წლის ბექა მარგიშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა.

გუშინ ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის და შალვა აბულაძის ფოტო გამოაქვეყნა. Ambebi.ge შეეცადა, თავად ჩუბინიძესთან გაერკვია, საიდან იცნობს შალვა აბულაძეს.

- ეს კაცი, შალვა აბულაძე იყო ჩემი რესპოდენტი, რამდენიმე ინტერვიუ მაქვს მასთან ჩაწერილი გაზეთ "ასავალ-დასავალში", მათ შორის ბოლო ჩვენი ინტერვიუ ჩაიწერა ამა წლის 19/25 იანვრის ნომერში, სადაც მან მამუკა ხაზარაძე დაადანაშაულა მის მიერ განხორციელებულ პოლიტიკურ დევნაში. მანამდე 2014 წლის 19 ოქტომბერს შალვა აბულაძემ ბორჯომში ჩაატარა ხალხმრავალი აქცია-პერფორმანსი, სადაც მან ბორჯომის ქარხნის წინ დადგა ე.წ. სიმბოლური კუბო, სადაც მიდიოდნენ ადამიანები და მიჰქნდათ ყვავილები. ეს ფოტოც იქ არის გადაღებული და "ფეისბუქზეც" მიდევს. თუ ჩემი დანაშაული ის არის, რომ როგორც ჟურნალისტმა გავაშუქე შალვა აბულაძის აქცია და გადავიღე სურათები, ეს უკვე სიგიჟის ზღვარს სცილდება. იმ დროს, როცა აქციას ატარებდა, არც დანაშაულში იყო ეს კაცი მხილებული და არც ძებნილი იყო. მერე რა მოხდა, ამის შესახებ როგორ გითხრათ?

- ინტერნეტში გავრცელდა თქვენი კომენტარი, სადაც წერთ, რომ შალვა აბულაძე პატიოსანი ადამიანია, თქვენ გეკუთვნით ეს სიტყვები?

- ეს იყო 24 თუ 25 იანვარს. გვიან ღამით დამირეკეს ჩემმა მკითხველებმა ბორჯომიდან და მითხრეს, რომ პროვოკაცია მოუწყვეს შალვა აბულაძეს და სპეც-დანიშნულების რაზმი ჩაიყვანეს ბორჯომში და აბულაძის ლიკვიდაციის მიზნით ოპერაცია მიმდინარეობსო. მე გავაკეთე ჩემი განცხადება "ობიექტივის" ეთერში, კაცმა არ იცის იქ რა მოხდა, ამ კაცს სამშობლო ძალიან უყვარს...

-  სამართალდამცავები აცხადებენ, რომ ორი პოლიციელი ემსხვერპლა ამ ადამიანს...

- გასაგებია, ქედს ვიხრი პოლიციელებს წინაშე. როგორ შეიძლება კრიმინალის გამართლება. ვინ ოხერი ამოიღებს ხმას, ვის მოუბრუნდება ენა, რომ ეს არის კარგი. კრიმინალი და მკვლელი უნდა იჯდეს ციხეში... ბოლო ინტერვიუ რომ მომცა, დაახლოებით ათ დღეში მოხდა ეს უბედურება. საიდან უნდა მენახა, რა კავშირი უნდა მქონდეს შალვა აბულაძესთან?

Ambebi.ge ნანუკა ჟორჟოლიანს დაუკავშირდა.

- აქ არ არის მთავარი, ვინ ვისთან გადაიღო ფოტო, ნახეთ მისი ჩართვა "ობიექტივზე", როდესაც ის რეკავს და ამბობს, რომ ბორჯომის პოლიცია აპირებს პროვოკაციის მოწყობას და ამ დროს ხდება საპირისპირო, იქეთ კლავენ პოლიციელს. ის ადამიანი წარსულში იგივე ბრალდებით იყო დაკავებული, 20 წელი ჰქონდა მისჯილი, ჯერ ბესელიას ამნისტია შეეხო და 8 წლამდე დაუყვანეს სასჯელი, შემდეგ უდო შეეხო. აქ მთავარი არის, ვის მხარეს დგანან ისინი. გუშინ არაერთ სააგენტოსთან თქვა დიტო ჩუბინიძემ, მე ვიცოდი ეს ბიჭი, თურქეთში რომ იყო გადასულიო. ახლა უკვე ხვდება, რომ დიდ სკანდალში გაეხვა და რაღაცები უკან მიაქვს. თუმცა სხვადასხვა ჟურნალისტის მიერ არის ჩაწერილი მისი კომენტარები. მან იცის, ძებნილი სად დადის და დღესაც იგივეს იმეორებს - დრო დაადგენს ყველაფერს. გამოვიდეს და ღიად მოყვეს, რა ურთიერთობა აქვს ადამიანთან, რომელიც პოლიციელებს ხოცავს ქუჩაში.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო: შალვა აბულაძის ინტერვიუ და კადრები აქციიდან, რომელიც მან ბორჯომში გამართა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

"ცხედარს მოვუარე ქართული წესით, არ დაუწვავთ" - რას ჰყვება იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი, რომელმაც 3 დღე მიცვალებულთან გაატარა

გურმანების ახალი ჰიტი - ნუცა სურგულაძის საოცარი პასკები შოკოლადის განაშით