უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციის განცხადება ნინო გვენეტაძის ფეისბუქის შესახებ

უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციის განცხადება ნინო გვენეტაძის ფეისბუქის შესახებ

უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაცია სოციალურ ქსელებში დარეგისტრირებულ ნინო გვენეტაძის facebook გვერდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ აღნიშნული გვერდი სოციალურ ქსელებში არ განეკუთვნება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის ოფიციალურ გვერდს. იგი შექმნილია რამდენიმე თვის წინ უცნობი ადმინისტრატორის მიერ და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს მასთან კავშირი არ აქვს.

უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაცია აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებებისა და პოზიციის გაცნობის ოფიციალური და ერთადერთი წყარო მხოლოდ სასამართლოს ვებგვერდი და უზენაესი სასამართლოს facebook გვერდია.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."