"აპარატულ სუნთქვაზეა და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება" - ექიმი და ოჯახის წევრი დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობაზე საუბრობენ

"აპარატულ სუნთქვაზეა და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება" - ექიმი და ოჯახის წევრი დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობაზე საუბრობენ

დაჭრილი პოლიციელის, ვალერიან გრძელიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა გუშინდელთან შედარებით გაუმჯობესდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრის ექიმმა, პროფესორმა გია აზმაიფარაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით გაუმჯობესებელია.

"პაციენტი უკვე გონებაზეა, საუბარი შეუძლია, მაგრამ კვლავ მართვით სუნთქვაზე არის. ქირურგიული თვალსაზრისით გაუმჯობესება არის. თუ რამე გართულება არ მივიღეთ, ავადმყოფი წესით კარგად უნდა იყოს. ამას დროს გვაჩვენებს", - განაცხადა გია აზმაიფარაშვილმა. მისივე განცხადებით, პაციენტს ჩაუტარდა ერთი ოპერაცია, ნაწლავის მრავლობით დაზიანებაზე.

"ვალერიან გრძელიშვილს აქვს ერთი გამჭოლი ჭრილობა, თუმცა ეს ჭრილობა ისეთი ღრმა არის, რომ მან ნაწლავების მრავლობითი დაზიანება გამოიწვია", - განაცხადა გია აზმაიფარაშვილმა.

შსს-ს ისან-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი და დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელი ვალერიან გრძელიშვილი 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით შალვა აბულაძე შეაჩერეს. შალვა აბულაძემ მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება. მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები შალვა აბულაძის დაკავების მიზნით. გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია