საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მუქარა სისხლიანი ფოტოებით, ხარძიანის პატიმრობის დეტალები და ფარული შეხვედრა მოკლული ბიზნესმენის დასთან - გია უდესიანის სკანდალური ინტერვიუ
მუქარა სისხლიანი ფოტოებით, ხარძიანის პატიმრობის დეტალები და ფარული შეხვედრა მოკლული ბიზნესმენის დასთან - გია უდესიანის სკანდალური ინტერვიუ

გია უდე­სი­ა­ნის ოჯა­ხის წევ­რებს ემუქ­რე­ბი­ან და სის­ხლი­ა­ნი კუ­ბოს სუ­რა­თებს უგ­ზავ­ნი­ან. ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ "პოსტსკრიპ­ტუმს" თა­ვად გია უდე­სი­ან­მა მი­ა­წო­და. მისი თქმით, სუ­რა­თებს ბოლო დღე­ებ­ში მისი ცოლ-შვი­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით იღე­ბენ.

ბიზ­ნეს­მე­ნის გან­ცხა­დე­ბით, ბესო ხარ­ძი­ა­ნის მსგავ­სად მისი მკვლე­ლო­ბა შეკ­ვე­თი­ლია და მას­ზე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმაა და­გეგ­მი­ლი.

უდე­სი­ან­მა და მის­მა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებ­მა უკვე მი­მარ­თეს ფრანგ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს შე­საძ­ლო თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ და გია უდე­სი­ა­ნის დაც­ვა მო­ი­თხო­ვეს.

გია უდე­სი­ან­მა "პოსტსკრიპ­ტუმს" ასე­ვე ფა­რუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა, რო­მელ­შიც მისი მტკი­ცე­ბით, ცი­ხე­ში ბესო ხარ­ძი­ან­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხე­ბაც არის სა­უ­აბ­რი. ბიზ­ნეს­მე­ნის და ყვე­ბა, რომ მის ძმას სა­პა­ტიმ­რო­ში სცე­მენ და ამის მი­ზე­ზებ­საც ასა­ხე­ლებს. დე­ლი­კა­ტუ­რი მო­მენ­ტე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე დღეს გია უდე­სი­ა­ნი არც მა­სა­ლას აქ­ვეყ­ნებს და არც ამ­ბავს ყვე­ბა სრუ­ლად.

"მაია იყო ჩემ­თან, მან მთხო­ვა დახ­მა­რე­ბა ბესო ხარ­ძი­ან­თან და­კავ­ში­რე­ბით. ის ამ­ბობ­და, რომ ბე­სოს ცი­ხე­ში ცემ­და პა­ტი­მა­რი. როცა მე ვკი­თხე რა­ტომ? მან ისე­თი მი­ზე­ზი მი­თხრა, რომ ამა­ზე სა­უ­ბა­რი მე ახლა არ შე­მიძ­ლია. ეს ძა­ლი­ან დე­ლი­კა­ტუ­რია, თუმ­ცა რა­საც მაია ყვე­ბა, მე ეს ჩა­ნა­წე­რი მაქვს", - აცხა­დებს გია უდე­სი­ა­ნი.

გი­ორ­გი უდე­სი­ა­ნი ამ­ჟა­მად სვა­ნუ­რი სა­სა­მარლ­თლოს მო­ლო­დი­ნა­შია. ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი მისი და ბიზ­ნეს­მენ ბესო ხარ­ძი­ა­ნის და­პი­რის­პი­რე­ბის გან­ხილ­ვას 12 ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლის წი­ნა­შე გეგ­მავს. უდე­სი­ა­ნი ამ­ბობს, რომ დიდ სვა­ნურ შეკ­რე­ბა­ზე უნდა გა­ირ­ჩი­ეს, მისი და ბესო ხარ­ძი­ა­ნის ურ­თი­ერ­თო­ბის ყვე­ლა დე­ტა­ლი, ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რო­ბი­დან მტრო­ბამ­დე და ვერ­დიქ­ტიც სვან­მა უხუ­ცე­სებ­მა უნდა გა­მო­ი­ტა­ნონ.

"სვა­ნურ­მა სა­სა­მარ­თლომ გა­და­წყვი­ტოს, ვინ არის არა­კა­ცი და ვინ არის თაღ­ლი­თი, ვინ არის ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხმა­რე­ბე­ლი", - აცხა­დებს გი­ორ­გი უდე­სი­ა­ნი.

გი­ორ­გი უდე­სი­ა­ნი სვა­ნურ სა­სა­მარ­თლოს იმ ფა­რულ ჩა­ნა­წე­სებს გა­დას­ცემს, რო­მელ­საც ახლა პა­რიზ­ში ინა­ხავს. მეხ­სი­ე­რე­ბის ამ ბა­რათ­ზე 2011 წლის აპ­რილ­ში ბიზ­ნეს­მენ ბესო ხარ­ძი­ა­ნის დის მაია ხა­რი­ძი­ა­ნი­სა და მისი შეხ­ვედ­რის ვი­დე­ო­მა­სა­ლაა შე­ნა­ხუ­ლი.

მა­სა­ლი­დან ირ­კვე­ვა, რომ ბესო ხარ­ძი­ა­ნის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, მაია ხარ­ძი­ა­ნი ბესო უდე­სი­ა­თან ოფის­ში თა­ვად მი­ვი­და და სთხო­ვა, კუს ტბა­ზე მისი ძმის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი წილი შე­ე­ძი­ნა.

"მათ ჰქონ­დათ ფუ­ლის პრობ­ლე­მა, მან მთხო­ვა იყი­დეო მე უარ­ზე ივ­ყა­ვი", - აცხა­დებს უდე­სი­ა­ნი.

გთა­ვა­ზობთ ნა­წყვეტს უდე­სი­ა­ნი­სა და მაია ხარ­ძი­ა­ნის დი­ა­ლო­გი­დან:

- გეხ­ვე­წე­ბი, გია, შენ ნუ გგო­ნია, რომ მე ვინ­მეს კრესტს ვუს­მევ სი­მარ­თლეს ვაწ­ვე­ბი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე.

- მაია, და­მა­ნე­ბეთ რა თავი. არა­ნა­ი­რი პრო­ცენ­ტე­ბი არ მინ­და რა. გინ­და 10 მი­ლი­ო­ნად გა­ყი­დოს, გინ­და 100 მი­ლი­ო­ნად გა­ყი­დოს, რაც გინ­დათ ის ქე­ნით რა, არ მინ­და მაგ საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რა, ხო ტრ***ნი ბი­ჭია და რაც უნდა ის ქნას", - ამ­ბობს გია უდე­სი­ა­ნი.

- გია მე არა­ვინ არაფ­რად არ მთვლი­დით, ამ­ბობ­დით ეს ისე­თი ქა­ლი­აო, მაგ­რამ მე გია უდე­სი­ა­ნის გამო ტყვი­ას გა­და­ვუდ­გე­ბი, გია. ერთი ვთხო­ვე და კაც­მა ის გა­მი­კე­თა, რაც ვე­რა­ვინ ვერ გა­ა­კე­თა. ჭი­ან­ჭვე­ლე­ბი­ვით დავ­რბო­დით და არა­ვინ არა­ფე­რი გა­მი­კე­თა. მე შე­ვაკ­ვდე­ბო­დი, რო­გორც მისი მტე­რის და. აი, ასე შე­ვაკ­ვდე­ბო­დი მე ჩემ ნა­ძი­რა­ლა ძმას. დღეს, რომ მე მი­ჭირს ოფ­ლად ვარ დაღ­ვრი­ლი.

გია უდე­სი­ა­ნი ხარ­ძი­ა­ნე­ბის საქ­მის გარ­და, "პოსტსკრიპ­ტუმ­ში" კი­დევ ერთ სკან­და­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე სა­უბ­რობს. მისი თქმით, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში ის ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და და­ნა­ყოფს, რო­მე­ლიც სა­ი­დუმ­ლოდ იქ­მნე­ბო­და და მას თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი წვრთნიდ­ნენ.

"თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან ოფი­ცი­ა­ლუ­რი და­ნა­ყო­ფე­ბი იქ­მნე­ბო­და ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის ბა­ზა­ზე 450 კაცი, ავ­ღა­ნეთ-ერაყ-კო­სო­ვო გავ­ლი­ლი ვე­ტე­რა­ნე­ბი, ეს იმი­ტომ, რომ ამას თა­ვი­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ჰქონ­და. მომ­ზა­დე­ბას გა­დი­ოდ­ნენ. მე­თა­უ­რი მე ვი­ყა­ვი. ამ და­ნა­ყო­ფის 80% იყო სა­მა­ჩაბ­ლო­დან, სახლ-კარ დამ­წვა­რი, მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი, ღირ­სე­უ­ლი ქარ­თვე­ლი ვაჟ­კა­ცე­ბი იყ­ვნენ. ეს სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცია უნდა გა­მე­ცა? თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში არ­სე­ბობს ამის დომ­კუ­მენ­ტე­ბი. ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ალ­ბათ ჩა­ი­ხე­და ამა­ში. ხალ­ხი და­ი­ბა­რეს პრო­კუ­რა­ტი­უ­რა­ში ეძებ­დნენ ჩემ­ზე კომ­პრო­მა­ტებს. ხომ არ გცემ­დათ უდე­სი­ა­ნიო. რამე, რომ ეპო­ვათ, განა ამას მა­პა­ტი­ებ­დნენ? ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი მეც გა­მაჩ­ნია სა­ი­მე­დო ად­გი­ლას, თუ რო­გორ გა­დი­ო­და ჯგუ­ფი მომ­ზა­დე­ბას", - აცხა­დებს გია უდე­სი­ა­ნი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

მუქარა სისხლიანი ფოტოებით, ხარძიანის პატიმრობის დეტალები და ფარული შეხვედრა მოკლული ბიზნესმენის დასთან - გია უდესიანის სკანდალური ინტერვიუ

მუქარა სისხლიანი ფოტოებით, ხარძიანის პატიმრობის დეტალები და ფარული შეხვედრა მოკლული ბიზნესმენის დასთან - გია უდესიანის სკანდალური ინტერვიუ

გია უდესიანის ოჯახის წევრებს ემუქრებიან და სისხლიანი კუბოს სურათებს უგზავნიან. ინფორმაცია ამის შესახებ "პოსტსკრიპტუმს" თავად გია უდესიანმა მიაწოდა. მისი თქმით, სურათებს ბოლო დღეებში მისი ცოლ-შვილი სოციალური ქსელების მეშვეობით იღებენ.

ბიზნესმენის განცხადებით, ბესო ხარძიანის მსგავსად მისი მკვლელობა შეკვეთილია და მასზე შეიარაღებული თავდასხმაა დაგეგმილი.

უდესიანმა და მისმა უფლებადამცველებმა უკვე მიმართეს ფრანგ სამართალდამცავებს შესაძლო თავდასხმის შესახებ და გია უდესიანის დაცვა მოითხოვეს.

გია უდესიანმა "პოსტსკრიპტუმს" ასევე ფარული ვიდეოჩანაწერის შესახებ ესაუბრა, რომელშიც მისი მტკიცებით, ციხეში ბესო ხარძიანზე განხორციელებული ძალადობის შესახებაც არის საუაბრი. ბიზნესმენის და ყვება, რომ მის ძმას საპატიმროში სცემენ და ამის მიზეზებსაც ასახელებს. დელიკატური მომენტებიდან გამომდინარე დღეს გია უდესიანი არც მასალას აქვეყნებს და არც ამბავს ყვება სრულად.

"მაია იყო ჩემთან, მან მთხოვა დახმარება ბესო ხარძიანთან დაკავშირებით. ის ამბობდა, რომ ბესოს ციხეში ცემდა პატიმარი. როცა მე ვკითხე რატომ? მან ისეთი მიზეზი მითხრა, რომ ამაზე საუბარი მე ახლა არ შემიძლია. ეს ძალიან დელიკატურია, თუმცა რასაც მაია ყვება, მე ეს ჩანაწერი მაქვს", - აცხადებს გია უდესიანი.

გიორგი უდესიანი ამჟამად სვანური სასამარლთლოს მოლოდინაშია. ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანი მისი და ბიზნესმენ ბესო ხარძიანის დაპირისპირების განხილვას 12 ნაფიცი მსაჯულის წინაშე გეგმავს. უდესიანი ამბობს, რომ დიდ სვანურ შეკრებაზე უნდა გაირჩიეს, მისი და ბესო ხარძიანის ურთიერთობის ყველა დეტალი, ბიზნესპარტნიორობიდან მტრობამდე და ვერდიქტიც სვანმა უხუცესებმა უნდა გამოიტანონ.

"სვანურმა სასამართლომ გადაწყვიტოს, ვინ არის არაკაცი და ვინ არის თაღლითი, ვინ არის ნარკოტიკების მომხმარებელი", - აცხადებს გიორგი უდესიანი.

გიორგი უდესიანი სვანურ სასამართლოს იმ ფარულ ჩანაწესებს გადასცემს, რომელსაც ახლა პარიზში ინახავს. მეხსიერების ამ ბარათზე 2011 წლის აპრილში ბიზნესმენ ბესო ხარძიანის დის მაია ხარიძიანისა და მისი შეხვედრის ვიდეომასალაა შენახული.

მასალიდან ირკვევა, რომ ბესო ხარძიანის დაკავების შემდეგ, მაია ხარძიანი ბესო უდესიათან ოფისში თავად მივიდა და სთხოვა, კუს ტბაზე მისი ძმის საკუთრებაში არსებული წილი შეეძინა.

"მათ ჰქონდათ ფულის პრობლემა, მან მთხოვა იყიდეო მე უარზე ივყავი", - აცხადებს უდესიანი.

გთავაზობთ ნაწყვეტს უდესიანისა და მაია ხარძიანის დიალოგიდან:

- გეხვეწები, გია, შენ ნუ გგონია, რომ მე ვინმეს კრესტს ვუსმევ სიმართლეს ვაწვები თავიდან ბოლომდე.

- მაია, დამანებეთ რა თავი. არანაირი პროცენტები არ მინდა რა. გინდა 10 მილიონად გაყიდოს, გინდა 100 მილიონად გაყიდოს, რაც გინდათ ის ქენით რა, არ მინდა მაგ საქმეში მონაწილეობა რა, ხო ტრ***ნი ბიჭია და რაც უნდა ის ქნას", - ამბობს გია უდესიანი.

- გია მე არავინ არაფრად არ მთვლიდით, ამბობდით ეს ისეთი ქალიაო, მაგრამ მე გია უდესიანის გამო ტყვიას გადავუდგები, გია. ერთი ვთხოვე და კაცმა ის გამიკეთა, რაც ვერავინ ვერ გააკეთა. ჭიანჭველებივით დავრბოდით და არავინ არაფერი გამიკეთა. მე შევაკვდებოდი, როგორც მისი მტერის და. აი, ასე შევაკვდებოდი მე ჩემ ნაძირალა ძმას. დღეს, რომ მე მიჭირს ოფლად ვარ დაღვრილი.

გია უდესიანი ხარძიანების საქმის გარდა, "პოსტსკრიპტუმში" კიდევ ერთ სკანდალურ ინფორმაციაზე საუბრობს. მისი თქმით, წინა ხელისუფლების პერიოდში ის ხელმძღვანელობდა დანაყოფს, რომელიც საიდუმლოდ იქმნებოდა და მას თავდაცვისა და უშიშროების წარმომადგენლები წვრთნიდნენ.

"თავდაცვის სამინისტროსთან ოფიციალური დანაყოფები იქმნებოდა ეროვნული გვარდიის ბაზაზე 450 კაცი, ავღანეთ-ერაყ-კოსოვო გავლილი ვეტერანები, ეს იმიტომ, რომ ამას თავისი დანიშნულება ჰქონდა. მომზადებას გადიოდნენ. მეთაური მე ვიყავი. ამ დანაყოფის 80% იყო სამაჩაბლოდან, სახლ-კარ დამწვარი, მოტივირებული, ღირსეული ქართველი ვაჟკაცები იყვნენ. ეს საიდუმლო ინფორმაცია უნდა გამეცა? თავდაცვის სამინისტროში არსებობს ამის დომკუმენტები. ახალმა ხელისუფლებამ ალბათ ჩაიხედა ამაში. ხალხი დაიბარეს პროკურატიურაში ეძებდნენ ჩემზე კომპრომატებს. ხომ არ გცემდათ უდესიანიო. რამე, რომ ეპოვათ, განა ამას მაპატიებდნენ? ეს ჩანაწერები მეც გამაჩნია საიმედო ადგილას, თუ როგორ გადიოდა ჯგუფი მომზადებას", - აცხადებს გია უდესიანი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ