მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ვერსია აქვს ბიძინა ივანიშვილს ბესიკ ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებით
რა ვერსია აქვს ბიძინა ივანიშვილს ბესიკ ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებით

ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის აზ­რით, ბე­სიკ ხარ­ძი­ა­ნის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა რო­გორც არ უნდა გაგ­რძელ­დეს, მთა­ვა­რი დამ­კვე­თი ის ძა­ლა­დობ­რი­ვი სის­ტე­მაა, რო­მე­ლიც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დროს და­ი­ნერ­გა. ამის შე­სა­ხებ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­და­ცე­მა "კვი­რის 2030"-ში, ბესო ხარ­ძი­ა­ნის საქ­მე­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

"ვერ­სია ერ­თია - სა­თა­ვე ბო­რო­ტე­ბი­სა იყო იმ სის­ტე­მა­ში. ეს სის­ტე­მა ნერ­გავ­და ამას ყვე­ლა­ფერს და აღ­ვი­ვებ­და. ჩუ­ქე­ბა, ქო­ნე­ბის გა­და­ფორ­მე­ბა, ჯერ ბე­სი­კის და­პა­ტიმ­რე­ბა რა ფორ­მით მოხ­და, ნა­ხეთ, ძა­ლით გა­ა­ღე­ბი­ნეს პირი და ნარ­კო­ტი­კე­ბი ჩა­უ­ყა­რეს. ეს კა­ტას­ტრო­ფაა, რო­მე­ლი სა­უ­კუ­ნეა, ასე­თი ძა­ლა­დო­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან არ ვიცი, უახ­ლო­ეს ას­წლე­უ­ლებ­ში შე­იძ­ლე­ბა ვერც კი გა­იხ­სე­ნოთ. ათი ათა­სო­ბით ქო­ნე­ბა გა­და­ფორ­მე­ბუ­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის მა­სი­უ­რი აღ­დგე­ნა, რა­საც ითხოვს ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, სწო­რედ ეს გახ­ლავთ. გაგ­რძე­ლე­ბა არის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი. გა­სა­გე­ბია, სა­ი­და­ნაც არის ეს სა­თა­ვე, ეს სის­ტე­მა იყო, რო­მე­ლიც ამას ნერ­გავ­და და ეს არის ამის ნა­ყო­ფი. გა­მო­ძი­ე­ბა რო­გორც არ უნდა გაგ­რძელ­დეს და რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ, რომ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი და­ი­სა­ჯონ, მთა­ვა­რია დამ­კვე­თე­ბი ვინ არი­ან, მაგ­რამ მთა­ვა­რი დამ­კვე­თი ამის გახ­ლდათ ის ძა­ლა­დობ­რი­ვი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც და­ი­ნერ­გა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დროს", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ასე­ვე: ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი - გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ოპო­ზი­ცი­ა­შია გუნდთან და ამას ვერ ამ­ხელს

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

რა ვერსია აქვს ბიძინა ივანიშვილს ბესიკ ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებით

რა ვერსია აქვს ბიძინა ივანიშვილს ბესიკ ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებით

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის აზრით, ბესიკ ხარძიანის საქმის გამოძიება როგორც არ უნდა გაგრძელდეს, მთავარი დამკვეთი ის ძალადობრივი სისტემაა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" დროს დაინერგა. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა "კვირის 2030"-ში, ბესო ხარძიანის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

"ვერსია ერთია - სათავე ბოროტებისა იყო იმ სისტემაში. ეს სისტემა ნერგავდა ამას ყველაფერს და აღვივებდა. ჩუქება, ქონების გადაფორმება, ჯერ ბესიკის დაპატიმრება რა ფორმით მოხდა, ნახეთ, ძალით გააღებინეს პირი და ნარკოტიკები ჩაუყარეს. ეს კატასტროფაა, რომელი საუკუნეა, ასეთი ძალადობა სახელმწიფოს მხრიდან არ ვიცი, უახლოეს ასწლეულებში შეიძლება ვერც კი გაიხსენოთ. ათი ათასობით ქონება გადაფორმებული და სამართლიანობის მასიური აღდგენა, რასაც ითხოვს ჩვენი საზოგადოება, სწორედ ეს გახლავთ. გაგრძელება არის კატასტროფული. გასაგებია, საიდანაც არის ეს სათავე, ეს სისტემა იყო, რომელიც ამას ნერგავდა და ეს არის ამის ნაყოფი. გამოძიება როგორც არ უნდა გაგრძელდეს და რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გააკეთოს პროკურატურამ, რომ დამნაშავეები დაისაჯონ, მთავარია დამკვეთები ვინ არიან, მაგრამ მთავარი დამკვეთი ამის გახლდათ ის ძალადობრივი სისტემა, რომელიც დაინერგა "ნაციონალური მოძრაობის" დროს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

იხილეთ ასევე: ბიძინა ივანიშვილი - გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციაშია გუნდთან და ამას ვერ ამხელს

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."