ტელეწამყვანი ნანაუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ვიდეჩანაწერს აქვეყნებს, სადაც გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე "ობიექტივის" ეთერში ერთვება და ბორჯომში მოსალოდნელი სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ჩანაწერში ჟურნალისტი ამბობს სპეცოპერაცია "პატიოსანი და ქვეყნის პატრიოტი" ადამიანის, შალვა აბულაძის წინააღმდეგ იგეგმება. სავარაუდოდ, საუბარია პოლიციელბის მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძის შესახებ. ჟორჟოლიანი ასევე ფოტოს აქვეყნებს, რომელიც "ასავალა-დასავალის" მიერ ბორჯომში გამართულ აქციაზეა გადაღებული.
"ანონიმურმა წყარომ მომაწოდა ეს ფოტო. მეუბნებიან, რომ სათვალეებში ადამიანი არის შალვა აბულაძე. წყაროს ინფორმაციით ამ ადამიანს ეძებს პოლიცია.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია! ეს ადამიანი ცოტა ხსნის წინ იყო აქციის ორგანიზატორი. აქციის, რომელიც "ასავალ-დასავალმა" მოაწყო ბორჯომში!
თუ ეს მართალია, რუსული ძალები მიზანმიმართულად რევენ ქვეყანას!
ასავალ-დასავალმა და მისმა ჟურნალისტმა დიტო ჩუბინიძემ გვიპასუხოს! მათი თანამებრძოლი რატომ გვიკლავს პოლიციელებს!
***
დაიკითხა თუ არა ასავალ-დასავალის ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე! გვიპასუხოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ!
პოლიციელების მკვლელობაში ეჭვმიტანილის დამცველი და თანამებრძოლი!
***
ასავალ-დასავალმა შექმნა ბედუკაძე!
ასავალ-დასავალის თანამებრძოლია პირი, რომელიც პოლიციელების მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.
ასავალ-დასავალი თესავს ზიზღს და დაპირისპირებას!
კითხვები ვის გაქვთ, გამოდით უნდა დაგთვალოთ", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.