პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დუტას სამი ჩხუბი პირადი შეურაცხყოფის გამო
დუტას სამი ჩხუბი პირადი შეურაცხყოფის გამო

სი­ტყვა პო­პუ­ლა­რო­ბას რომ ვახ­სე­ნებთ, პირ­ველ სა­მე­ულ­ში, ალ­ბათ, ბევ­რი თქვენ­გა­ნი დუტა სხირტლა­ძეს და­ა­სა­ხე­ლებს. მის­თვის მხო­ლოდ ერთი სა­ხის პო­პუ­ლა­რო­ბა არ­სე­ბობს და მას და­დე­ბი­თად და უარ­ყო­ფი­თად არ ყოფს, "სტა­ლი­ნიც და ჰიტ­ლე­რიც პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ გო­რე­ლებს სტა­ლი­ნი უყ­ვართ, ჰიტ­ლე­რი - არა, ჩემ­თვის კი ორი­ვე ერ­თნა­ი­რი ტი­რა­ნი იყო. სულ კი­თხუ­ლო­ბენ, ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძემ უფრო კარ­გად ითა­მა­შა აზ­და­კი თუ რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძემ. მე კი მგო­ნია, რომ ერო­სის აზ­და­კი უფრო მა­გა­რი იყო, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ რა­მა­ზის რი­ჩარდ მე­სა­მე­ზე არ ვბო­დავ. ორი­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლია, მაგ­რამ რა­ღაც კონ­კრე­ტულ მო­მენ­ტში არ მე­ვა­სე­ბა რა­მა­ზი და მომ­წონს ერო­სი. ასე რომ, შევ­თან­ხმდეთ, პო­პუ­ლა­რო­ბა ერთი ცნე­ბაა, ხან ასეა, ხან - ისე", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი

- პირ­ვე­ლად პო­პუ­ლა­რო­ბა რო­დის იგ­რძე­ნი?

- ჩემს პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში, თე­ლავ­ში. ვი­ყა­ვი თი­ნა­სა და დო­დი­კას შვი­ლიშ­ვი­ლი, ყვე­ლა მცნობ­და. გვქონ­და ჯგუ­ფი "ღა­მუ­რე­ბი", რო­მე­ლიც თე­ლავ­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. ეს ცნო­ბა­დო­ბა, დიდი ხნის პა­უ­ზის შემ­დეგ, გა­ი­ზარ­და და სა­ყო­ველ­თაო პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ვი­პო­ვე ქვე­ყა­ნა­ში გა­და­ცე­მით "ვის უნდა 20 000". მა­ნამ­დე თე­ატ­რა­ლუ­რი სარ­და­ფის წყა­ლო­ბით ვიწ­რო წრე­ში მცნობ­დნენ. იმა­ში კი, რომ ყვე­ლა მომ­სალ­მე­ბო­და, დიდი როლი ითა­მა­შა ტე­ლე­ვი­ზი­ამ.

- თა­ვად თუ გქონ­და მიზ­ნად სუ­პერ­პო­პუ­ლა­რო­ბა?

- არ მქო­ნია ამი­სი ამ­ბი­ცია. თე­ატ­რი­დან წას­ვლა არ მინ­დო­და. ზუს­ტად ვიგ­რძე­ნი, რომ რო­გორც თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბის­თვის და ზო­გა­დად, რო­გორც მსა­ხი­ო­ბის­თვის, ეს კარ­გი არ იქ­ნე­ბო­და. ჩემი თან­ხმო­ბა დიდ­წი­ლად იმა­ნაც გა­ნა­პი­რო­ბა, რომ თე­ატ­რა­ლუ­რი სარ­და­ფი პირ­ვე­ლი კო­მერ­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი იყო, მას სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბა არ ჰქო­ნია და შე­სა­ბა­მი­სად, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გა­მო­ჩე­ნით მას რეკ­ლა­მას გა­ვუ­წევ­დი.

- ძვე­ლი და დღე­ვან­დე­ლი დუტა ერ­თმა­ნე­თის­გან რით გან­სხვავ­დე­ბა?

- პრინ­ციპ­ში, არაფ­რით, ში­ნა­გა­ნად ნამ­დვი­ლად არაფ­რით გან­ვსხვავ­დე­ბით. ერთი ისაა, რომ ცოტა დავ­ბერ­დი, ასაკ­ში ვარ. და იმი­თაც, რომ ახლა პო­პუ­ლა­რუ­ლი ვარ.

- "ვის უნდა 20 000"-ის დროს მხო­ლოდ და­დე­ბი­თად პო­პუ­ლა­რუ­ლი იყა­ვი. მერე გა­მოჩ­ნდა ნე­გა­ტი­ვი...

- ჩემი აზ­რით, არ­სე­ბობს მხო­ლოდ ერთი სა­ხის პო­პუ­ლა­რო­ბა, უბ­რა­ლოდ, არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად აღ­გიქ­ვა­მენ, პო­ზი­ტი­ურ აზრს გა­მო­ხა­ტა­ვენ ან შენი პო­პუ­ლა­რო­ბა აღი­ზი­ა­ნებთ. ვფიქ­რობ, ეს ადა­მი­ა­ნე­ბის კომ­პლექ­სებს უკავ­შირ­დე­ბა. როცა ადა­მი­ა­ნი პო­პუ­ლა­რუ­ლია და შენ მას­ზე ცუ­დად ლა­პა­რა­კობ, აგი­ნებ, მის მსგავს პო­პუ­ლა­რო­ბას მო­ი­პო­ვებ. და­ვუშ­ვათ, რეზო ამა­შუ­კელს და­აკ­ლდა პო­პუ­ლა­რო­ბა. და­ი­წყო ყვე­ლას გი­ნე­ბა, ნა­ცე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, გნა­ცე­ბით, შმა­ცე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. აგი­ნებს ყვე­ლას, ვი­სიც არ მო­ე­რი­დე­ბა, ვინც რა­ღა­ცას აკე­თებს. ეს პო­პუ­ლა­რო­ბის ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი ხერ­ხია. აქვე აღ­ვნიშ­ნავ, რომ მას დიდ პა­ტივს ვცემ და მომ­წონს მისი შე­მოქ­მე­დე­ბა, მიყ­ვარს და მეყ­ვა­რე­ბა ყო­ველ­თვის იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ იცის ხოლ­მე ლან­ძღვა. მერე რა,… რეზო ამა­შუ­კელ­მა მე რომ აღარ მო­მიხ­სე­ნი­ოს, ძა­ლი­ან მე­წყი­ნე­ბა, რად­გან მინ­და, რომ მო­მიხ­სე­ნი­ოს (იღი­მის).

- სი­ტყვა პო­პუ­ლა­რო­ბა­ზე დუტა გა­გახ­სენ­დე­ბა. ყველ­გან დუ­ტაა...…

- უთო­შიც კი (იცი­ნის). ვცდი­ლობ, ბავ­შვე­ბის­თვის ისე­თი ტიპი ვიყო, რო­მელ­საც მარ­თლა ყველ­გან და­ი­ნა­ხა­ვენ, იმი­ტომ, რომ ბევ­რს მუ­შა­ობს. მუ­შა­ო­ბა არ მე­ზა­რე­ბა. ერ­თგვა­რი პი­ა­რია, რომ ყველ­გან დუ­ტაა, ეს თით­ქოს და­ცინ­ვაა, მაგ­რამ მად­ლო­ბა მათ, ვინც ეს გა­მო­ნათ­ქვა­მი მო­ი­ფიქ­რა. უთო­შიც სი­ა­მოვ­ნე­ბით ვიქ­ნე­ბო­დი, მა­ცივ­რის კარ­ზეც, მეტ­რო­შიც გა­მო­ვა­ცხა­დებ­დი რა­მეს, თუკი ეს ადა­მი­ა­ნებს პო­ზი­ტი­ურ გან­წყო­ბას შე­უქ­მნი­და. ვი­საც ის აღი­ზი­ა­ნებს, რა­ტო­მაა დუტა ყველ­გან ყო­ველ­თვის, მათ ვე­ტყვი, რომ გუმ­ბა­რი­ძის დრო­ი­დან სცე­ნა­ზე ვდგა­ვარ.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

დუტას სამი ჩხუბი პირადი შეურაცხყოფის გამო

დუტას სამი ჩხუბი პირადი შეურაცხყოფის გამო

სიტყვა პოპულარობას რომ ვახსენებთ, პირველ სამეულში, ალბათ, ბევრი თქვენგანი დუტა სხირტლაძეს დაასახელებს. მისთვის მხოლოდ ერთი სახის პოპულარობა არსებობს და მას დადებითად და უარყოფითად არ ყოფს, ''სტალინიც და ჰიტლერიც პოპულარულები არიან, მაგრამ გორელებს სტალინი უყვართ, ჰიტლერი - არა, ჩემთვის კი ორივე ერთნაირი ტირანი იყო. სულ კითხულობენ, ეროსი მანჯგალაძემ უფრო კარგად ითამაშა აზდაკი თუ რამაზ ჩხიკვაძემ. მე კი მგონია, რომ ეროსის აზდაკი უფრო მაგარი იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამაზის რიჩარდ მესამეზე არ ვბოდავ. ორივე პოპულარულია, მაგრამ რაღაც კონკრეტულ მომენტში არ მევასება რამაზი და მომწონს ეროსი. ასე რომ, შევთანხმდეთ, პოპულარობა ერთი ცნებაა, ხან ასეა, ხან - ისე'', - ამბობს მსახიობი

- პირველად პოპულარობა როდის იგრძენი?

- ჩემს პატარა ქალაქში, თელავში. ვიყავი თინასა და დოდიკას შვილიშვილი, ყველა მცნობდა. გვქონდა ჯგუფი ''ღამურები'', რომელიც თელავში ძალიან პოპულარული გახდა. ეს ცნობადობა, დიდი ხნის პაუზის შემდეგ, გაიზარდა და საყოველთაო პოპულარობა მოვიპოვე ქვეყანაში გადაცემით ''ვის უნდა 20 000''. მანამდე თეატრალური სარდაფის წყალობით ვიწრო წრეში მცნობდნენ. იმაში კი, რომ ყველა მომსალმებოდა, დიდი როლი ითამაშა ტელევიზიამ.

- თავად თუ გქონდა მიზნად სუპერპოპულარობა?

- არ მქონია ამისი ამბიცია. თეატრიდან წასვლა არ მინდოდა. ზუსტად ვიგრძენი, რომ როგორც თეატრის მსახიობისთვის და ზოგადად, როგორც მსახიობისთვის, ეს კარგი არ იქნებოდა. ჩემი თანხმობა დიდწილად იმანაც განაპირობა, რომ თეატრალური სარდაფი პირველი კომერციული ქართული თეატრი იყო, მას სახელმწიფო დაფინანსება არ ჰქონია და შესაბამისად, ტელევიზიაში გამოჩენით მას რეკლამას გავუწევდი.

- ძველი და დღევანდელი დუტა ერთმანეთისგან რით განსხვავდება?

- პრინციპში, არაფრით, შინაგანად ნამდვილად არაფრით განვსხვავდებით. ერთი ისაა, რომ ცოტა დავბერდი, ასაკში ვარ. და იმითაც, რომ ახლა პოპულარული ვარ.

- ''ვის უნდა 20 000''-ის დროს მხოლოდ დადებითად პოპულარული იყავი. მერე გამოჩნდა ნეგატივი...

- ჩემი აზრით, არსებობს მხოლოდ ერთი სახის პოპულარობა, უბრალოდ, არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვანაირად აღგიქვამენ, პოზიტიურ აზრს გამოხატავენ ან შენი პოპულარობა აღიზიანებთ. ვფიქრობ, ეს ადამიანების კომპლექსებს უკავშირდება. როცა ადამიანი პოპულარულია და შენ მასზე ცუდად ლაპარაკობ, აგინებ, მის მსგავს პოპულარობას მოიპოვებ. დავუშვათ, რეზო ამაშუკელს დააკლდა პოპულარობა. დაიწყო ყველას გინება, ნაცებიდან მოყოლებული, გნაცებით, შმაცებით დამთავრებული. აგინებს ყველას, ვისიც არ მოერიდება, ვინც რაღაცას აკეთებს. ეს პოპულარობის ძალიან მარტივი ხერხია. აქვე აღვნიშნავ, რომ მას დიდ პატივს ვცემ და მომწონს მისი შემოქმედება, მიყვარს და მეყვარება ყოველთვის იმის მიუხედავად, რომ იცის ხოლმე ლანძღვა. მერე რა,… რეზო ამაშუკელმა მე რომ აღარ მომიხსენიოს, ძალიან მეწყინება, რადგან მინდა, რომ მომიხსენიოს (იღიმის).

- სიტყვა პოპულარობაზე დუტა გაგახსენდება. ყველგან დუტაა...…

- უთოშიც კი (იცინის). ვცდილობ, ბავშვებისთვის ისეთი ტიპი ვიყო, რომელსაც მართლა ყველგან დაინახავენ, იმიტომ, რომ ბევრს მუშაობს. მუშაობა არ მეზარება. ერთგვარი პიარია, რომ ყველგან დუტაა, ეს თითქოს დაცინვაა, მაგრამ მადლობა მათ, ვინც ეს გამონათქვამი მოიფიქრა. უთოშიც სიამოვნებით ვიქნებოდი, მაცივრის კარზეც, მეტროშიც გამოვაცხადებდი რამეს, თუკი ეს ადამიანებს პოზიტიურ განწყობას შეუქმნიდა. ვისაც ის აღიზიანებს, რატომაა დუტა ყველგან ყოველთვის, მათ ვეტყვი, რომ გუმბარიძის დროიდან სცენაზე ვდგავარ.

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება