ცნობილი დიზაინერის კარლ ლაგერფელდის კატა, შუპეტმა გასულ წელს 3 მილიონი ევრო "იშოვა". ამის შესახებ დიზაინერმა თავად განუცხადა ჟურნალისტებს.
შუპეტი შარშან ორ სარეკლამო კამპანიაში გადაიღეს - ავტომობილ Opel Corsa-ს და კოსმეტიკის იაპონური ბრენდის Shu Uemura-ს სარეკლამო რგოლებში.
ლაგერფელდის თქმით, კატას საკვები პროდუქტების რეკლამებში გადაღების უფლებას არ მისცემს. "უნიკალური არსებაა, ადამიანივით. ოღონდ კარგია, რომ დუმს" - განაცხადა დიზაინერმა და იქვე აღნიშნა, რომ კატა დასანახად ვერ იტანს სხვა ცხოველებსა და ბავშვებს.
გასულ წელს წიგნიც გამოვიდა სახელწოდებით: "შუპეტი: მოდური კატის პირადი ცხოვრება". ამ ცნობილი ფისოს ბიოგრაფია ორმა მწერალმა - პატრიკ მორიემ და ჟან-კრისტოფ ნაპიამ დაწერეს.
ბირმული კატა შუპეტი თავის დროზე ლაგერფელდს მეგობარმა რამდენიმე დღის მიაბარა. დიზაინერი ისე შეეჩვია ცხოველს, რომ მეგობარს სთხოვა ეჩუქებინა.
შუპეტს თვითერში თავისი ექაუნთიც აქვს და 47 000 ხელმომწერი. მისი ასაკი, მოდის კანონების თანახმად, გასაიდუმლოებულია.