მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ და როდის მოვიყვანოთ ჯეჯილი, რომ სააღდგომოდ მოესწროს
როგორ და როდის მოვიყვანოთ ჯეჯილი, რომ სააღდგომოდ მოესწროს

ძვე­ლი ტრა­დი­ცი­ის მი­ხედ­ვით, ბზო­ბის კვი­რას, მორ­წმუ­ნე­ე­ბი ხორ­ბალს თე­სენ. ლან­გარ­ზე დე­ბენ წყალ­ში დას­ვე­ლე­ბულ ბამ­ბას და მას­ზე მუ­ჭით მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით ხორ­ბალს მი­მო­ფან­ტა­ვენ. ხორ­ბა­ლი ღვივ­დე­ბა და ჯე­ჯი­ლი იზ­რდე­ბა.

ასე­ვე ძვე­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი წე­სის თა­ნახ­მად, მორ­წმუ­ნე­ე­ბი აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულს ერ­თმა­ნეთს პას­კი­თა და ჯე­ჯილ­ში ჩა­დე­ბუ­ლი წი­თე­ლი კვერ­ცხე­ბით ულო­ცა­ვენ.

მწვა­ნე ჯე­ჯი­ლი ახა­ლი ცხოვ­რე­ბის სიმ­ბო­ლოა, რო­მე­ლიც იესო ქრის­ტემ ადა­მი­ა­ნებს თა­ვი­სი აღ­დგო­მით მი­ა­ნი­ჭა.

ახლა უფრო დე­ტა­ლუ­რად იმა­ზე, თუ რო­გორ უნდა და­ი­თე­სოს ჯე­ჯი­ლი სა­აღ­დგო­მოდ, რომ მო­ეს­წროს. არ­სე­ბობს ასე­თი მო­საზ­რე­ბაც: უნდა აი­ღოთ და­ახ­ლო­ე­ბით 500 გრა­მი ხორ­ბლის მარ­ცვა­ლი, გა­რე­ცხოთ, და­ას­ხათ შემთბა­რი წყა­ლი და ასე მთე­ლი ღამე გა­ა­ჩე­როთ.

დი­ლით წყა­ლი უნდა გა­და­იღ­ვა­როს და ხორ­ბა­ლი ისევ გა­ი­რე­ცხოს. ჩა­ი­ყა­როს მი­ნის ქი­ლა­ში და თავ­ზე და­ე­ფა­როს, და­იდ­გას თბილ ად­გი­ლას და 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ასე გა­ჩერ­დეს.

მომ­დევ­ნო დღეს კი­დევ ერთხელ გა­და­ევ­ლოს წყა­ლი და ლან­გარ­ზე 1-1,5 სმ სის­ქე­ზე გა­ნა­წილ­დეს. ლან­გა­რი სა­სურ­ვე­ლია, გა­მათ­ბო­ბელ­თან და­იდ­გას. რაც უფრო თბი­ლად იქ­ნე­ბა, უფრო სწრა­ფად გა­იზ­რდე­ბა.

გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია: ლან­გარ­ზე და­ფე­ნილ ხორ­ბალს მორ­წყვა არ სჭირ­დე­ბა. მხო­ლოდ ზე­მო­დან სა­ნა­მა­ვი პულ­ვი­ზა­ტო­რით მო­ას­ხუ­რეთ წყა­ლი დილა-სა­ღა­მოს, რომ არ გა­მოშ­რეს. და­ახ­ლო­ე­ბით ერთ კვი­რა­ში თქვენ მიერ და­თე­სი­ლი ჯე­ჯი­ლი ულა­მა­ზე­სი სა­ნა­ხა­ვი იქ­ნე­ბა.

მო­ამ­ზა­და ლალი ფა­ცი­ამ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

როგორ და როდის მოვიყვანოთ ჯეჯილი, რომ სააღდგომოდ მოესწროს

როგორ და როდის მოვიყვანოთ ჯეჯილი, რომ სააღდგომოდ მოესწროს

ძველი ტრადიციის მიხედვით, ბზობის კვირას, მორწმუნეები ხორბალს თესენ. ლანგარზე დებენ წყალში დასველებულ ბამბას და მასზე მუჭით მცირე რაოდენობით ხორბალს მიმოფანტავენ. ხორბალი ღვივდება და  ჯეჯილი იზრდება.

ასევე ძველი ქრისტიანული წესის თანახმად, მორწმუნეები აღდგომის დღესასწაულს ერთმანეთს პასკითა და ჯეჯილში ჩადებული წითელი კვერცხებით ულოცავენ.

მწვანე ჯეჯილი ახალი ცხოვრების სიმბოლოა, რომელიც იესო ქრისტემ ადამიანებს თავისი აღდგომით მიანიჭა.

ახლა უფრო დეტალურად იმაზე, თუ როგორ უნდა დაითესოს ჯეჯილი სააღდგომოდ, რომ მოესწროს. არსებობს ასეთი მოსაზრებაც: უნდა აიღოთ დაახლოებით 500 გრამი ხორბლის მარცვალი, გარეცხოთ, დაასხათ შემთბარი წყალი და ასე მთელი ღამე გააჩეროთ.

დილით წყალი უნდა გადაიღვაროს და ხორბალი ისევ გაირეცხოს. ჩაიყაროს მინის ქილაში და თავზე დაეფაროს, დაიდგას თბილ ადგილას და 24 საათის განმავლობაში ასე გაჩერდეს.

მომდევნო დღეს კიდევ ერთხელ გადაევლოს წყალი და ლანგარზე 1-1,5 სმ სისქეზე განაწილდეს. ლანგარი სასურველია, გამათბობელთან დაიდგას. რაც უფრო თბილად იქნება, უფრო სწრაფად გაიზრდება.

გასათვალისწინებელია: ლანგარზე დაფენილ ხორბალს მორწყვა არ სჭირდება. მხოლოდ ზემოდან სანამავი პულვიზატორით მოასხურეთ წყალი დილა-საღამოს, რომ არ გამოშრეს. დაახლოებით ერთ კვირაში თქვენ მიერ დათესილი ჯეჯილი ულამაზესი სანახავი იქნება.

მოამზადა ლალი ფაციამ

საქართველოში კორონავირუსისგან 50 ადამიანია გამოჯანმრთელებული

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

„აქსის თაუერსმა“ მერიას 1000 ოჯახისთვის დამზადებული სასურსათე კალათა გადასცა