საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქურდული ანგარიშსწორება წყნეთში და "ოქროს ქვიშის საქმე" - გაუჩინარებული ნახევარი მილიონი
ქურდული ანგარიშსწორება წყნეთში და  "ოქროს ქვიშის საქმე" - გაუჩინარებული ნახევარი მილიონი

გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 60-იან წლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კის დე­და­ქა­ლაქ თბი­ლის­ში მომ­ხდარ­მა ქურ­დულ­მა ან­გა­რიშს­წო­რე­ბამ დიდი მით­ქმა-მოთ­ქმა გა­მო­იწ­ვია...

ქურ­დულ გარ­ჩე­ვა­ზე ალა­პა­რაკ­და ყვე­ლა - უბ­რა­ლო პა­რიკ­მა­ხე­რე­ბი­თა და ტაქ­სის მძღო­ლე­ბით და­წყე­ბუ­ლი, კრემ­ლის მეს­ვე­უ­რე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, იმ დროს ამ თე­მა­ზე მხო­ლოდ ჩურ­ჩუ­ლით სა­უბ­რობ­დნენ, მაგ­რამ ჩურ­ჩუ­ლით ნათ­ქვა­მიც კი მსმე­ნე­ლებ­ზე დიდ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ მრგვალ ბაღ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბა კავ­შირ­ში იყო თეთ­რი გე­ნერ­ლის - ან­ტონ დე­ნი­კი­ნის მიერ 1919 წელს გა­და­მა­ლუ­ლი გან­ძე­უ­ლო­ბის საქ­მეს­თან. ამ ყვე­ლა­ფერს ის მოჰ­ყვა, რომ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის უმაღ­ლეს­მა მეს­ვე­უ­რებ­მა საქ­მე გა­ა­სა­ი­დუმ­ლო­ეს.

"დე­ნი­კი­ნის გან­ძის საქ­მის" მთა­ვა­რი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი საბ­ჭო­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბამ ვერ მო­ი­ხელ­თა და ცხა­დია, ვერც მის მიერ სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ტა­ნილ გან­ძე­უ­ლო­ბას მი­აგ­ნეს სად­მე. ამის გამო, კრემ­ლის მეს­ვე­უ­რებ­მა საქ­მე და­ხუ­რეს, ცხრაკ­ლი­ტულ­შიც ჩა­კე­ტეს და მათ, ვი­საც "დე­ნი­კი­ნის გან­ძე­უ­ლო­ბა­ზე" ერთი სი­ტყვაც წა­მოს­ცდე­ბო­და, ტრა­დი­ცი­უ­ლად, ცი­ხით და­ე­მუქრნენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ საქ­მე­ში მო­ნა­წი-ლე პირ­თა­გან ბევ­რი დღე­საც კი ცო­ცხა­ლია, ამი­ტო­მაც ვარ­ჩიე, რომ მათი სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი შე­მეც­ვა­ლა.

GზაPრეს­სამ­ბა­ვი სრუ­ლი­ად ბა­ნა­ლუ­რად და­ი­წყო: 1961 წლის 7 მა­ისს დი­ლით ადრე, მრგვალ ბაღ­თან მი­ლი­ცი­ამ უც­ნო­ბი ახალ­გაზ­რდა კა­ცის გვა­მი ნახა. ის იქვე ახ­ლოს მცხოვ­რე­ბი ვინ­მე არ­ტურ სო­რო­კი­ნი აღ­მოჩ­ნდა. გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა შვე­ლი­ძემ, რო­მელ­საც ამ ფაქ­ტის გა­მო­ძი­ე­ბა მი­ან­დვეს, გარ­დაც­ვლი­ლის მე­ზობ­ლე­ბი­სა­გან ერ­თგვა­რო­ვა­ნი ჩვე­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო - სო­რო­კი­ნი თბი­ლის­ში ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი იყო, ბინა სიკ­ვდი­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე ეყი­და და მე­ზობ­ლებ­თან ნაკ­ლე­ბად ურ­თი­ერ­თობ­და. ერთი შე­ხედ­ვით, ყვე­ლა­ფე­რი ძალ­ზე ჩვე­უ­ლებ­რივ კრი­მი­ნა­ლურ შემ­თხვე­ვას ჰგავ­და, რომ არა ერთი უც­ნა­უ­რი დე­ტა­ლი: არ­ტურ სო­რო­კი­ნი ზურ­გში, გუ­ლის მხა­რეს, წვრი­ლი და ბას­რი საგ­ნის ჩარ­ტყმით მო­ეკ­ლათ და არც გა­ე­ძარ­ცვათ. დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას, გვამს გუ­ლის ჯი­ბე­ში ჩა­დე­ბულ სა­ფუ­ლე­ში 500 მა­ნე­თი უპო­ვეს. ეს გა­რე­მო­ე­ბა გა­მომ­ძი­ე­ბელ შვე­ლი­ძეს აფიქ­რე­ბი­ნებ­და, რომ სო­რო­კი­ნი რა­ღაც სხვა, გა­ცი­ლე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი მი­ზე­ზის გამო უნდა მო­ეკ­ლათ. გარ­და ამი­სა, არ­ტურ სო­რო­კინს არა­რუ­სუ­ლი, ოდ­ნავ მონ­ღო­ლო­ი­დუ­რი გა­რეგ­ნო­ბა ჰქონ­და და შვე­ლი­ძე ამა­ნაც და­ა­ეჭ­ვა - გვა­რი და სა­ხე­ლი შეც­ვლი­ლი არ ჰქონ­დე­სო.

შვე­ლი­ძემ და­მა­ეჭ­ვე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ უფ­რო­სო­ბას მო­ახ­სე­ნა, მოკ­ლუ­ლის თა­ო­ბა­ზე კი კარ­ტო­თე­კა­ში ცნო­ბე­ბი მო­ი­ძია, მაგ­რამ იქ არა­ფე­რი აღ­მოჩ­ნდა. გა­მომ­ძი­ე­ბელს ფარ-ხმა­ლი არ და­უყ­რია და ცნო­ბე­ბის მო­ძი­ე­ბის მო­თხოვ­ნით, რუს კო­ლე­გებს წე­რი­ლით მი­მარ­თა. სა­ნამ რუ­სე­თი­დან პა­სუ­ხი მო­ვი­დო­და, შვე­ლი­ძემ მოკ­ლუ­ლის ბინა გა­ჩხრი­კა, თუმ­ცა, გა­მო­ძი­ე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო რამ არც იქ აღ­მოჩ­ნდა: ბინა უბ­რა­ლო იყო, სა­მო­თა­ხი­ა­ნი. გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა შე­ნიშ­ნა, რომ ყვე­ლა­ფე­რი ფა­ქი­ზად იყო და­ლა­გე­ბუ­ლი, არა­და, სო­რო­კი­ნი მარ­ტო ცხოვ­რობ­და. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ქურდული ანგარიშსწორება წყნეთში და "ოქროს ქვიშის საქმე" - გაუჩინარებული ნახევარი მილიონი

ქურდული ანგარიშსწორება წყნეთში და  "ოქროს ქვიშის საქმე" - გაუჩინარებული ნახევარი მილიონი

გასული საუკუნის 60-იან წლებში, საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის დედაქალაქ თბილისში მომხდარმა ქურდულმა ანგარიშსწორებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია...

ქურდულ გარჩევაზე ალაპარაკდა ყველა - უბრალო პარიკმახერებითა და ტაქსის მძღოლებით დაწყებული, კრემლის მესვეურებით დამთავრებული. რასაკვირველია, იმ დროს ამ თემაზე მხოლოდ ჩურჩულით საუბრობდნენ, მაგრამ ჩურჩულით ნათქვამიც კი მსმენელებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მრგვალ ბაღში მომხდარი მკვლელობა კავშირში იყო თეთრი გენერლის - ანტონ დენიკინის მიერ 1919 წელს გადამალული განძეულობის საქმესთან. ამ ყველაფერს ის მოჰყვა, რომ საბჭოთა კავშირის უმაღლესმა მესვეურებმა საქმე გაასაიდუმლოეს.

"დენიკინის განძის საქმის" მთავარი ეჭვმიტანილი საბჭოთა მართლმსაჯულებამ ვერ მოიხელთა და ცხადია, ვერც მის მიერ საზღვარგარეთ გატანილ განძეულობას მიაგნეს სადმე. ამის გამო, კრემლის მესვეურებმა საქმე დახურეს, ცხრაკლიტულშიც ჩაკეტეს და მათ, ვისაც "დენიკინის განძეულობაზე" ერთი სიტყვაც წამოსცდებოდა, ტრადიციულად, ციხით დაემუქრნენ. აღსანიშნავია, რომ საქმეში მონაწი-ლე პირთაგან ბევრი დღესაც კი ცოცხალია, ამიტომაც ვარჩიე, რომ მათი სახელები და გვარები შემეცვალა.

GზაPრესსამბავი სრულიად ბანალურად დაიწყო: 1961 წლის 7 მაისს დილით ადრე, მრგვალ ბაღთან მილიციამ უცნობი ახალგაზრდა კაცის გვამი ნახა. ის იქვე ახლოს მცხოვრები ვინმე არტურ სოროკინი აღმოჩნდა. გამომძიებელმა შველიძემ, რომელსაც ამ ფაქტის გამოძიება მიანდვეს, გარდაცვლილის მეზობლებისაგან ერთგვაროვანი ჩვენებები მიიღო - სოროკინი თბილისში ახალი ჩამოსული იყო, ბინა სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე ეყიდა და მეზობლებთან ნაკლებად ურთიერთობდა. ერთი შეხედვით, ყველაფერი ძალზე ჩვეულებრივ კრიმინალურ შემთხვევას ჰგავდა, რომ არა ერთი უცნაური დეტალი: არტურ სოროკინი ზურგში, გულის მხარეს, წვრილი და ბასრი საგნის ჩარტყმით მოეკლათ და არც გაეძარცვათ. დათვალიერებისას, გვამს გულის ჯიბეში ჩადებულ საფულეში 500 მანეთი უპოვეს. ეს გარემოება გამომძიებელ შველიძეს აფიქრებინებდა, რომ სოროკინი რაღაც სხვა, გაცილებით სერიოზული მიზეზის გამო უნდა მოეკლათ. გარდა ამისა, არტურ სოროკინს არარუსული, ოდნავ მონღოლოიდური გარეგნობა ჰქონდა და შველიძე ამანაც დააეჭვა - გვარი და სახელი შეცვლილი არ ჰქონდესო.

შველიძემ დამაეჭვებელი გარემოებების შესახებ უფროსობას მოახსენა, მოკლულის თაობაზე კი კარტოთეკაში ცნობები მოიძია, მაგრამ იქ არაფერი აღმოჩნდა. გამომძიებელს ფარ-ხმალი არ დაუყრია და ცნობების მოძიების მოთხოვნით, რუს კოლეგებს წერილით მიმართა. სანამ რუსეთიდან პასუხი მოვიდოდა, შველიძემ მოკლულის ბინა გაჩხრიკა, თუმცა, გამოძიებისთვის საინტერესო რამ არც იქ აღმოჩნდა: ბინა უბრალო იყო, სამოთახიანი. გამომძიებელმა შენიშნა, რომ ყველაფერი ფაქიზად იყო დალაგებული, არადა, სოროკინი მარტო ცხოვრობდა.  განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია