საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენს სახლში უბედურება დატრიალდა" - გადაურჩა თუ არა ირინა ონაშვილისა და ლადო ვარძელაშვილის ქორწინება კრიზისებს
"ჩვენს სახლში უბედურება დატრიალდა" - გადაურჩა თუ არა ირინა ონაშვილისა და ლადო ვარძელაშვილის ქორწინება კრიზისებს

ბოლო დროს გავ­რცე­ლე­ბულ ჭო­რებ­ზე, რომ ირი­ნა ონაშ­ვი­ლი და ლადო ვარ­ძე­ლაშ­ვი­ლი და­შორ­დნენ, ყო­ფილ­მა მო­დელ­მა ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" ისა­უბ­რა. Ambebi.ge გთა­ვა­ზობთ მცი­რე ფრაგ­მენტს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

სარ­კე: დრო­დად­რო თქვე­ნი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მა­ინც ექ­ცე­ვით. ადრე ხში­რად ჭო­რა­ობ­დნენ, რომ თქვენ და ლადო ვარ­ძე­ლაშ­ვი­ლი ერ­თმა­ნეთს და­შორ­დით.

ირი­ნა ონაშ­ვი­ლი: მე და ლადო, 5 წე­ლია, რაც ცოლ-ქმა­რი ვართ და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთი დღეც არ გვი­ცხოვ­რია ცალ-ცალ­კე. ერ­თმა­ნე­თი გვიყ­ვარს, პა­ტივს ვცემთ, ვმე­გობ­რობთ. ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვია. ლადო უპ­რე­ტენ­ზიო, რბი­ლი ადა­მი­ა­ნია, არ არის აფექ­ტუ­რი.

სარ­კე: ესე იგი თქვე­ნი ქორ­წი­ნე­ბა კრი­ზი­სებს გა­და­ურ­ჩა?

ირი­ნა ონაშ­ვი­ლი: ჩვენს სახ­ლში უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­და (2013 წელს ირი­ნას და ლა­დოს ოჯახ­ში ია­რა­ღი­დან შემ­თხვე­ვით გას­რო­ლილ­მა ტყვი­ამ ლა­დოს მე­გო­ბა­რი იმ­სხვერ­პლა. ავტ.), ამის გამო ჩვენს ოჯახ­ში გაჩ­ნდა კრი­ზი­სი.

მე­ო­რე მოვ­ლე­ნა იყო პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ჩემს ქმარ­ზე ცუ­დად აი­სა­ხა. ლადო (ლადო ვარ­ძე­ლაშ­ვი­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მუ­შა­ობ­და, რო­გო­რე­ბი­ცაა შიდა ქათ­ლის გუ­ბერ­ნა­ტო­რი და სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა მი­ნის­ტრი. ავტ.) დი­ლი­დან ღა­მემ­დე მუ­შა­ობ­და, ბევრ კარგ საქ­მეს აკე­თებ­და. ახლა უმუ­შე­ვა­რია და ეს მას­ზე ძა­ლი­ან მოქ­მე­დებს. აქვს გეგ­მე­ბი, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე არა­ფერს აკე­თებს.

ვა­მა­ყობ ლა­დო­თი, რომ ასე­თი სა­მარ­თლი­ა­ნი და წე­სი­ე­რი ბი­ჭია, ისე მუ­შა­ობ­და, რომ მისი სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ კიხ­თვის ნიშ­ნე­ბი არ გა­ჩე­ნი­ლა. ჩემ­თვის მის სტა­ტუსს არას­დროს ჰქო­ნია მნიშ­ვნე­ლო­ბა, პი­რი­ქით, ყო­ველ­თვის დის­კომ­ფორ­ტს მიქ­მნი­და, ჩემ­თან ერ­თად არას­დროს იყო და სულ ამა­ზე ვწუ­წუ­ნებ­დი.

არ ვიცი, ჩემი ქმა­რი რა გა­და­წყვტი­ლე­ბას მი­ი­ღებს მო­მა­ვალ­ში, მაგ­რამ მინ­და, რომ ჩემს ქვე­ყა­ნა­ში იყოს სიმ­შვი­დე, არ იყოს გა­ჭირ­ვე­ბა, კრი­მი­ნა­ლი. ირ­გვლივ რომ ამ­დე­ნი გა­ჭირ­ვე­ბაა, ადა­მი­ანს აღა­რა­ფე­რი გა­ხა­რებს.

სარ­კე: ქვეყ­ნი­დან წას­ვლას ხომ არ ფიქ­რობთ?

ირი­ნა ონაშ­ვი­ლი: ეს ეტა­პი ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში არას­დროს მდგა­რა, არც გვი­ფიქ­რია ამა­ზე. რა­ტომ უნდა წა­ვი­დეთ? ჩვენ არ ვართ მარ­ტო, დიდი ოჯა­ხი გვყავს - ლა­დოს ძმე­ბი, შვი­ლე­ბი... წახ­ვი­დე და ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მარ­ტო და­ტო­ვო? გა­მო­რი­ცხუ­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

"ჩვენს სახლში უბედურება დატრიალდა" - გადაურჩა თუ არა ირინა ონაშვილისა და ლადო ვარძელაშვილის ქორწინება კრიზისებს

"ჩვენს სახლში უბედურება დატრიალდა" - გადაურჩა თუ არა ირინა ონაშვილისა და ლადო ვარძელაშვილის ქორწინება კრიზისებს

ბოლო დროს გავრცელებულ ჭორებზე, რომ ირინა ონაშვილი და ლადო ვარძელაშვილი დაშორდნენ, ყოფილმა მოდელმა ჟურნალ "სარკესთან" ისაუბრა. Ambebi.ge გთავაზობთ მცირე ფრაგმენტს ინტერვიუდან:

სარკე: დროდადრო თქვენი პირადი ცხოვრებით საზოგადოების ყურადღების ცენტრში მაინც ექცევით. ადრე ხშირად ჭორაობდნენ, რომ თქვენ და ლადო ვარძელაშვილი ერთმანეთს დაშორდით.

ირინა ონაშვილი: მე და ლადო, 5 წელია, რაც ცოლ-ქმარი ვართ და ამ ხნის განმავლობაში ერთი დღეც არ გვიცხოვრია ცალ-ცალკე. ერთმანეთი გვიყვარს, პატივს ვცემთ, ვმეგობრობთ. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება ძალიან ჩვეულებრივია. ლადო უპრეტენზიო, რბილი ადამიანია, არ არის აფექტური.

სარკე: ესე იგი თქვენი ქორწინება კრიზისებს გადაურჩა?

ირინა ონაშვილი: ჩვენს სახლში უბედურება დატრიალდა (2013 წელს ირინას და ლადოს ოჯახში იარაღიდან შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ ლადოს მეგობარი იმსხვერპლა. ავტ.), ამის გამო ჩვენს ოჯახში გაჩნდა კრიზისი.

მეორე მოვლენა იყო პოლიტიკური ცვლილება, რომელიც ჩემს ქმარზე ცუდად აისახა. ლადო (ლადო ვარძელაშვილი ნაციონალების ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა, როგორებიცაა შიდა ქათლის გუბერნატორი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი. ავტ.) დილიდან ღამემდე მუშაობდა, ბევრ კარგ საქმეს აკეთებდა. ახლა უმუშევარია და ეს მასზე ძალიან მოქმედებს. აქვს გეგმები, მაგრამ ამ ეტაპზე არაფერს აკეთებს.

ვამაყობ ლადოთი, რომ ასეთი სამართლიანი და წესიერი ბიჭია, ისე მუშაობდა, რომ მისი სამსახურის შესახებ კიხთვის ნიშნები არ გაჩენილა. ჩემთვის მის სტატუსს არასდროს ჰქონია მნიშვნელობა, პირიქით, ყოველთვის დისკომფორტს მიქმნიდა, ჩემთან ერთად არასდროს იყო და სულ ამაზე ვწუწუნებდი.

არ ვიცი, ჩემი ქმარი რა გადაწყვტილებას მიიღებს მომავალში, მაგრამ მინდა, რომ ჩემს ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, არ იყოს გაჭირვება, კრიმინალი. ირგვლივ რომ ამდენი გაჭირვებაა, ადამიანს აღარაფერი გახარებს.

სარკე: ქვეყნიდან წასვლას ხომ არ ფიქრობთ?

ირინა ონაშვილი: ეს ეტაპი ჩვენს ცხოვრებაში არასდროს მდგარა, არც გვიფიქრია ამაზე. რატომ უნდა წავიდეთ? ჩვენ არ ვართ მარტო, დიდი ოჯახი გვყავს - ლადოს ძმები, შვილები... წახვიდე და ეს ადამიანები მარტო დატოვო? გამორიცხულია.

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?