ირაკლი ალასანიას საფრანგეთის ელჩთან კითხვები აქვს

ირაკლი ალასანიას საფრანგეთის ელჩთან კითხვები აქვს

ეკა მიშველაძის გადაცემა "პირველი სტუდიის" ეთერში ტავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ საფრანგეთის ელჩის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა.

ყოფილი მინისტრი ადასტურებს, რომ რენო სალენსი არ ესწრებოდა შეხვედრას, თუმცა დარწმუნებულია, რომ ელჩი ყველაფრის საქმის კურსშია.

"ელჩის კრიტიკას არ ვაპირებ, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ტექნიკურად შესაძლოა სწორად არის ნათქვამი, რომ ფინანურ ვალდებულებას მე ვერ ავიღებდი და ეს ფაქტია, ეს უნდა მომხდარიყო შეთანხმების გაფორმებით, თუმცა მე მიკვირს ის, რომ მან არ ახსენა რა იყო რეალურად გაფორმებული. თუმცა ეს მისი არჩევანია. ალბათ, მეც ვკითხავდი მას, იყო თუ არა მემორანდუმი გაფორმებული და რა ვადებში უნდა გაფორმებულიყო, ეს არის კონკრეტული შეკითხვა" - განაცხადა ალასანიამ.

ელჩის თქმით, ქართულ მხარესა და ფრანგულ მწარმოებლებს შორის იყო მხოლოდ განხილვები, რომელიც ახლაც გრძელდება.

"გასულ წელს დაიწყო გარკვეული განხილვები საქართველოს მთავრობასა და ფრანგ მწარმოებლებს შორის, ორმხრივი თანამშრომლობის ჩვეულ რეჟიმში. მე კიდევ ერთხელ ვამახვილებ ყურადღებას ტერმინზე "განხილვები", რადგან ქართული მხრიდან არანაირ ვალდებულებაზე ხელი მოწერილი არ ყოფილა - არანაირი შეთანხმება, არანაირი ხელშეკრულება, არანაირი ვალდებულება და არაფერი მსგავსი. ერთადერთი, რისი თქმაც ახლა შემიძლია არის ის, რომ ის განხილვები, რომლებიც გასულ წელს დაიწყო, გრძელდება", - განაცხადა სალენსმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."