Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თუ მოინდომებ შეძლებ - სამეფო პასკას რეცეპტი gemrielia.ge-ს მკითხველისგან
თუ მოინდომებ შეძლებ - სამეფო პასკას რეცეპტი gemrielia.ge-ს მკითხველისგან

აღ­დგო­მის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წუ­ლის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მზა­დე­ბა უკვე შე­იმ­ჩნე­ვა. დი­ა­სახ­ლი­სე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­ბე­და დი­ა­სახ­ლი­სე­ბი ჯე­ჯი­ო­ლის და­თეს­ვის, პას­კის რე­ცეპ­ტის, წი­თე­ლი კვერ­ცხის შე­ღებ­ვის დე­ტა­ლებს ეც­ნო­ბი­ან. გთა­ვა­ზობთ gemrielia.ge-ს მკი­თხვე­ლის, თა­მარ ჭე­ლი­ძის რე­ცეპტს, რო­გორ მო­ვამ­ზა­დოთ და გა­მო­ვა­ცხოთ სა­მე­ფო პას­კა.

ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი:

სა­ფუ­ა­რი ნედ­ლი, 50 გ

კვერ­ცხის გული 15

ნა­ღე­ბი 35 % 650 გ (ან 400 გ 10%-იანი ნა­ღე­ბი, 300 მლ ცხი­მი­ა­ნი რძე)

ფქვი­ლი 1 კგ (თხე­ლი ნა­ღე­ბის და რძის შემ­თხვე­ვა­ში 1.3 კგ)

დარ­ბი­ლე­ბუ­ლი კა­რა­ქი 300 გ

შა­ქა­რი 600 გ

კარ­და­მო­ნი (ილი) 50 ცალი (და­უფ­ქვე­ლი)

დაფ­ქუ­ლი ჯან­ჯა­ფი­ლი 1.5 ჩ.კ

მუს­კა­ტის კა­კა­ლი 1 ჩ.კ

მი­ხა­კი 1 ჩ.კ

ქიშ­მი­ში 200 გ

თავ­ზე წა­სას­მე­ლად

კვერ­ცხის გული 1-2

ფორ­მე­ბი: მო­ვამ­ზა­დებთ კონ­სერ­ვის ქი­ლებს. ცალ­კე მო­ვამ­ზა­დებთ ძი­რის­თვის 4 ფენა ქა­ღალდს და შემ­დეგ გა­მო­სა­ცხობ ქა­ღალდს ამა­ვე დი­ა­მეტ­რი­სას. გვერ­დებ­ზეც ამო­ვუ­ფენთ გა­მო­სა­ცხობ ქა­ღალდს ისე, რომ გვერ­დებ­ზე კარ­გად გა­და­ი­ფა­როს და ფორ­მი­დან სი­მაღ­ლე­ზე 3-5 სმ-ზე ამო­დი­ო­დეს.

ქიშ­მი­ში: გა­ვა­სუფ­თა­ვოთ, გავ­რე­ცხოთ. და­ვა­წდოთ და შემ­დეგ ტი­ლო­ზე გა­ვაშ­როთ.

სა­ნე­ლებ­ლე­ბი: წი­ნას­წარ მო­ვამ­ზა­დოთ

რძე: ნა­ღე­ბი (ან რძე და ნა­ღე­ბი ერ­თად) შე­ვათ­ბოთ. 200 გრ გად­მო­ვი­ღოთ სა­ფუ­ა­რის­თვის და და­ნარ­ჩე­ნი კარ­გად გა­ვა­ცხე­ლოთ.

სა­ფუ­ა­რის გა­სინ­ჯვა: სა­ფუ­ა­რი გავ­ხსნათ 150 მლ თბილ რძე­ში (არ ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში ცხელ­ში). და­ვუ­მა­ტოთ 1 ს.კ. შა­ქა­რი. მო­ვუ­რი­ოთ და ცოტა ხანი და­ვე­ლო­დოთ. თუ კარ­გად ამო­ვა, მა­შინ სა­ფუ­ა­რი კარ­გია და შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ. თუ არა და ე.ი. არ ვარ­გა.

სა­ნე­ლებ­ლე­ბი: სა­ნე­ლებ­ლე­ბი ჩავ­ყა­როთ ცხელ რძე­ში და გა­ვა­ჩე­როთ, რომ კარ­გად გა­მო­ვი­დეს არო­მა­ტი.

ოპა­რა: რძე­ში გახ­სნილ სა­ფუ­არს კი­დევ და­ვუ­მა­ტოთ 50 მლ თბი­ლი რძე. შე­ვა­ზი­ლოთ ცოტა გაც­რი­ლი ფქვი­ლი და მოვ­ზი­ლოთ თხე­ლი ცომი. გა­ვა­ჩე­როთ თბილ ად­გი­ლას.

ცომი:

1. კვერ­ცხი და­ვა­ცალ­კე­ვოთ ცი­ლე­ბად და გუ­ლე­ბად.

2. გუ­ლებს და­ვუ­მა­ტოთ 1 ჩ.კ. მა­რი­ლი, რომ ფერი უფრო ინ­ტენ­სი­უ­რი ყვი­თე­ლი ჰქონ­დეს ცომს.

3. კვერ­ცხის გუ­ლე­ბი კარ­გად გავთქვი­ფოთ მიქ­სე­რით შა­ქარ­თან ერ­თად, და­ახ­ლო­ე­ბით 10 წთ.

4. ცალ­კე გავთქვი­ფოთ კა­რა­ქი

5. კა­რაქს ნელ-ნელა შე­ვათ­ქვი­ფოთ გოგ­ლი-მოგ­ლი ერ­თგვა­რო­ვან მა­სამ­დე.

6. ამა­სო­ბა­ში ოპა­რა კარ­გად იქ­ნე­ბა ამო­სუ­ლი. გა­დავ­ზი­ლავთ.

7. გოგ­ლი-მოგ­ლი­ან მა­სას ვუ­მა­ტებთ ოპა­რას

8. შემ­დეგ ვუ­მა­ტებთ სა­ნე­ლებ­ლე­ბი­ან თბილ რძეს.

9. შემ­დეგ ჩა­ვაც­რით ფქვილს და ვზელთ იმ­დენ ხანს, სა­ნამ ცომი არ და­ი­წყებს ხე­ლი­დან მო­ცი­ლე­ბას.

10. ცო­მი­ან ჭურ­ჭელს და­ვა­ფა­რებთ თავ­სა­ხურს და დავ­დგამთ თბილ ად­გი­ლას.

11. როცა ამო­ვა, კი­დევ გა­დავ­ზელთ.

12. ქიშ­მიშს ჩავ­ყრით პა­ტა­რა ჯამ­ში. და­ვუ­მა­ტებთ 1 ს.კ. ფქვილს და კარ­გად ამოვ­სვრით. ეს იმის­თვის კეთ­დე­ბა, რომ ის კი­დევ უფრო შეშ­რეს და კარ­გად მი­ე­წე­ბოს ცომს. ასე ქიშ­მი­ში ძირს აღარ წავა და ნე­ბის­მი­ერ ად­გილ­ზე მი­ე­მაგ­რე­ბა ცომს.

13. უკვე მზა ცომს ამო­ვი­ღებთ ფორ­მებ­ში წო­ნის მი­ხედ­ვით. ერთი კონ­სერ­ვის ქილა იტევს და­ახ­ლო­ე­ბით 350-400 გრ ცომს. ამას­თან ამო­ღე­ბულ ცომს ხა­ჭა­პუ­რი­ვით ოდ­ნავ შე­ვაბრტყე­ლებთ. გვერ­დებს მო­ვუკ­რავთ ასე­ვე ხა­ჭა­პუ­რი­ვით და ზე­და­პი­რით ჩავ­დებთ ძირს, ისე, რომ გლუ­ვი ზე­და­პი­რი მო­ექ­ცე­ვა ზე­მოთ. თავი ლა­მა­ზი მრგვა­ლი გა­მო­ვა.

14. ფორ­მებს გა­და­ვა­ფა­რებთ ტი­ლოს და ისევ და­ვე­ლო­დე­ბით ცო­მის ამოს­ვლას.

15. ცომი რომ ზო­მა­ში 2-ჯერ მო­ი­მა­ტებს, მერე ზე­მო­დან გა­და­ვუს­ვამთ კვერ­ცხის გულს ცო­ტა­ო­დენ მა­წონ­თან, არა­ჟან­თან ან ნა­ღებ­თან ერ­თად.

16. შევ­დგამთ წი­ნას­წარ გა­ხუ­რე­ბულ ღუ­მელ­ში 175-180 გრა­დუს­ზე. უმ­ჯო­ბე­სია ფორ­მე­ბი და­ვა­ლა­გოთ ცხა­ურ­ზე და არა ჟა­რო­ნა­ზე. ასე უფრო მეტი ეტე­ვა. ფორ­მე­ბი არ უნდა ეხე­ბო­დეს ერ­თმა­ნეთს. მათ შო­რის ჰა­ე­რი უნდა ტრი­ა­ლებ­დეს, რომ გვერ­დე­ბი კარ­გად გა­მო­ცხვეს.

17. ქვე­მოთ დავ­დებთ თუ­ჯის ტა­ფას, რო­მე­ლიც ნა­ხე­ვარ­ზე მე­ტად სავ­სე იქ­ნე­ბა ცივი წყლით. წყა­ლი და­ი­წყებს აორ­თქლე­ბას და ცომი ამ პე­რი­ოდ­ში კი­დევ უფრო იმა­ტებს ზო­მა­ში. თან პას­კა სვე­ლი გა­მო­დის.

18. წყა­ლი თა­ვი­სით დაშ­რე­ბა და შემ­დეგ პას­კა და­ი­წყებს შე­წით­ლე­ბას. როცა თავი მო­უ­წით­ლდე­ბა, პას­კა უკვე მზა­დაა.

19. პას­კის კონ­სერ­ვის ფორ­მებ­ში გა­მო­ცხო­ბას უნდა და­ახ­ლო­ე­ბით 1 სთ და 10 წთ.

20. ამ რე­ცეპ­ტით გა­მო­დის 6-8 პას­კა.

პას­კის სხვადსხვა რე­ცეპ­ტე­ბი იხი­ლეთ gemrielia.ge-ზე

თუ მოინდომებ შეძლებ - სამეფო პასკას რეცეპტი gemrielia.ge-ს მკითხველისგან

თუ მოინდომებ შეძლებ - სამეფო პასკას რეცეპტი gemrielia.ge-ს მკითხველისგან

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწულისთვის განსაკუთრებული მზადება უკვე შეიმჩნევა. დიასახლისები, განსაკუთრებით ახალბედა დიასახლისები ჯეჯიოლის დათესვის, პასკის რეცეპტის, წითელი კვერცხის შეღებვის დეტალებს ეცნობიან. გთავაზობთ gemrielia.ge-ს მკითხველის, თამარ ჭელიძის რეცეპტს, როგორ მოვამზადოთ და გამოვაცხოთ სამეფო პასკა.

ინგრედიენტები:

საფუარი ნედლი, 50 გ

კვერცხის გული 15

ნაღები 35 % 650 გ (ან 400 გ 10%-იანი ნაღები, 300 მლ ცხიმიანი რძე)

ფქვილი 1 კგ (თხელი ნაღების და რძის შემთხვევაში 1.3 კგ)

დარბილებული კარაქი 300 გ

შაქარი 600 გ

კარდამონი (ილი) 50 ცალი (დაუფქველი)

დაფქული ჯანჯაფილი 1.5 ჩ.კ

მუსკატის კაკალი 1 ჩ.კ

მიხაკი 1 ჩ.კ

ქიშმიში 200 გ

თავზე წასასმელად

კვერცხის გული 1-2

ფორმები: მოვამზადებთ კონსერვის ქილებს. ცალკე მოვამზადებთ ძირისთვის 4 ფენა ქაღალდს და შემდეგ გამოსაცხობ ქაღალდს ამავე დიამეტრისას. გვერდებზეც ამოვუფენთ გამოსაცხობ ქაღალდს ისე, რომ გვერდებზე კარგად გადაიფაროს და ფორმიდან სიმაღლეზე 3-5 სმ-ზე ამოდიოდეს.

ქიშმიში: გავასუფთავოთ, გავრეცხოთ. დავაწდოთ და შემდეგ ტილოზე გავაშროთ.

სანელებლები: წინასწარ მოვამზადოთ

რძე: ნაღები (ან რძე და ნაღები ერთად) შევათბოთ. 200 გრ გადმოვიღოთ საფუარისთვის და დანარჩენი კარგად გავაცხელოთ.

საფუარის გასინჯვა: საფუარი გავხსნათ 150 მლ თბილ რძეში (არ ვითარ შემთხვევაში ცხელში). დავუმატოთ 1 ს.კ. შაქარი. მოვურიოთ და ცოტა ხანი დაველოდოთ. თუ კარგად ამოვა, მაშინ საფუარი კარგია და შეიძლება გამოვიყენოთ. თუ არა და ე.ი. არ ვარგა.

სანელებლები: სანელებლები ჩავყაროთ ცხელ რძეში და გავაჩეროთ, რომ კარგად გამოვიდეს არომატი.

ოპარა: რძეში გახსნილ საფუარს კიდევ დავუმატოთ 50 მლ თბილი რძე. შევაზილოთ ცოტა გაცრილი ფქვილი და მოვზილოთ თხელი ცომი. გავაჩეროთ თბილ ადგილას.

ცომი:

1. კვერცხი დავაცალკევოთ ცილებად და გულებად.

2. გულებს დავუმატოთ 1 ჩ.კ. მარილი, რომ ფერი უფრო ინტენსიური ყვითელი ჰქონდეს ცომს.

3. კვერცხის გულები კარგად გავთქვიფოთ მიქსერით შაქართან ერთად, დაახლოებით 10 წთ.

4. ცალკე გავთქვიფოთ კარაქი

5. კარაქს ნელ-ნელა შევათქვიფოთ გოგლი-მოგლი ერთგვაროვან მასამდე.

6. ამასობაში ოპარა კარგად იქნება ამოსული. გადავზილავთ.

7. გოგლი-მოგლიან მასას ვუმატებთ ოპარას

8. შემდეგ ვუმატებთ სანელებლებიან თბილ რძეს.

9. შემდეგ ჩავაცრით ფქვილს და ვზელთ იმდენ ხანს, სანამ ცომი არ დაიწყებს ხელიდან მოცილებას.

10. ცომიან ჭურჭელს დავაფარებთ თავსახურს და დავდგამთ თბილ ადგილას.

11. როცა ამოვა, კიდევ გადავზელთ.

12. ქიშმიშს ჩავყრით პატარა ჯამში. დავუმატებთ 1 ს.კ. ფქვილს და კარგად ამოვსვრით. ეს იმისთვის კეთდება, რომ ის კიდევ უფრო შეშრეს და კარგად მიეწებოს ცომს. ასე ქიშმიში ძირს აღარ წავა და ნებისმიერ ადგილზე მიემაგრება ცომს.

13. უკვე მზა ცომს ამოვიღებთ ფორმებში წონის მიხედვით. ერთი კონსერვის ქილა იტევს დაახლოებით 350-400 გრ ცომს. ამასთან ამოღებულ ცომს ხაჭაპურივით ოდნავ შევაბრტყელებთ. გვერდებს მოვუკრავთ ასევე ხაჭაპურივით და ზედაპირით ჩავდებთ ძირს, ისე, რომ გლუვი ზედაპირი მოექცევა ზემოთ. თავი ლამაზი მრგვალი გამოვა.

14. ფორმებს გადავაფარებთ ტილოს და ისევ დაველოდებით ცომის ამოსვლას.

15. ცომი რომ ზომაში 2-ჯერ მოიმატებს, მერე ზემოდან გადავუსვამთ კვერცხის გულს ცოტაოდენ მაწონთან, არაჟანთან ან ნაღებთან ერთად.

16. შევდგამთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 175-180 გრადუსზე. უმჯობესია ფორმები დავალაგოთ ცხაურზე და არა ჟარონაზე. ასე უფრო მეტი ეტევა. ფორმები არ უნდა ეხებოდეს ერთმანეთს. მათ შორის ჰაერი უნდა ტრიალებდეს, რომ გვერდები კარგად გამოცხვეს.

17. ქვემოთ დავდებთ თუჯის ტაფას, რომელიც ნახევარზე მეტად სავსე იქნება ცივი წყლით. წყალი დაიწყებს აორთქლებას და ცომი ამ პერიოდში კიდევ უფრო იმატებს ზომაში. თან პასკა სველი გამოდის.

18. წყალი თავისით დაშრება და შემდეგ პასკა დაიწყებს შეწითლებას. როცა თავი მოუწითლდება, პასკა უკვე მზადაა.

19. პასკის კონსერვის ფორმებში გამოცხობას უნდა დაახლოებით 1 სთ და 10 წთ.

20. ამ რეცეპტით გამოდის 6-8 პასკა.

პასკის სხვადსხვა რეცეპტები იხილეთ gemrielia.ge-ზე

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"