ალტისტი გიორგი ცაგარელი, რომელიც ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ გაიგო, რაც ცნობილი გახდა, რომ ლიზა ბაგრატიონი უყვარს, ფილარმონიის ადმინისტრაციას ''ფეისბუქის'' საშუალებით მიმართავს. მისი თქმით ქვეყნის მთავარ საკონცერტო დარბაზში მუსიკოსებისთვის სამუშაო პირობები არაა შექმნილი.
''თბილისის საკონცერტო დარბაზის ადმინისტრაცია! გვეცით პატივი! ასეთი დიდ თანხის სანაცვლოდ ელემენტარული პირობები მაინც შეგვიქმენით! 2007 წლიდან ხშირად მიწევს სხვადასხვა კონცერტებზე დაკვრა თბილისის საკონცერტო დარბაზში (ე.წ. ფილარმონიაში).
2014 წლის სექტემბრიდან მოყოლებული რვა კონცერტზე მომიწია დაკვრა, შესაბამისად რვაჯერ მქონდა სცენის სართულზე გამოყოფილი საარტისტო ოთახი, სადაც მთელი დღის განავლობაში მიწევს რეპეტიციიდან კონცერტამდე ყოფნა. ლოგიკურია, რომ მთელი დღის გაოფლიანებულს (ბოდიში, დაკვრისას ასე ხდება) მჭირდება შხაპის მიღება, თავის მოწესრიგება და ტუალეტით სარგებლობა.
აი დირიჟორს, ორკესტრის წევრებს კი ფაქტიურად დილიდან ღამემდე დასვენების გარეშე უხდებათ რეპეტიციების ჩატარება, რადგან დარბაზის იჯარა 14 000 ლარი ( განათების და ხმის რეჟისიორების გარდა) ჯდება და მთავარი რეპეტიციაც და კონცერტიც ერთი და იგივე დღესაა.