შეყვარებული მერაბ შარიქაძე მუდო და მოსაწყენია

შეყვარებული მერაბ შარიქაძე მუდო და მოსაწყენია

მორაგბე მერაბ შარიქაძემ კარიერის დაწყება ინგლისში სცადა, არჩევანი მალევე შეცვალა და საფრანგეთში გადავიდა, სადაც მისი გუნდის მთავარი მიზანი უმაღლეს ლიგაში თამაშია. საქართველოს ნაკრებში წლებია თამაშობს. გული სტკივა, რომ სტადიონი მხოლოდ რუსეთთან თამაშისას ივსება და მაყურებელს ბილეთში თანხის გადახდა ენანება.

- მერაბ, როგორია წარმატებული მორაგბის ერთი ჩვეულებრივი დღე?

- საკმაოდ მოსაწყენი. შორიდან შეიძლება ვინმეს სპორტსმენების ცხოვრება მრავალფეროვანი ეგონოს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ბევრი შრომა გვიწევს. დილით შვიდ საათზე ვიღვიძებ და მივდივარ გუნდში. ვსაუზმობთ და ვიწყებთ ვარჯიშს პატარა შესვენებებით დაახლოებით ორ საათამდე. არის დღეები, როდესაც დღის მეორე ნახევარშიც ვვარჯიშობთ. ვარჯიშის მერე ისეთი დაღლილები ვართ, არაფრის თავი არ გვაქვს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ვიმარჯვებთ, აღვნიშნავთ ხოლმე ბიჭები, ღამე არ ვიძინებთ და სადმე კლუბში მივდივართ გასართობად, მაგრამ ეს ხშირად არ ხდება.

- გამარჯვებას იმდენი კარგი ემოცია ახლავს, ალბათ არასდროს გინანია, ასეთი რთული გზა რომ აირჩიე.

- რა თქმა უნდა. გამარჯვებას ისეთი მაგარი მუღამი აქვს, რომლის მსგავსი ცხოვრებაში არაფერი განმიცდია.

- ბავშვობიდან მორაგბეობაზე ოცნებობდი?

- ცხრა წლის ასაკში ფეხბურთელობაზე ვფიქრობდი და ვვარჯიშობდი. დაახლოებით ერთი წელი მეკარე ვიყავი, მაგრამ აგრესიული მოთამაშე ვიყავი და მითხრეს, ჯობია, რაგბის გაჰყვეო.

- მეკარეები, როგორც წესი, აგრესიით არ გამოირჩევიან.

- მე გამონაკლისი ვიყავი. მალე გამოვედი ფეხბურთიდან. დაახლოებით ცამეტ წლამდე სპორტზე არ ვფიქრობდი, მაგრამ მერე რაგბიში ჩავერთე აქტიურად, დღემდე ამ სპორტში ვარ და ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.

- რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

- როგორი მოსაწყენიცაა ჩემი ყოველდღიური ცხოვრება, ისეთივე მოსაწყენია ჩემი პირადი ცხოვრებაც. არაფერი საინტერესო არ ხდება. შეყვარებული არ მყავს.

- არც არასდროს ყოფილხარ შეყვარებული?

- შეყვარებული ვყოფილვარ და არაერთხელ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ჩემთვის შეყვარებულის ყოლა მიზანშეწონილი არაა.

- ალბათ, ინგლისელი გოგონა მოგწონდა, რომელსაც საფრანგეთში გადასვლის მერე დაშორდი.

- შეყვარებული ინგლისშიც მყავდა და საქართველოშიც. საფრანგეთში არ მყოლია, სიმართლე გითხრათ, ფრანგი გოგონები მაინცდამაინც არც მომწონს. არ მინდა, უცხოელი შეყვარებული მყავდეს. ქართველი გოგონები ძალიან მომწონს, მაგრამ დისტანცია შეყვარებულებს პრობლემების მეტს არაფერს მოგვიტანს.

- როგორია შეყვარებული მერაბ შარიქაძე?

- ალბათ, მუდო და მოსაწყენი. არ ვარ რომანტიკული. შეყვარებულის სახლის ფანჯრებთან ამწეთი არ მივსულვარ. სიმაღლის მეშინია. გულიც დამინთია, ყვავილებიც მიჩუქებია და ბუშტებიც გამიბერია, ოღონდ შეყვარებულის პატარა მეგობრებისთვის, ანუ ბავშვებს დავხმარებივარ რომანტიკის მოწყობაში.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება