სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
25 წლის წინ გატაცებული და გაუპატიურებული ქალი თავის დაწვით იმუქრება
25 წლის წინ გატაცებული და გაუპატიურებული ქალი თავის დაწვით იმუქრება

სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო Topnews.com.ge-ს მო­ქა­ლა­ქე ირი­ნა ჯიმ­შე­ლე­იშ­ვილ­მა წე­რი­ლი მის­წე­რა, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ ქალ­ბა­ტო­ნი 25 წლის წინ, 15 წლის ასაკ­ში გა­ი­ტა­ცეს და გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს. ჯიმ­შე­ლე­იშ­ვი­ლის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი შემ­თხვე­ვის შემ­დეგ უშე­დე­გოდ ცდი­ლობს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა­სა და მა­მა­კა­ცის დას­ჯას, რომ­ლის ფი­ზი­კუ­რი და სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი გახ­და.

"15 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ქუ­ჩა­ში თავს და­მეს­ხა გოჩა ცნო­ბი­ლა­ძე სამ პი­როვ­ნე­ბას­თან ერ­თად. გა­მი­ტა­ცეს, მცე­მეს და გა­მა­უ­პა­ტი­უ­რეს. უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი მერ­ვე კლა­სის მოს­წავ­ლეს და­მესხნენ თავს და 25 წე­ლია საქ­მე­ზე ვი­თხოვ გა­მო­ძი­ე­ბას. ასე­ვე, ვი­თხოვ საქ­მე­ზე პრო­კუ­რორ გი­ორ­გი ცხოვ­რე­ბა­ძის აცი­ლე­ბას", - აცხა­დებს ქალ­ბა­ტო­ნი.

ჯიმ­შე­ლე­იშ­ვი­ლის თქმით, მის­თვის უც­ნობ მა­მა­კაც­თან ის 6 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, წყალ­ტუ­ბოს რა­ი­ო­ნის ერთ-ერთ სო­ფელ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი ვა­დის გას­ვლის შემ­დეგ, მა­მა­კაც­მა ის მშობ­ლე­ბის სახ­ლში და­აბ­რუ­ნა და თა­ვად გა­უ­ჩი­ნარ­და. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მისი საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა არ მოხ­დე­ბა, ქალ­ბა­ტო­ნი თა­ვის დაწ­ვით იმუქ­რე­ბა.

"ყვე­ლას მივ­წე­რე წე­რი­ლე­ბი, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს, პრო­კუ­რა­ტუ­რას. დღემ­დე არ არის საქ­მე გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი. 10 დღის ვა­და­ში თუ ყუ­რა­დღე­ბა არა­ვინ მო­მაქ­ცია, აქ, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან მო­ვალ, გა­და­ვის­ხამ ბენ­ზინს და და­ვიწ­ვავ თავს," - აცხა­დებს ჯიმ­შე­ლე­იშ­ვი­ლი.

წყა­რო: topnews.com.ge

topnews.com.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

25 წლის წინ გატაცებული და გაუპატიურებული ქალი თავის დაწვით იმუქრება

25 წლის წინ გატაცებული და გაუპატიურებული ქალი თავის დაწვით იმუქრება

საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს მოქალაქე ირინა ჯიმშელეიშვილმა წერილი მისწერა, რომელშიც ნათქვამია, რომ ქალბატონი 25 წლის წინ, 15 წლის ასაკში გაიტაცეს და გააუპატიურეს. ჯიმშელეიშვილის თქმით, აღნიშნული შემთხვევის შემდეგ უშედეგოდ ცდილობს სამართლიანობის აღდგენასა და მამაკაცის დასჯას, რომლის ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

"15 წლის ვიყავი, როდესაც ქუჩაში თავს დამესხა გოჩა ცნობილაძე სამ პიროვნებასთან ერთად. გამიტაცეს, მცემეს და გამაუპატიურეს. უცხო ადამიანები მერვე კლასის მოსწავლეს დამესხნენ თავს და 25 წელია საქმეზე ვითხოვ გამოძიებას. ასევე, ვითხოვ საქმეზე პროკურორ გიორგი ცხოვრებაძის აცილებას", - აცხადებს ქალბატონი.

ჯიმშელეიშვილის თქმით, მისთვის უცნობ მამაკაცთან ის 6 დღის განმავლობაში, წყალტუბოს რაიონის ერთ-ერთ სოფელში იმყოფებოდა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, მამაკაცმა ის მშობლების სახლში დააბრუნა და თავად გაუჩინარდა. იმ შემთხვევაში, თუ მისი საქმის გამოძიება არ მოხდება, ქალბატონი თავის დაწვით იმუქრება.

"ყველას მივწერე წერილები, ირაკლი ღარიბაშვილს, პროკურატურას. დღემდე არ არის საქმე გამოძიებული. 10 დღის ვადაში თუ ყურადღება არავინ მომაქცია, აქ, პარლამენტის შენობასთან მოვალ, გადავისხამ ბენზინს და დავიწვავ თავს," - აცხადებს ჯიმშელეიშვილი.

წყარო: topnews.com.ge

topnews.com.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა