პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ალასანია - პრემიერ-მინისტრის სახელით დამირეკეს, რომ საფრანგეთში შეთანხმებაზე ხელი არ მომეწერა
ირაკლი ალასანია - პრემიერ-მინისტრის სახელით დამირეკეს, რომ საფრანგეთში შეთანხმებაზე ხელი არ მომეწერა

რო­გორც კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვლე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­კი­თხი იქ­ნე­ბა მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი ჩემ­თვის და იმ გუნ­დის­თვის, ვინც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოვა, - ამის შე­სა­ხებ "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ლი­დერ­მა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და. თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა იმ კავ­შირ­ზე ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის ამაღ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით საფ­რან­გეთ­ში გა­ფორ­მე­ბულ მე­მო­რან­დუმ­სა და ე.წ. კა­ბე­ლე­ბის საქ­მეს შო­რის არ­სე­ბობს.

"მა­შინ რო­დე­საც მე, 27 ოქ­ტომ­ბერს საფ­რან­გეთ­ში ჩა­ვე­დი და კო­ლე­გას­თან შეხ­ვედ­რა მქონ­და, მე­ო­რე დღეს, 28-ში, დი­ლით შე­სა­ბა­მის ინ­დუსტრი­ებ­თან ხელ­მო­წე­რა იგეგ­მე­ბო­და, მე და­მი­რე­კეს და გად­მომ­ცეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სა­ხე­ლით, რომ ამ შე­თან­ხმე­ბა­ზე ხელი არ მო­მე­წე­რა, არა­და ყვე­ლა დე­ტა­ლი შე­თან­ხმე­ბუ­ლი იყო მას­თა­ნაც და უსაფრ­თხო­ე­ბის კა­ბი­ნე­ტის წევ­რებ­თან არა­ერ­თი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. ჩემ­თვის ეს არა მხო­ლოდ შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი იყო, არა­მედ იყო ნი­შა­ნი იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა რო­მე­ლიც გა­ეხ­სნა, პო­ლი­ტი­კუ­რი შან­სი, რო­მე­ლიც მი­ე­ცა მრა­ვალ­წლი­ა­ნი ემ­ბარ­გოს მერე, ხე­ლი­დან იქ­ნე­ბო­და გაშ­ვე­ბუ­ლი. ამი­ტომ მე წი­ნას­წარ რო­გორც ვი­ყა­ვით შე­თან­ხმე­ბუ­ლი მთავ­რო­ბას­თან, მო­ვა­წე­რე ამ მე­მო­რან­დუმს ხელი და 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­ლო­დე­ბო­დი ამ შე­თან­ხმე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას. სამ­წუ­ხა­როდ, ეს არ მოხ­და. იმ მო­მენ­ტში, რო­დე­საც უარი ვთქვი, რომ ამ არას­წორ, უკა­ნო­ნო მი­თი­თე­ბას დავ­მორ­ჩი­ლე­ბო­დი, მე­ო­რე დი­ლით, რო­დე­საც ხელ­მო­სა­წე­რად მივ­დი­ო­დი, და­კა­ვე­ბულ იქნა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს 5 თა­ნამ­შრო­მე­ლი იმ იმე­დით, რომ მე ჩემს სწორ გან­ზრახ­ვა­ზე უარს ვი­ტყო­დი. მე ვთქვი და გა­ვი­მე­ო­რებ - ისი­ნი კარ­გად არ მიც­ნო­ბენ. მე ყო­ველ­თვის ვი­დე­ქი და ვიდ­გე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვის საქ­მე­ში. არას­დროს არ მქო­ნია არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის არც ფუ­ფუ­ნე­ბა, არც უფ­ლე­ბა და არც სურ­ვი­ლი მო­რა­ლურ კომ­პრო­მის­სა და სწორ გზას შო­რის", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ და დას­ძი­ნა, რომ სწო­რედ ამი­ტომ მე­მო­რან­დუმს ხელი მო­ა­წე­რა.

ალა­სა­ნი­ას თქმით, რო­დე­საც თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და და და­კა­ვე­ბის მი­ზე­ზი იკი­თხა, პა­სუ­ხი ვერ მი­ი­ღო და პრო­კუ­რა­ტუ­რამ თავ­ხე­დუ­რად გა­აგ­რძე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით შე­ტე­ვა "თა­ვი­სუ­ფალ დე­მოკ­რა­ტებ­ზე" და მის ლი­დერ­ზე. ალა­სა­ნი­ას თქმით, ამ ის­ტო­რი­ას დე­ტა­ლუ­რად აქამ­დე არ ჰყვე­ბო­და, ვი­ნა­ი­დან იმე­დი ჰქონ­და, რომ მარ­ტის ბო­ლომ­დე, სა­ნამ მე­მო­რან­დუ­მი მოქ­მე­დებ­და, ამ სა­კითხს არ და­ი­ვი­წყებ­დნენ, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე ეს შან­სი ხე­ლი­დან გაშ­ვე­ბუ­ლია, ვი­ნა­ი­დან მე­მო­რან­დუმს კონ­კრე­ტუ­ლი ვა­დე­ბი ჰქონ­და.

"მე მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას დავ­პირ­დე, რო­გორც კი მშვი­დო­ბი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბა მოხ­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­კი­თხი, სა­ჰა­ე­რო სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის სა­კი­თხი იქ­ნე­ბა მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი ჩემ­თვის და იმ გუნ­დის­თვის, ვინც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოვა", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ა­ხე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს

ირაკლი ალასანია - პრემიერ-მინისტრის სახელით დამირეკეს, რომ საფრანგეთში შეთანხმებაზე ხელი არ მომეწერა

ირაკლი ალასანია - პრემიერ-მინისტრის სახელით დამირეკეს, რომ საფრანგეთში შეთანხმებაზე ხელი არ მომეწერა

როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, საქართველოს თავდაცვის საკითხი იქნება მთავარი პრიორიტეტი ჩემთვის და იმ გუნდისთვის, ვინც ხელისუფლებაში მოვა, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა იმ კავშირზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასთან დაკავშირებით საფრანგეთში გაფორმებულ მემორანდუმსა და ე.წ. კაბელების საქმეს შორის არსებობს.

"მაშინ როდესაც მე, 27 ოქტომბერს საფრანგეთში ჩავედი და კოლეგასთან შეხვედრა მქონდა, მეორე დღეს, 28-ში, დილით შესაბამის ინდუსტრიებთან ხელმოწერა იგეგმებოდა, მე დამირეკეს და გადმომცეს პრემიერ-მინისტრის სახელით, რომ ამ შეთანხმებაზე ხელი არ მომეწერა, არადა ყველა დეტალი შეთანხმებული იყო მასთანაც და უსაფრთხოების კაბინეტის წევრებთან არაერთი თვის განმავლობაში. ჩემთვის ეს არა მხოლოდ შეურაცხმყოფელი იყო, არამედ იყო ნიშანი იმისა, რომ საქართველოს ეს შესაძლებლობა რომელიც გაეხსნა, პოლიტიკური შანსი, რომელიც მიეცა მრავალწლიანი ემბარგოს მერე, ხელიდან იქნებოდა გაშვებული. ამიტომ მე წინასწარ როგორც ვიყავით შეთანხმებული მთავრობასთან, მოვაწერე ამ მემორანდუმს ხელი და 6 თვის განმავლობაში ველოდებოდი ამ შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტების რეალიზებას. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. იმ მომენტში, როდესაც უარი ვთქვი, რომ ამ არასწორ, უკანონო მითითებას დავმორჩილებოდი, მეორე დილით, როდესაც ხელმოსაწერად მივდიოდი, დაკავებულ იქნა თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი იმ იმედით, რომ მე ჩემს სწორ განზრახვაზე უარს ვიტყოდი. მე ვთქვი და გავიმეორებ - ისინი კარგად არ მიცნობენ. მე ყოველთვის ვიდექი და ვიდგები საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის საქმეში. არასდროს არ მქონია არჩევანის გაკეთების არც ფუფუნება, არც უფლება და არც სურვილი მორალურ კომპრომისსა და სწორ გზას შორის", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ და დასძინა, რომ სწორედ ამიტომ მემორანდუმს ხელი მოაწერა.

ალასანიას თქმით, როდესაც თბილისში ჩამოვიდა და დაკავების მიზეზი იკითხა, პასუხი ვერ მიიღო და პროკურატურამ თავხედურად გააგრძელა პოლიტიკური ნიშნით შეტევა "თავისუფალ დემოკრატებზე" და მის ლიდერზე. ალასანიას თქმით, ამ ისტორიას დეტალურად აქამდე არ ჰყვებოდა, ვინაიდან იმედი ჰქონდა, რომ მარტის ბოლომდე, სანამ მემორანდუმი მოქმედებდა, ამ საკითხს არ დაივიწყებდნენ, თუმცა ამ ეტაპზე ეს შანსი ხელიდან გაშვებულია, ვინაიდან მემორანდუმს კონკრეტული ვადები ჰქონდა.

"მე მინდა საზოგადოებას დავპირდე, როგორც კი მშვიდობიანი არჩევნებით ხელისუფლების ცვლილება მოხდება, საქართველოს თავდაცვის საკითხი, საჰაერო სუვერენიტეტის საკითხი იქნება მთავარი პრიორიტეტი ჩემთვის და იმ გუნდისთვის, ვინც ხელისუფლებაში მოვა", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."