გაზაფხულის დადგომისთანავე მოდის სეზონური ტენდენციები აქტუალური ხდება. რას გვთავაზობენ წამყვანი დიზაინერები წლვანდელი გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის, რა იქნება აქტუალური და რა სიახლეებია ამ სფეროში? თქვენს შეკითხვებს ცნობილი დიზაინერი, თინათინ მაღალაშვილი უპასუხებს
კითხვები გამოაგზავნეთ კომენტარების ველში
მაია: მაინტერესებს სპორტული სტილი რამდენად მოდურია ამ სეზონზე?
ნია: როგორი ტიპის ქვედაბოლოები იქნება წელს მოდაში?
-ქვედაბოლოები არის "კლიოში", წელზე დაფიქსირებული და ქვემოთ გაშლილი.
ზაფხულში შემოდის ქსოვილის სხვა ფაქტურები, თავისუფალი, ჰაეროვანი, ნახევრადგამჭირვალე ფაქტურები, მოჩითული ყვავილების პრინტებით და ასეთი სტილის თავისუფალი ქვედაბოლოები. (არის მაქსი, ასევე მინი).
ნანა: რა სიახლეებს გვთავაზობთ დიაზაინერები გაზაფხულ-ზაფხულის სეზონისთვის, რა იქნება გამორჩეული გასულ წლებთან შედარებით?
-ზაფხულში ნათელი ფერები ჭარბობს. ამ სეზონზე ყველაზე საყვარელი და ტენდენციური ფერი არის ცისფერი. ლაჟვარდოვანი ცისფერის ტონალობა. ეს ფერი უკვე რამდენიმე წელია არ კარგავს თავის დომინანტ მდგომარეობას. ალბათ იმიტომ, რომ ეს ფერი თანაბრად უხდებათ, ქერა და შავგრემან ადამიანებს.
წელს ასევე მოდაშია მწვანეს სხვადსხვა ტონალობები. თუ მკვეთრი ტონალობა იყო მოდაში შემოდგომა-ზამთარში, ზაფხულში უკვე ეს პალიტრა პასტელის ტონალობაში გადადის და გვხდება წითელის და ვარდისფერის ტონალობა, ლურჯის- ცისფერი ტონალობა, ყავისფერის - ბორდოსფერი, მწვანეს- ბაცი მწვანე და ა.შ.
ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს პრინტებს. ყვავილების თემა მერამდენე ზაფხულია უკვე ზაფხულთან ერთად შემოდის მოდაში. ასევე არ კარგავს აქტუალურობას შავ-თეთრი გამა. ზაფხულშიც იქნება შავ-თეთრის კომბინაცია.
ზაფხულის ტენდენციებში იქნება თავისუფალი სილუეტი. ტუნიკები, A სილუეტი. გამომდინარე იქედან რომ ზაფხული ასოცირდება თავისუფალ სტილთან, დასვენებასთან.
ლალი: როგორი აქსესუარები არის ამ სეზონზე მოდაში, ასევე შარფები?
-აქსესუარებს დიდი მნიშვნელობა აქვს არამხოლოდ ამ სეზონზე, არამედ ყოველთვის. რაც არსებობს მოდა აქსესუარს აქვს წამყვანი როლი.
წელს აქსესუარი არის მკვეთრად გამოხატული, ჩანთების სახით, არის ასევე აქტუალური ტანსაცმლის სტილში ჩანთა. შეხვდებით მრავალფეროვნებას. ყველა სტილის ჩანთაა მოდაში, რაც წარმოადგინეს წამყვანმა მოდის სახლებმა. თქვენ შეხვდებით პატარა ქლაჩებს, ჩანთებს რომელიც იკეცება. ძირითადად მოდაშია ზამშის და ტყავის ფაქტურები. ამ სეზონზე შეხვდებით ფერად-ფერად ზამშეებს, პრინტებს. ძალიან დიდი აქცენტია გადატანილი ხელჩანთებზე.
ასევეა შარფები. შარფი დამატებითი აქსესუარია კოსტიუმის და გარკვეულ ჰაეროვნებას მატებს ტანსაცმელს. მაგრამ აქაც უნდა გამახვილდეს ყურადღება: თუ კაბა არის სადა, შესაძლებელია გამოვიყენოთ ყვავილებიანი, ნახატებიანი, პრინტებიანი შარფები. თუ კოსტიუმი არის შესაბამისი პრინტებით, მაშინ იგივე სტილის შარფი შეიძლება გამოვიყენოთ. მოჩითული ფერების გამის არევა არ არის რეკომენდირებული. ვინაიდან პრინტებიანი ნაჭერი თავისთავად დატვირთულია ფერებით.
ზოგადად, აქსესუარს ყველა სეზონზე დიდი მნიშვნელობა აქვს. მძივები არის მასიური. კოსტიუმების გაფორმებაში ჩვენ ვხდებით ბრჭყვიალა ელემენტებს. მოდაში შემოვიდა ასევე ბრჭყვიალა ქსოვილები, უბრალოდ გააჩნია რას ვიცმევთ და სად ვიცმევთ.
მაკა: სპორტული სტილი აქტუალურია თუ არა ამ სეზონზე?
-სპორტული სტილი ძალიან შემოიჭრა. შეიძლება შეხვდეთ ტენდენციებში სპორტულ კეტს კლასიკურ ჩაცმულობაზე. ძალიან ხშირია სპორტული შარვლები ისეთ ივენთებზე, სადაც ადრე ვხდებოდით ძალიან კლასიკურად, კოქტეილის კაბებში ჩაცმულ ქალბატონებს. სიმართლე გითხრათ ეს ჩემთვის მიუღებელია. ვფიქრობ, სპორტული სტილი ყოველდღიურად ჩასაცმელია, ისიც გარკვეულ სიტუაციაში. მე მიყვარს, როცა ყველა კოსტიუმს აქვს თავისი ფუნქცია და დანიშნულება, მაგრამ ესეც მოიტანა დღევანდელმა ცხოვრებამ. გამომდინარე იქედან, რომ საქმიანი ქალი ძალიან ბევრს მოძრაობს და ცდილობს პრაქტიკულად იყოს ჩაცმული. წელს ასევე მოდაშია ჯინსი. ახალგაზრდული მოდა ყოველთვის დიდ ადგილს იკავებს წამყავნი მოდის სახლების კოლექციებში.
სპორტულ-კლასიკური მოდა დიდი ხანია შემოსულია, მაგრამ ასე "თავხედურად", რომ კეტი მოირგო საქმიან კოსტიუმზე ასეთ "მოდას" წელს პირველად წავაწყდით საერთო ტენდენციაში.
მაკა: მამაკაცის მოდის ტენდენციებზე რას გვეტყვით?
-რაც არის უცხოური, ევროპული ტენდენციები, ფერედი პალიტრა მამაკაცის სამოსსზე, ამას ქართველი მამაკაცები ნაკლებად იტვალისწინებენ. ჩვენ იშვიათად ვქმნით მამაკაცის კოსტიუმებს, ვინაიდან ქართველი მამაკაცები მაინც "ჩარჩოებში სხედან" და არ უნდათ ამ ჩარჩ9ოებიდან გარეტ გამოსვლა. სიმართლე გითხრათ, მე როგორც ქართველი ქალი ამას მივესალმები. თუმცა წლევანდელ ტენდენციებში თქვენ შეხვდებით მამაკაცის კუბოკრულ პიჯაკებს და მომდგარ შარველბს. ჩემთვის ეს მიუღებელია. შეიძლება ძალიან გამაქილიკონ სხვა დიზაინერებმა, მაგრამ ჩემთვის ზედმეტია ის, რაც ქართულ რეალობას ეზედმეტება.
სალომე: როგორი ქსოვილებია გაზაფხული ზაფხულის მოდის ტენდენციებისთვის, თქვენ როგორ ქსოვილს იყენებთ?
-გადაწყვეტილი მაქვს გამოვიყენო ბუნებრივი ქსოვილები, კოტონი, შიფონი. შიფონს აქვს ერთი ძალიან კარგი თვისება, ის ხაზს უსვამს ქალის ფიგურას. რადგან დავარდნილი და მსუბუქი ქსოვილია ხაზს უსვამს ქალის ფიგურას. ასევე არის ძალიან გრილი და ჰაეროვანი.
საქმიანი ქალის ხაზს მაინც ავიღებ, რადგან კლასიკური სტილი ჩვენი მოდის სახლში დომინანტია, ვაინაიდან ჩვენ კლასიკურ სტილზე ვმუშაობთ და ამ სტილში იქნება ჩვენი კოლექცია შექმნილი. გამოვიყენებთ ასევე ტილოს ქსოვილებს. თავისუფალ ქვედაბოლოებს შევქმნით, მაქსის სტილისას ქალბატონებისთვის, რომელბიც არ არიან მიჩვეული დაბლებზე სიარულს და არ უყვართ დაბალძირიანი ფეხსაცმელი. კეტში და შლოპანცში ასეთი ქალბატონები ვერ ივლის. ამიტომ მაქსი ქვედაბოლო იმის საშუალებას იძლევა, რომ დამალო ეს ფეხსაცმელი და იყო ყოველთვის ელეგანტური. ფეხებიც დაასვენო და დატკბე ზაფხულით.
იხილეთ ვიდეო