პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამაკაცთა ყველაზე საშიში დაავადებების ტოპ-10
მამაკაცთა ყველაზე საშიში დაავადებების ტოპ-10

რო­გორც ვი­ცით, ზო­გი­ერ­თი და­ა­ვა­დე­ბა მხო­ლოდ რო­მე­ლი­მე გარ­კვე­ლი სქე­სის­თვის არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. ამ­ჯე­რად მა­მა­კაც­თა ყვე­ლა­ზე სა­ში­ში და­ა­ვა­დე­ბე­ბის ათე­ულს მო­ვუ­ყა­რეთ თავი.

10. მწე­ველ­თა და­ა­ვა­დე­ბა

თამ­ბა­ქოს­მი­ე­რი გან­გრე­ნა - ამ სა­ხელ­წო­დე­ბით არის ცნო­ბი­ლი მა­ობ­ლი­ტე­რი­რე­ბე­ლი ენ­დარ­ტე­რი­ი­ტი. ეს სა­ხელ­წო­დე­ბა და­ა­ვა­დე­ბამ იმი­ტომ მი­ი­ღო, რომ შე­საძ­ლოა ხან­გრძლი­ვი მო­წე­ვით იყოს პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი, რომ­ლის დრო­საც ნი­კო­ტი­ნის გავ­ლე­ნით ვი­თარ­დე­ბა სის­ხლძარ­ღვთა სპაზ­მი.

ამ და­ა­ვა­დე­ბით ავად­მყო­ფო­ბენ 20-40 წლის მა­მა­კა­ცე­ბი. მო­წე­ვას­თან ერ­თად რის­კის ფაქ­ტო­რე­ბია ქვე­და კი­დუ­რე­ბის გა­და­ცი­ვე­ბა, ქრო­ნი­კუ­ლი მო­წამ­ვლა, ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის ხან­გრძლი­ვი გა­და­ძაბ­ვა და და­ზი­ა­ნე­ბა. თამ­ბა­ქოს­მი­ე­რი გან­გრე­ნა მე­ტად სა­ში­ში და­ა­ვა­დე­ბაა. სა­წყის სტა­დი­ებ­ზე ის ფე­ხე­ბის ტკი­ვი­ლით, სი­ა­რუ­ლის დროს სწრა­ფი დაღ­ლით, კუნ­თე­ბის კან­კა­ლით ვლინ­დე­ბა. შემ­დეგ ტერ­ფებ­ზე ჩნდე­ბა წყლუ­ლე­ბი, კანი თხელ­დე­ბა და სკდე­ბა. და­ა­ვა­დე­ბის უკა­ნას­კნე­ლი სტა­დია გან­გრე­ნაა - ტერ­ფის ქსო­ვი­ლე­ბი კვდე­ბა. ხში­რად გან­გრე­ნა ელ­ვი­სე­ბუ­რად მო­ი­ცავს ფე­ხის დიდ ნა­წილს და სა­ჭი­რო ხდე­ბა ქვე­და კი­დუ­რის სას­წრა­ფო მოკ­ვე­თა მუხ­ლის სახ­სრის ზე­მოთ. შე­დე­გად გა­რეგ­ნუ­ლად ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნი უნარ­შე­ზღუ­დუ­ლის ეტლს ეჯაჭ­ვე­ბა.

9. მე­ფე­თა და­ა­ვა­დე­ბა

ჰე­მო­ფი­ლი­ას მე­ფე­თა და­ა­ვა­დე­ბას უწო­დე­ბენ. ის­ტო­რი­ამ ამის არა­ერ­თი მა­გა­ლი­თი შე­მოგ­ვი­ნა­ხა. ჰე­მო­ფი­ლი­ის დროს სის­ხლის შე­დე­დე­ბის უნა­რი ირ­ღვე­ვა. ნე­ბის­მი­ე­რი და­ჟე­ჟი­ლო­ბა, რო­მე­ლიც ჯან­მრთელ ადა­მი­ან­თან მცი­რე სი­ლურ­ჯით თუ ვლინ­დე­ბა, ჰე­მო­ფი­ლი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლებ­თან დიდი ზო­მის ჰე­მა­ტო­მას (სის­ხლჩაქ­ცე­ვას) იწ­ვევს. ში­ნა­გა­ნი სის­ხლდე­ნა მხო­ლოდ მას შემ­დეგ ჩერ­დე­ბა, რაც გა­და­ბე­რი­ლი სის­ხლი­ა­ნი "სიმ­სივ­ნე" საკ­მა­ოდ გა­იზ­რდე­ბა და სის­ხლის ნა­კადს წნე­ვის სხვა­ო­ბა შე­ა­ჩე­რებს. შემ­დეგ ჰე­მა­ტო­მა ნელ-ნელა გა­ი­წო­ვე­ბა. გენი, რო­მე­ლიც ჰე­მო­ფი­ლი­ის გა­მოვ­ლე­ნა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, სქეს­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამის გამო მე­ფე­თა და­ა­ვა­დე­ბა უმ­თავ­რე­სად მა­მა­კა­ცებს ემარ­თე­ბათ. თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა მას სპე­ცი­ა­ლუ­რი ინექ­ცი­ე­ბით აკონ­ტრო­ლებს, რაც ჰე­მო­ფი­ლი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლებს საკ­მა­ოდ უხან­გრძლი­ვებს სი­ცო­ცხლეს.

8. კიბო

კიბო ქა­ლებ­საც ემარ­თე­ბათ და მა­მა­კა­ცებ­საც, მაგ­რამ მა­მა­კა­ცე­ბი ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სპე­ცი­ფი­კუ­რი ფორ­მე­ბი­თაც ავად­დე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია რეპ­რო­დუქ­ცი­ულ სის­ტე­მას­თან. ესე­ნია პროს­ტა­ტის კიბო და სა­თეს­ლე­ე­ბის კიბო. სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, მა­მა­კა­ცე­ბი უფრო ხში­რად ავად­დე­ბი­ან ფილ­ტვე­ბის, კუ­ჭი­სა და ნაწ­ლა­ვე­ბის კი­ბო­თი. ექი­მე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ეს მა­მა­კაც­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის ცხოვ­რე­ბის წე­სი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი: ისი­ნი ბევ­რს ეწე­ვი­ან, არას­წო­რად იკ­ვე­ბე­ბი­ან და ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვას სი­სუს­ტის გა­მოვ­ლე­ნად მი­იჩ­ნე­ვენ.

7. შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი

ამ უკურ­ნე­ბე­ლი და­ა­ვა­დე­ბის გა­მოვ­ლე­ნის რის­კი მა­მა­კა­ცებ­ში 40 წლის შემ­დეგ ძა­ლი­ან მა­ღა­ლია. ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით დაგ­რო­ვე­ბას მუც­ლის მი­და­მო­ში ("ლუ­დის­მი­ე­რი მუ­ცე­ლი"), სმას, სი­გა­რე­ტის წე­ვას, მა­ღალ არ­ტე­რი­ულ წნე­ვას, არა­აქ­ტი­ურ (ნაკ­ლებ­მოძ­რავ) ცხოვ­რე­ბის წესს მე-2 ტი­პის შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის გან­ვი­თა­რე­ბამ­დე მივ­ყა­ვართ. დი­ა­ბე­ტი საკ­მა­ოდ აქ­ვე­ი­თებს ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის დო­ნეს, ხოლო ნე­ბა­ზე მიშ­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ათე­როსკლე­როზს, თირკმლის უკ­მა­რი­სო­ბას, მხედ­ვე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას, კი­დუ­რე­ბის დამ­ბლას და სიკ­ვდილ­საც კი იწ­ვევს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

მამაკაცთა ყველაზე საშიში დაავადებების ტოპ-10

მამაკაცთა ყველაზე საშიში დაავადებების ტოპ-10

როგორც ვიცით, ზოგიერთი დაავადება მხოლოდ რომელიმე გარკველი სქესისთვის არის დამახასიათებელი. ამჯერად მამაკაცთა ყველაზე საშიში დაავადებების ათეულს მოვუყარეთ თავი.

10. მწეველთა დაავადება

თამბაქოსმიერი განგრენა - ამ სახელწოდებით არის ცნობილი მაობლიტერირებელი ენდარტერიიტი. ეს სახელწოდება დაავადებამ იმიტომ მიიღო, რომ შესაძლოა ხანგრძლივი მოწევით იყოს პროვოცირებული, რომლის დროსაც ნიკოტინის გავლენით ვითარდება სისხლძარღვთა სპაზმი.

ამ დაავადებით ავადმყოფობენ 20-40 წლის მამაკაცები. მოწევასთან ერთად რისკის ფაქტორებია ქვედა კიდურების გადაცივება, ქრონიკული მოწამვლა, ნერვული სისტემის ხანგრძლივი გადაძაბვა და დაზიანება. თამბაქოსმიერი განგრენა მეტად საშიში დაავადებაა. საწყის სტადიებზე ის ფეხების ტკივილით, სიარულის დროს სწრაფი დაღლით, კუნთების კანკალით ვლინდება. შემდეგ ტერფებზე ჩნდება წყლულები, კანი თხელდება და სკდება. დაავადების უკანასკნელი სტადია განგრენაა - ტერფის ქსოვილები კვდება. ხშირად განგრენა ელვისებურად მოიცავს ფეხის დიდ ნაწილს და საჭირო ხდება ქვედა კიდურის სასწრაფო მოკვეთა მუხლის სახსრის ზემოთ. შედეგად გარეგნულად ჯანმრთელი ადამიანი უნარშეზღუდულის ეტლს ეჯაჭვება.

9. მეფეთა დაავადება

ჰემოფილიას მეფეთა დაავადებას უწოდებენ. ისტორიამ ამის არაერთი მაგალითი შემოგვინახა. ჰემოფილიის დროს სისხლის შედედების უნარი ირღვევა. ნებისმიერი დაჟეჟილობა, რომელიც ჯანმრთელ ადამიანთან მცირე სილურჯით თუ ვლინდება, ჰემოფილიით დაავადებულებთან დიდი ზომის ჰემატომას (სისხლჩაქცევას) იწვევს. შინაგანი სისხლდენა მხოლოდ მას შემდეგ ჩერდება, რაც გადაბერილი სისხლიანი "სიმსივნე" საკმაოდ გაიზრდება და სისხლის ნაკადს წნევის სხვაობა შეაჩერებს. შემდეგ ჰემატომა ნელ-ნელა გაიწოვება. გენი, რომელიც ჰემოფილიის გამოვლენაზეა პასუხისმგებელი, სქესთანაა დაკავშირებული. ამის გამო მეფეთა დაავადება უმთავრესად მამაკაცებს ემართებათ. თანამედროვე მედიცინა მას სპეციალური ინექციებით აკონტროლებს, რაც ჰემოფილიით დაავადებულებს საკმაოდ უხანგრძლივებს სიცოცხლეს.

8. კიბო

კიბო ქალებსაც ემართებათ და მამაკაცებსაც, მაგრამ მამაკაცები ონკოლოგიური დაავადებების სპეციფიკური ფორმებითაც ავადდებიან, რომლებიც დაკავშირებულია რეპროდუქციულ სისტემასთან. ესენია პროსტატის კიბო და სათესლეების კიბო. სტატისტიკის თანახმად, მამაკაცები უფრო ხშირად ავადდებიან ფილტვების, კუჭისა და ნაწლავების კიბოთი. ექიმები ამტკიცებენ, რომ ეს მამაკაცთა უმრავლესობის ცხოვრების წესითაა განპირობებული: ისინი ბევრს ეწევიან, არასწორად იკვებებიან და ჯანმრთელობაზე ზრუნვას სისუსტის გამოვლენად მიიჩნევენ.

7. შაქრიანი დიაბეტი

ამ უკურნებელი დაავადების გამოვლენის რისკი მამაკაცებში 40 წლის შემდეგ ძალიან მაღალია. ცხიმოვანი ქსოვილის დიდი რაოდენობით დაგროვებას მუცლის მიდამოში ("ლუდისმიერი მუცელი"), სმას, სიგარეტის წევას, მაღალ არტერიულ წნევას, არააქტიურ (ნაკლებმოძრავ) ცხოვრების წესს მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარებამდე მივყავართ. დიაბეტი საკმაოდ აქვეითებს ადამიანის ცხოვრების დონეს, ხოლო ნებაზე მიშვების შემთხვევაში ათეროსკლეროზს, თირკმლის უკმარისობას, მხედველობის გაუარესებას, კიდურების დამბლას და სიკვდილსაც კი იწვევს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს