პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საბერძნეთში ორი ქართველი მეზღვაური, კონტრაბანდის გადატანის ბრალდებით დააკავეს
 საბერძნეთში ორი ქართველი მეზღვაური, კონტრაბანდის გადატანის ბრალდებით დააკავეს

სა­ბერ­ძნეთ­ში, კონ­ტრა­ბან­დის გა­და­ტა­ნის ბრალ­დე­ბით, ორი ქარ­თვე­ლი მე­ზღვა­უ­რი, ეკი­პა­ჟის ექვს წევრთან ერ­თად და­ა­კა­ვეს.

და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ქა­ლაქ კა­ლა­ტა­მა­ტას ცი­ხე­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან და მათ წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა უკვე შე­უ­ფარ­დეს. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ბრალს არ აღი­ა­რე­ბენ. რო­გორც ერთ-ერთი მე­ზღვა­უ­რი, ლე­ვან ჯინ­ჭა­რა­ძე სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, და­ლუ­ქუ­ლი კონ­ტე­ი­ნე­რე­ბი მონ­ტე­ნეგ­რო­დან წა­მო­ი­ღეს, რო­მე­ლიც ლი­ბი­ა­ში უნდა გა­და­ე­ტა­ნათ, ხოლო კონ­ტრა­ბან­დუ­ლი ტვირ­თის შე­სა­ხებ მათ­თვის უც­ნო­ბი იყო.

მისი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი მარ­შრუ­ტით მათ ორი რე­ი­სი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, ხოლო მე­სა­მე რე­ი­სის დროს, ცუდი ამინ­დის გამო სა­ბერ­ძნე­თის ერთ-ერთ კუ­რორტზე გა­ჩერ­დნენ, სა­დაც ისი­ნი და­ა­კა­ვეს. ბერ­ძნუ­ლი მე­დია წერს, რომ გემს 11 ათა­სი ყუთი კონ­ტრა­ბან­დუ­ლი სი­გა­რე­ტი გა­დაჰ­ქონ­და. მომ­ხდა­რის თა­ო­ბა­ზე საქ­მის კურ­სშია სა­ბერ­ძნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სუ­ლო. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი სა­ბერ­ძნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სულ­მა ნანა ჩაბ­რა­ვამ მო­ი­ნა­ხუ­ლა.

"მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. მათ მი­ე­სა­ჯათ წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა და ელო­დე­ბი­ან სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო­ბენ. სა­კონ­სუ­ლო მისი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნოს უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის დამ­ტკი­ცე­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და კონ­სულ­მა.

რო­გორც და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი აცხა­დე­ბენ, გემთფლო­ბე­ლი თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქეა, რო­მე­ლიც იმა­ლე­ბა. მე­ზღვა­უ­რე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას დახ­მა­რე­ბას სთხო­ვენ. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "რუს­თა­ვი 2" ავ­რცე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

საბერძნეთში ორი ქართველი მეზღვაური, კონტრაბანდის გადატანის ბრალდებით დააკავეს

 საბერძნეთში ორი ქართველი მეზღვაური, კონტრაბანდის გადატანის ბრალდებით დააკავეს

საბერძნეთში, კონტრაბანდის გადატანის ბრალდებით, ორი ქართველი მეზღვაური, ეკიპაჟის ექვს წევრთან ერთად დააკავეს.

დაკავებულები ქალაქ კალატამატას ციხეში იმყოფებიან და მათ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდეს. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. როგორც ერთ-ერთი მეზღვაური, ლევან ჯინჭარაძე სატელეფონო საუბარში აცხადებს, დალუქული კონტეინერები მონტენეგროდან წამოიღეს, რომელიც ლიბიაში უნდა გადაეტანათ, ხოლო კონტრაბანდული ტვირთის შესახებ მათთვის უცნობი იყო.

მისი თქმით, აღნიშნული მარშრუტით მათ ორი რეისი განახორციელეს, ხოლო მესამე რეისის დროს, ცუდი ამინდის გამო საბერძნეთის ერთ-ერთ კურორტზე გაჩერდნენ, სადაც ისინი დააკავეს. ბერძნული მედია წერს, რომ გემს 11 ათასი ყუთი კონტრაბანდული სიგარეტი გადაჰქონდა. მომხდარის თაობაზე საქმის კურსშია საბერძნეთში საქართველოს საკონსულო. დაკავებულები საბერძნეთში საქართველოს კონსულმა ნანა ჩაბრავამ მოინახულა.

"მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ მიესაჯათ წინასწარი პატიმრობა და ელოდებიან სასამართლო პროცესს. დაკავებულები თავს უდანაშაულოდ ცნობენ. საკონსულო მისი კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალურად ცდილობს დახმარება აღმოუჩინოს უდანაშაულობის დამტკიცებაში", - განაცხადა კონსულმა.

როგორც დაკავებულების ოჯახის წევრები აცხადებენ, გემთფლობელი თურქეთის მოქალაქეა, რომელიც იმალება. მეზღვაურების ახლობლები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ