პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში ბანკომატებს უცხოელი ქურდები ძარცვავდნენ - დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი დაკავებულია
თბილისში ბანკომატებს უცხოელი ქურდები ძარცვავდნენ - დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი დაკავებულია

თბი­ლის­ში ბან­კო­მა­ტე­ბი­დან თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბის ბრალ­დე­ბით მოლ­დო­ვის მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს. რო­გორც ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი­დან გვაც­ნო­ბეს, კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში უნე­ბარ­თვოდ შეღ­წე­ვი­სა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მო­ნა­ცე­მის უკა­ნო­ნოდ გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტზე, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის ერთი წევ­რი, მოლ­დო­ვის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე ვი­ტა­ლი ბორ­ტა და­ა­კა­ვეს.

"დად­გე­ნი­ლია, რომ ბრალ­დე­ბულ­მა 2015 წლის 31 მარტსა და 01 აპ­რილს, ჯგუ­ფის სხვა წევ­რებ­თან ერ­თად, თბი­ლის­ში, სხვა­დას­ხვა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე რა­მო­დე­ნი­მე ბან­კო­მატ­ზე და­ა­მონ­ტა­ჟა პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თე­ბის მო­ნა­ცემ­თა უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბა-შე­ნახ­ვის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბა – ე.წ. "სკი­მე­რი" და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ ბან­კო­მა­ტით სარ­გებ­ლო­ბი­სათ­ვის გა­მო­ყე­ნე­ბულ პა­რო­ლის და­სა­ფიქ­სი­რე­ბე­ლი ვი­დეო-აუ­დიო სათ­ვალ­თვა­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც შემ­დგომ­ში თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბის მიზ­ნით, უკა­ნო­ნოდ მო­ი­პო­ვა სა­ბან­კო პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თე­ბის ელექტრო­მაგ­ნი­ტურ ზოლ­ზე და­ტა­ნი­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, უნი­კა­ლუ­რი კოდი და ბა­რა­თის სარ­გებ­ლო­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო პა­რო­ლი", - აცხა­დე­ბენ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში.

გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 284-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით და 285-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 2 დან 6 წლამ­დე ვა­დით.

თბილისში ბანკომატებს უცხოელი ქურდები ძარცვავდნენ - დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი დაკავებულია

თბილისში ბანკომატებს უცხოელი ქურდები ძარცვავდნენ - დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი დაკავებულია

თბილისში ბანკომატებიდან თანხების მითვისების ბრალდებით მოლდოვის მოქალაქე დააკავეს. როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გვაცნობეს, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების ფაქტზე, დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქე ვიტალი ბორტა დააკავეს.

"დადგენილია, რომ ბრალდებულმა 2015 წლის 31 მარტსა და 01 აპრილს, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიაზე მდებარე რამოდენიმე ბანკომატზე დაამონტაჟა პლასტიკური ბარათების მონაცემთა უკანონოდ მოპოვება-შენახვისთვის განკუთვნილი სპეციალური მოწყობილობა – ე.წ. "სკიმერი" და მოქალაქეების მიერ ბანკომატით სარგებლობისათვის გამოყენებულ პაროლის დასაფიქსირებელი ვიდეო-აუდიო სათვალთვალო მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც შემდგომში თანხების მითვისების მიზნით, უკანონოდ მოიპოვა საბანკო პლასტიკური ბარათების ელექტრომაგნიტურ ზოლზე დატანილი პერსონალური მონაცემები, უნიკალური კოდი და ბარათის სარგებლობისათვის საჭირო პაროლი", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მეორე ნაწილით და 285-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 დან 6 წლამდე ვადით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ